| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/181640.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადო მოსამართლედ გამწესების მსურველებთან გასაუბრებას იწყებსხატია ჯამალაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-01 23:34:00
2 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც საბჭოს წევრები უვადო მოსამართლედ გამწესების ორ მსურველს, თამარ ალანიასა და ელისო ტუკვაძეს გაესაუბრებიან. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის საბჭო კანდიდატებთან გასაუბრებას 9 ოქტომბერს იწყებს და 11ოქტომბერს ასრულებს, ალანიამ და ტუკვაძემ საბჭოს თხოვნით მიმართეს, რომ ობიექტური მიზეზების გამო, მათთან გასაუბრება 2 ოქტომბერს ჩატარებულიყო. თუმცა, კენჭისყრა მას შემდეგ გაიმართება, რაც საბჭო ყველა მსურველთან გასაუბრებას დაასრულებს. ამ დროისთვის უვადო მოსამართლედ გამწესების მსურველი 38 კანდიდატია. ხვალინდელი გასაუბრება სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართება. უვადოდ გასამწესებლად მოსამართლეს განაცხადის შეტანა იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მას სულ მცირე სამწლიანი გამოცდილება აქვს და მუშაობდა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით. კანდიდატმა, სასურველი შედეგის მისაღებად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება უნდა გაიაროს, რომელიც მოსამართლის მიერ განხილული ხუთი საქმის შეფასებასაც გულისხმობს. გარდა ამ საკითხისა, დღის წესრიგით განსახილველ ოთხ საკითხს შორის არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის შერჩევა. საკითხზე მომხსენებელი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძეა. კანდიდატის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. მას საბჭოს წევრები დაასახელებენ და სავარაუდოდ კენჭისყრაც ხვალ გაიმართება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასვლით სხდომას ბორჯომში გამართავს
30 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გას
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა
დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევად დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონკურსი გამოაცხადა, - ეს განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმ
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხს განიხილავენ. მათ შორის ერთ-ერთი დამო
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 34 უვადო მოსამართლე აირჩია - რა გახდა ნინო გვენატაძის პროტესტის მიზეზი
ხმაურიანი სხდომის შემდეგ იუსტიციის უმაღლე
წაკითხვა
ხმაური და ურთიერთბრალდებები იუსტიციის საბჭოში
ხმაურით ჩაიარა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების კენჭისყრამ.
წაკითხვა
თამარ ალანია უვადო მოსამართლე გახდა
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სამოქალაქო საქმეთა პალატაში, გვანცა ყუფარაძის განმხილველი მ
წაკითხვა
უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს იუსტიციის საბჭო კენჭს უყრის
უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს იუსტიციის საბჭო დღეს კენჭს უყრის.
წაკითხვა
|