| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/181842.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 თოჯინების თეატრის 84-ე თეატრალური სეზონი სპექტაკლით „საქართველო“ აბრეშუმის თეატრის სცენაზე გაიხსნებალიზა ციციშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-02 21:33:00
თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული თოჯინების თეატრის 2017-2018 წლის 84-ე თეატრალური სეზონი სპექტაკლით „საქართველო“ აბრეშუმის თეატრის სცენაზე გაიხსნება. სპექტაკლის რეჟისორი პირველ არხთან აცხადებს, რომ ეს წარმოდგენაა, რომელშიც ხელებითა და თოჯინების მეშვეობით ბავშვებს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ფრაგმენტებს უამბობენ. „მთავარი გმირები ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობენ. სპექტაკლი მეგობრობაზეცაა“, - აცხადებს მისი ავტორი ნიკოლოზ საბაშვილი. რეჟისორმა წარმოდგენა ორი წლის წინ დადგა, თუმცა მისი ნახვა მაყურებელს ახალ მისამართზე 3 ოქტომბერს აბრეშუმის თეატრის სცენაზე შეუძლია. სპექტაკლში, ყვავისა და ვირის საქართველოში მოგზაურობის ამბავი იქნება წარმოდგენილი. გარდა თოჯინურისა, წარმოდგენაში გამოყენებულია სხვადასხვა თეატრალური ხერხები. ასევე, Silk Factory Studio-ს საგამოფენო სივრცეში წარმოდგენილი იქნება თეატრის უნიკალური თოჯინების, აფიშებისა და ესკიზების გამოფენა. როგორც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ნიკოლოზ საბაშვილმა პირველ არხს განუცხადა, ახლა მიმდინარეობს თოჯინების თეატრის შენობის რეკონსტრუქცია, რომელიც 2018 წელს დასრულდება. მანამდე კი თოჯინების თეატრის წარმოდგენები აბრეშუმის თეატრის სცენაზე გაიმართება. ნიკოლოზ საბაშვილი თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ოთხი წლის ვადით ზაფხულის ბოლოს დაინიშნა, სპექტაკლი „საქართველო“ კი თოჯინების თეატრში დადგმულ სპექტაკლებს შორის რიგით მესამეა. ნიკოლოზ საბაშვილი რამდენიმეჯერ გახდა უმაღლესი თეატრალური ჯილდოს - დურუჯის მფლობელი. მისი თოჯინური სპექტაკლები დადგმის თანამედროვე, ალტერნატიული სტილით გამოირჩევა. თოჯინების თეატრი 1934 წელს საქართველოს სახალხო არტისტის – გიორგი მიქელაძის მიერ დაარსდა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რუსთავის მუნიციპალურმა თეატრმა 50-ე საიუბილეო სეზონი გახსნა
გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალურმა თეატრმა 50-ე საიუბილეო სეზონი რეჟისორ გიორგი
წაკითხვა
სპექტაკლმა „სახეები“ ბულგარეთის საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალზე პრემია მოიპოვა
წაკითხვა
საპროტესტო აქცია კულტურის სამინისტროსთან - რას ითხოვს თოჯინების თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი
თეატრალურ სამყაროში დაპირისპირება გრძელდება. თოჯინების პროფესიული თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი კულტურის მინისტრს კითხვებზე პასუხებ
წაკითხვა
კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად გიორგი სიხარულიძე დაინიშნა, თოჯინების თეატრში კი - ნიკოლოზ საბაშვილი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა
წაკითხვა
„კაცია-ადამიანი?!” შშმ პირების მონაწილეობით - პრემიერა მოზარდმაყურებელთა თეატრში
ინტეგრირებული თეატრი „აზდაკის ბაღი“ მორიგ პრემიერას მართავს.
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საოცარი ქვეყანა ვართ, სადაც პატიმრები ემოციებით დატვირთულ და ადამიანურ სპექტაკლს დგამენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირი
წაკითხვა
„ალჟირი“ - პრემიერა გრიბოედოვის თეატრში
პრემიერა გრიბოედოვის თეატრში - „ალჟირი“ ასეთი სახელწოდება აქვს ავთანდილ ვარსიმაშვილის ახალ სპექტაკლს.
წაკითხვა
„ბეჩავი“ - პრემიერა ფოთის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში
პრემიერა ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში - დასმა მაყურებელის წინაშე სპექტაკლი, სახელწოდებით - „ბეჩავი“ წარადგი
წაკითხვა
|