საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/181909.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

391

„დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ ლიდერების თქმით, მათ კანდიდატებს საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას აიძულებენ

ლიკა ალელიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-03 12:09:00

„დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს“ ლიდერების ინფორმაციით, მათ კანდიდატებს საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნას აიძულებენ. 

დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გამგებლის - ტარიელ თუთარაშვილისა და უსაფრთხოების თანამშრომლების ზეწოლით კანდიდატურები მოხსნეს შორაპნის მაჟორიტარმა გოჩა ლაღუნდარიძემ და მეორე სხვირის მაჟორიტარმა - რომან ჯუღელმა. 

ლორთქიფანიძის თქმით, ასევე აიძულებენ ქალაქ ზესტაფონის მაჟორიტარ დავით გამცემლიძესა და ბლოკის სხვა კანდიდატებს, მოიხსნან საარჩევნო რეგისტრაციიდან. 

კახა კუკავას ინფორმაციით, ასეთივე ვითარებაა რაჭა-ლეჩხუმში, სადაც კუკავას განცხადებით, უსაფრთხოების ადგილობრივი სამსახურის ხელმძღვანელი ლევან ჯმუხაძე აიძულებს ბლოკის კანდიდატებს, რომ მოიხსნან რეგისტრაციიდან. 

კახა კუკავას თქმით, იგივე ხდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტშიც, სადაც სოფელ კაბალის მაჟორიტარს - შაჰინ მირზაევს კანდიდატურის მოხსნას აიძულებენ. 

„მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიკვლიონ ზეწოლის ყოველი ფაქტი და მისცენ სამართლებრივი შეფასება საქართველოში წინასაარჩევნოდ მიმდინარე პროცესებს", - განაცხადა კახა კუკავამ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი