| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/182109.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 თემურ ლაჭყებიანი - ცხოველთა თავშესაფარში ცხოველებს ხოცავენმანანა გიგინეიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-04 13:42:00
Tags:ცხოველებიდახოცვაბრალდებამიუსაფარი ცხოველებიცხოველთა მონიტორინგის სააგენტოძაღლებიკატებიუპატრონო ცხოველები
ცხოველთა თავშესაფარში ცხოველთა დახოცვა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ცხოველთა დაცვის ფედერაციის“ ხელმძღვანელმა, თემურ ლაჭყებიანმა განუცხადა. მისი თქმით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ამას ინგლისური მარილის საშუალებით ახორციელებს, რომლის ინექციის სახით ცხოველის ორგანიზმში მოხვედრა მის სიკვდილს იწვევს. ლაჭყებიანმა სააგენტოს მიერ ინგლისური მარილის შესყიდვის დოკუმენტაცია წარადგინა. მისი მტკიცებით, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დაარსებიდან დღემდე 17 000 ერთეული მარილი შეიძინა, რაც დიდი რაოდენობაა. ცხოველთა უფლებადამცველის მტკიცებით, თავშესაფარში მოხვედრილი ცხოველებიდან თავშესაფარს მხოლოდ 25 % ტოვებს, დანარჩენს კი ხოცავენ. „ინგლისური მარილის შეყვანა ცხოველის ორგანიზმში იწვევს მისი სიკვდილს უსასტიკესი მეთოდით. თითქოს სააგენტო ამ მარილს იყენებს დატყვევებული პირუტყვის საფაღარათე საშუალებად, არის ტყუილი. გახსნის დღიდან დღემდე 17 000 ერთეულია შეძენილი. 17 000 პირუტყვს ჰქონდა ფაღარათი? თუ ამით გაამართლებენ, ეს არის შეუძლებელი, მაგრამ დარწმუნებული ვართ, ამას მოიყვანენ მაგალითად. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. მათ აქვთ შესყიდული ცხოველების ლიკვიდაციისთვის, კერძოდ, იზოლირებული ძაღლებისა და კატების გასანადგურებლად. დაახლოებით 200-ძაღლიანი თავშესაფარი ყიდულობს საშუალებას, რომელიც საკმარისია, გაანადგუროს 17 000 ძაღლი და კატა. ეს არის ზღვარგადასული ქმედება. ის თანხა, რაც ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი, წყალში გადაყრილია, თუ ხდება ცხოველების ოპერაცია, შემდეგ კასტრირებული ცხოველები ისევ შეჰყავთ და მერე უკვე მეორე ჯერზე ან მესამე ჯერზე ანადგურებენ ამ საშუალებით“, – ამბობს თემურ ლანჭყებიანი. პრესკონფერენციაზე უფლებადამცველმა ვიდეომასალაც გაავრცელა, რომელზეც, მისი მტკიცებით, სააგენტოს მიერ დახოცილი ცხოველებია ასახული. ორგანიზაცია გეგმავს, არსებული დოკუმენტაციის ცხოველთა უფლებადამცველ და საერთაშორისო ორგანიზაციებს გააცნონ და სამართლებრივი დავა აწარმოონ. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მეგის ქარდავას საექსტრადიციო პროცედურები დაიწყო - რაში ედება ბრალი ყოფილ მაღალჩინოსანს
სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელსაც საქართველოში არაერთ გახმაურებულ საქმეზე აქვს ბრალი წარდგენილი და ნაწილზე განაჩენიც არის დამდგარი,
წაკითხვა
26 მაისის საქმეზე პროკურატურა დღეს დაზარალებულის სტატუსის მქონე ორ ჟურნალისტს დაკითხავს
26 მაისის საქმეზე ბრალდების მხარე დღეს მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე გადადის. პროკურატურა ორ მოწმეს, დაზარალებულის სტატუსის მქონე ჟურნ
წაკითხვა
პარლამენტში „ადვოკატთა შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი უკვე ინიცირებულია
პარლამენტში „ადვოკატთა შესახებ“ საკანონმდ
წაკითხვა
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სასამართლოს შენობა დატოვეს
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა სასამართლოს შენობა დატოვეს. მიხეილ რამიშვილმა, პაატა მეხრიშვილმა და სულხან კომახიძემ ადვოკატის უფლებით
წაკითხვა
ზაზა ხატიაშვილი - ადვოკატების დაკითხვაზე დაბარებას თუ გაბედავენ, დავწვები ევროსაბჭოს მისაღებში და მთელ მსოფლიო პრესას ავალაპარაკებ
ადვოკატების დაკითხვაზე დაბარებას თუ გაბედ
წაკითხვა
„ცხოველთა დაცვის ფედერაცია“ - თბილისის თავშესაფარში ცხოველებს ე.წ ინგლისური მარილით ხოცავენ
ცხოველთა დაცვის ფედერაციის
წაკითხვა
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე, პროკურატურის მხრიდან მიკერძოებულ სამართალწარმოებაზე საუბრობს
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიკროსაფინანსო კომპანია „ლაზიკა კაპიტალის“ საქმეზე, პროკურატურის მხრიდან მიკერძოებულ სამართალწარმოებაზ
წაკითხვა
დონალდ ტრამპისა და მარკ ცუკერბერგის დავა სოციალურ ქსელებში
სოციალურ ქსელ
წაკითხვა
|