| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/182308.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 საბავშვო ბაღების ფანჯრებზე ბადეების დამონტაჟება, ჯგუფებში კი ძიძების დამატება ათ დღეში დაიწყებამაია ბუთბაია
პროდიუსერი
გამოქვეყნებულია 2017-10-05 15:03:00
თბილისის საბავშვო-ბაღების ფარნჯრებზე ბადეების დამონტაჟება დაახლოებით ათ დღეში დაიწყება. ამის შესახებ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ პირველ არხს განუცხადა. მისი თქმით, ახლა მიმდინარეობს მუშაობა დიზაინზე, ასევე ხდება ფასების შესწავლა. დედაქალაქში მოქმედი ყველა ბაღის ბადეების აღჭურვას, თორდინავას თქმით, მინიმუმ ორი თვე დასჭირდება. ბადეები მეორე სართულის იმ ოთახების ფანჯრებზე დამონტაჟდება, სადაც აღმზრდელობითი პროცესი მიმდინარეობს. სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ბადეები სახანძრო უსაფრთხოებას პრობლემას არ შეუქმნის, რადგან ისინი კაპრონისგან იქნება დამზადებული. რაც შეეხება ჯგუფების გადატვირთულობის პრობლემას, თორდინავა ამბობს, რომ ჯგუფებს, სადაც 50-ზე მეტი ბავშვია, აღმზრდელის თანაშემწის თითო კადრი დაემატება. მისივე თქმით, ამისთვის საკადრო რეზერვიდან სავარაუდოდ, 100 ადამიანი გამოიყოფა. ჯგუფებში აღმზრდელის მეორე თანაშემწის დამატება დაახლოებით 10 დღეში დაიწყება. მოქმედი სტანდარტით, თითოეულ ჯგუფზე ერთი აღმზრდელი და მისი ერთი თანაშემწეა გამოყოფილი. თემურ თორდინავას ინფორმაციით, იმ ბავშვების რაოდენობა, რომელთა მშობლებმაც საჯარო ბაღებს მიმართეს, მაგრამ მაღალი მოთხოვნის გამო დარეგისტრირება ვერ მოახერხეს, 3500-მდეა. შეგახსენებთ, რომ ბაღებში უსაფრთხოების კონტროლის გამკაცრების საკითხი მას შემდეგ დაისვა, რაც 25 სექტემბერს 206-ე ბაგა-ბაღის მეორე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადავარდა. ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა ამ ეტაპზე გაუმჯობესებულია და ის პალატაში იმყოფება. თბილისში ამ ეტაპზე 171 საჯარო საბავშვო ბაღი მუშაობს. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ახალი რეგულაციები საბავშვო ბაღებისთვის - მთავრობამ სკოლამდელი განათლების სტანდარტები დაამტკიცა
საბავშვო ბაღებში ახალი რეგულაციები და წეს
წაკითხვა
აზიური ფაროსანას გამო, ბათუმის საბავშვო ბაღებში, სააღმზრდელო პროცესი 3 დღით შეწყდება
წაკითხვა
კარანტინი ბოლნისის საბავშვო ბაღებში - რა გახდა სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების მიზეზი
კარანტინი ბოლნისის საბავშვო ბაღებში. დახურულია სკოლამდელი აღზრდის 12 დაწესებულება. მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები.
წაკითხვა
ინტოქსიკაციის შემთხვევები ბოლნისში - რა ვითარებაა ბაგა-ბაღებში
ბოლნისის საბავშვო ბაღებში კარანტინი გამოცხადდა. დახურულია 12-ვე ბაღი და მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები.
წაკითხვა
თემურ თორდინავას ინფორმაციით, 206-ე ბაგა-ბაღში პედაგოგებმა ბავშვი უმეთვალყურეოდ დატოვეს და ამის შემდეგ გადმოხტა
ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თ
წაკითხვა
გადატვირთული საბავშვო ბაღები და ადგილების დეფიციტი - არსებობს თუ არა პრობლემის აღმოფხვრის გეგმა
გადატვირთული საბავშვო ბაღები და ადგილების დეფიციტი როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები მზარდ მოთხოვნას
წაკითხვა
დედაქალაქის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს - რა საკითხებს განიხილავენ მერიაში
თბილისის მერიაში ამ წუთებში დედაქალაქის მთავრობის სხდომა მიმდინარეობს,. მთავარი გასახილველი საკითხი ახალი სასწავლო წლისთვის საბავშვო ბაღები
წაკითხვა
საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია დაიწყო - რა პრობლემებზე საუბრობენ მშობლები
საბავშვო ბაღებში აღსაზრდელების რეგისტრაცია დაიწყო. პირველი ეტაპი სოციალურად დაუცველ, სტიქიით დაზარალებულ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე
წაკითხვა
|