| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/182356.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ოკუპირებული ცხინვალის მედპერსონალმა რუსეთის ჯანდაცვის უწყებისგან დავალება მიიღოქეთევან ბერაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-05 18:54:00
ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იმყოფება. ადგილობრივ ექიმებთან შეხვედრისას მთავარ პრობლემად სპეციალისტების სიმცირე დასახელდა. თავად ოკუპირებული რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, ზოგიერთ რაიონში ექიმები საერთოდ არ ჰყავთ. პრობლემებზე საუბრისას, ექიმებმა დახმარებისთვის რუსეთის ჯანდაცვის უწყების წარმომადგენელს მიმართეს, თუმცა ამ უკანასკნელის განმარტებით, ოკუპირებულ რეგიონში, სპეციალისტებთან ერთად, საერთო სურათის შესაბამისი მონაცემებიც არ არსებობს, - წერს ადგილობრივი მედია. „სამკურნალო დაწესებულებების წარმომადგენლებს მივეცით საშინაო დავალება - შეაგროვონ მონაცემები დაავადებების ტიპისა და სიხშირის, რაიონში მოსახლეობის რაოდენობისა და დემოგრაფიული მაჩვენებლების შესახებ და აქედან გამომდინარე შეადგინონ გეგმა თავიანთ სამკურნალო დაწესებულებაში საჭირო საშტატო ერთეულისა და სხვა საჭიროებების შესახებ. ეს საშინაო დავალება ორი კვირის ვადაში უნდა იყოს მზად, უკვე შემდეგ მას ერთობლივად განვიხილავთ და ოპტიმალურ სამოქმედო გეგმას დავსახავთ“, - განაცხადა რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანატოლი გულინმა. მასთან ერთად, ოკუპირებულ რეგიონში რუსი პედიატრებიც ჩავიდნენ და ცხინვალში ბავშვთა საავადმყოფოც დაათვალიერეს, რომელიც ამ დრომდე არ ფუნქციონირებს, რადგან რეგიონში შესაბამისი სპეციალისტები არ ჰყავთ. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დონალდ ტრამპის ყოფილმა მრჩეველმა რუსეთის ვიცე-პრემიერთან შეხვედრა აღიარა
კარტერ პეიჯი, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპის შტაბში მრჩეველის თანამდებ
წაკითხვა
მარია ზახაროვა - თუ კანადელ პარტნიორებს სანქციებით თამაში უყვართ, მაშინ იძულებულები ვართ, საპასუხო ზომები მივიღოთ
სამწუხაროდ, ოფიციალურმა ოტავამ მიღებული ანტირუსული კანონის თანახმად იმოქმედა და რუსეთის მოქალაქეების მიმართ შეზღუდვები დააწესა, - ამის შესა
წაკითხვა
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საბაჟო პუნქტის შესაძლო გახსნის გეგმას თბილისში ეხმაურებიან
ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საბაჟო პუნქტის შესაძლო გახსნის გეგმას ეხმაურებიან თბილისში. საგარეო უწყების წარმომადგენლების განცხადებით, აღნიშნუ
წაკითხვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი შეხვდა
საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტი
წაკითხვა
სკანდალი ოლიმპიურ სამყაროში - რუსეთს სოჭის ოლიმპიადის ოქროსა და ვერცხლის მედლები ჩამოართვეს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კომისიამ, დენის
წაკითხვა
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ კონგრესის მიერ მიღებული სანქციების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ კონგრესის მიერ მიღებული სანქციების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
წაკითხვა
მონტენეგროში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში ბრალდებულმა რუსეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
მონტენეგროში სახელმწი
წაკითხვა
ნატოს გენერალური მდივანი რუსეთთან არსებული უთანხმოების დიალოგის საშუალებით მოგვარების მომხრეა
ნატო რუსეთთან არსებული უთანხმოების დიალოგის საშუალებით მოგვარების მომხრეა და არ სურს ახალი ცი
წაკითხვა
|