| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/182528.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ბეგლარ სიორიძე - მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვინც ჩვენი სიცოცხლის დასაცავად 24 საათიან რეჟიმში შრომობს
გამოქვეყნებულია 2017-10-06 18:05:00
„ქართული ოცნების" ოზურგეთის მერობის კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დღეს მორიგი შეხვედრა სამედიცინო ცენტრ „მედალფას“ მედპერსონალთან გამართა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს მერობის კანდიდატმა საარჩევნო პროგრამა გააცნო და მათ თანადგომა აღუთქვა. „თქვენ ძალიან ბევრი გააკეთეთ ოზურგეთისთვის. ყველა ჩვენთაგანი ხედავს, თუ რა კეთდება ქალაქში. მოვისმინეთ სამომავლო გეგმები და უკვე განხორციელებული პროექტებიდან გამომდინარე, გვჯერა, რომ დაპირებები შესრულდება. მინდა, სამედიცინო საზოგადოების სახელით წარმატებები გისურვოთ“, - მიმართა ბეგლარ სიორიძეს „მედალფას“ ოზურგეთის კლინიკის ხელმძღვანელმა დავით მდინარაძემ. მერობის კანდიდატის თქმით, შეუფასებელია ის შრომა, რომელსაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ეწევიან. „ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ჯანდაცვა იყო, რომელიც წარმატებით დავძლიეთ, თუმცა, ამ სფეროში პროგრესი არასდროს შეჩერდება. თითოეული მათგანის შრომა შეუფასებელია. ამიტომაც, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე, ვინც ჩვენი სიცოცხლის დასაცავად 24 საათიან რეჟიმში შრომობს“, - აღნიშნა შეხვედრის დასასრულს ბეგლარ სიორიძემ. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდა
წაკითხვა
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თბილისში ოზურგეთის თეატრის გასტროლი შედგა - დასი მაყურებელს ხუთ სპექტაკლს წარუდგენს
ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თბილისში
წაკითხვა
პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გამარჯვებული პი
წაკითხვა
ოზურგეთის რაიონის სოფელ ნასაკირალში ხმაური იყო
ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ოზურგეთის რაიონის სოფელ ნასაკირალში. ამის მიზეზი 83 წლის ქალის პროტესტი გახდა. მას გადაადგილების პრობლემა აქვს. გა
წაკითხვა
მკვლელობა ოზურგეთის რაიონში
მკვლელობა ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურში. თვითმხილველების განცხადებით, მიზეზი სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკება გახდა.
წაკითხვა
მკვლელობა ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურში
მკვლელობა ოზურგეთის რაიონის სოფელ მელექედურში - თვითმხილველების განცხადებით, 42 წლის მამაკაცის მკვლელ
წაკითხვა
ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიანთაში მამაკაცი მოკლეს
ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიანთაში მამაკაცი მოკლეს.
წაკითხვა
ოზურგეთის საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
ოზურგეთის საუბნო საარჩევნო კომისიის შენობ
წაკითხვა
|