| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/182630.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 საგარეო უწყება - ლიბიაში დაკავებული მეზღვაურის სოსლან კაკაბაძის სასამართლო ლიბიაში არსებული შეტაკებების გამო ჭიანურდებახათუნა გაგნიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-07 16:26:00
ლიბიაში დაკავებული მეზღვაურის სოსლან კაკაბაძის სასამართლო ლიბიაში არსებული შეტაკებების გამო ჭიანურდება, - ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გრიგოლ მაღრაქველიძემ განუცხადა და განმარტა, რომ ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების მდგომარეობას ოფიციალური თბილისი ინტენსიურად აკონტროლებს. მაღრაქველიძის განმარტებით, 2015 წლის აგვისტოში, მეზღვაურ სოსლან კაკაბაძის სასამართლო იმ მოტივით ჭიანურდება, რომ შეტაკებების გამო, ციხიდან პატიმრის სასამართლოში გადაყვანა საფრთხეს შეიცავს. „საფრთხიდან გამომდინარე, ლიბიური მხარე თავის თავზე ვერ იღებს პატიმრების ტრანსპორტირებას, მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე. სოსლან კაკაბაძის მონახულება რამდენჯერმე მოხდა. უნგრეთის საელჩოს ვთხოვეთ დახმარება და მათი წარმომადგენლები რამდენჯერმე იმყოფებოდნენ სოსლან კაკაბაძესთან. დაკავებულს მიაწოდეს პირველადი მოხმარების ნივთები, მოთხოვნის შესაბამისად და მას ყავს ადვოკატი. ეკიპაჟის წევრებს, მათ შორის კაკაბაძეს ბრალი ედებათ ნავთობის კონტრაბანდაში", - განაცხადა გრიგოლ მაღრაქველიძემ. რაც შეეხება კიდევ სამ ქართველ მეზღვაურს, რომლებიც მიმდინარე წლის აგვისტოში დააკავეს ეკიპაჟის თურქ წევრებთან ერთად, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, სასამართლო მათ შემთხვევაშიც შეტაკებების გამო არ ტარდება. "თურქულ მხარესთან გაიმართა შეხვედრა. ეკიპაჟის დაკავებული 11 წევრიდან 5 თურქეთის მოქალაქე იყო. თურქულ მხარეს მივმართეთ თხოვნით, რომ მოინახულონ ჩვენი მოქალაქეები და გაგვიწიონ დახმარება საკონსულო დაცვის საკითხებში. თურქულმა მხარემ დრო ითხოვა", - განაცხადა გრიგოლ მაღრაქველიძემ. 2015 წელს დაკავებული მეზღვაურის, სოსლან კაკაბაძის ოჯახი დახმარებას ითხოვს და აცხადებს, რომ ლიბიაში დაკავებული მეზღვაური მძიმე საპატიმრო პირობებშია. რაც შეეხება მიმდინარე წელს დაკავებულ მეზღვაურებს, ლიბიაში, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი თურქული გემი 30 აგვისტოს დააკავეს. დაკავებული მეზღვაურებიდან სამი საქართველოს მოქალაქეა. ბრალად მათაც კონტრაბანდული გზით ნავთობის გადაზიდვა ედებათ. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველო გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეფორმირების ჯგუფის თანათავმჯდომარედ წარადგინეს
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის
წაკითხვა
ბენღაზიში, აშშ-ის საკონსულოზე 2012 წელს მომხდარ თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი დააკავეს
ლიბიაში 2012 წელს ბენღაზიში მდებარე აშშ-ის საკონსულოზე განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირში ეჭვმიტანილი მუსტაფა
წაკითხვა
მარია ზახაროვა - რუსეთის მთავრობა Twitter-ის გადაწყვეტილებას აუცილებლად უპასუხებს
რუსეთის მთავრობა
წაკითხვა
საქართველოს საავიაციო ბაზარზე ომანის სასულთნოს ავიაკომპანია Salam Air-ი შემოდის
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს მიერ
წაკითხვა
საქართველოს საგარეო უწყება - ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის იტალიაში ყოფნა უნდა განვიხილოთ, როგორც კერძო პირის პირადი ვიზიტი, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არა აქვს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტროს განცხადებით, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის, ე.წ. საგარეო საქმეთა
მინისტრის იტალიაში
წაკითხვა
ლიბიაში დაკავებულ ქართველ მეზღვაურებს პატიმრობა 30 დღით გაუგრძელდათ
ლიბიაში დაკავებულ ქართველ მეზღვაურებს პატიმრობა 30 დღით გაუგრძელდათ.
წაკითხვა
ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაურების ახლობლების ინფორმაციით, დაკავებულთა სასამართლო მოულოდნელად, რამდენიმე საათის წინ გაიმართა
ლიბიაში დაკავებული სამი ქართველი მეზღვაურ
წაკითხვა
ლიბიაში დაკავებული სამი ქართველი მეზღვაურის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება
ლიბიაში დაკავებული სამი ქართველი მეზღვაურის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება, - ამის შესახებ პირველ არხს
წაკითხვა
|