საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/182680.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

861

სუამ-ის გენერალური მდივანი - დღეს გვექნება პირველი არაფორმალური შეხვედრა, რომელზეც 20-წლიან მუშაობას შევაჯამებთ

ლიკა ალელიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-08 11:21:00

„დღეს გვექნება პირველი არაფორმალური შეხვედრა, რომელზეც შევაჯამებთ ჩვენს 20-წლიან მუშაობას, განვიხილავთ ამ პერიოდში განვლილ მოვლენებს და სამომავლო სტრატეგიაზე ვიმსჯელებთ, - ამის შესახებ სუამ-ის გენერალურმა მდივანმა ალთაი ეფენდიევმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„მთავარი მნიშვნელოვანი საკითხი დღევანდელი შეხვედრისას იქნება, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ სამომავლო თანამშრომლობა. ჩვენ დღეს განვიხილავთ მიმდინარე მოვლენებს, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებსა და ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს“, - განაცხადა სუამ-ის გენერალურმა მდივანმა.

თბილისში დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის დაფუძნების 20 წლისთავი აღინიშნება. სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სპეციალური სხდომა „რედისონში“ მიმდინარეობს. დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს. 

დელეგაციის შემადგენლობაში არიან აზერბაიჯანისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები და მოლდოვას საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრები. 


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი