| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/182724.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ძალოსნობაში ევროპის 2018 წლის ჩემპიონატი მარტის ნაცვლად ანტალიაში შემოდგომაზე ჩატარდებაელენე ბილიხოძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-08 16:32:00
ძალოსნობაში ევროპის 2018 წლის ჩემპიონატი მარტის ნაცვლად ანტალიაში შემოდგომაზე ჩატარდება. ეს გადაწყვეტილება ევროპის ძალოსნობის ფედერაციისა (EWF) და თურქეთის ძალოსნობის ფედერაციების ხელმძღვანელებმა ერთობლივად მიიღეს. თურქეთი იმ ცხრა ქვეყანას (ჩინეთი, რუსეთი, ბელორუსი, თურქეთი, ყაზახეთი, უკრაინა, მოლდოვა, სომხეთი და აზერბაიჯანი) შორის არის, რომელთაც ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) აღმასრულებელი საბჭოს 30 სექტემბრის დადგენილებით, ერთი წლით საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობა აეკრძალათ. WF-მა ერთწლიანი დისკვალიფიკაციით ის ქვეყნები დასაჯა, რომელთა 3 ან მეტი ძალოსანი 2008 და 2012 წლების ოლიმპიურ თამაშებზე აღებული დოპინგ-სინჯების გადამოწმებისას ჩავარდა. ცხადია, „შავ სიაში" მოხვედრილი ქვეყანა (თურქეთი) ევროპის ჩემპიონატს ადრე გამოცხადებულ ვადებში ვერ უმასპინძლებდა და ამიტომაც გადაწყდა თარიღის იმ დრომდე გადაწევა, როცა სანქციის დრო უკვე გასული იქნება. საინტერესოა, როგორი რეაქცია მოჰყვება ევროპელი კოლეგების ამ საკამათო გადაწყვეტილებას საერთაშორისო ფედერაციაში, რომელსაც სათავეში უდგას ტამაშ აიანი. 78 წლის უნგრელი წლეულს, მაისში მეხუთე ვადით აირჩიეს IWF-ის პრეზიდენტად, მისი მთავარი ოპონენტი კი სწორედ ევროპული ფედერაციის ამჟამინდელი პრეზიდენტი, იტალიელი ანტონიო ურსო იყო (სხვათა შორის, ამ ფედერაციაში გენერალური მდივნის პოსტი უკავია თურქ ჰასან აკუსს). ჩამოთვლილი 9 ქვეყნის ძალოსნები (რომელთა შორის 7 ევროპული ქვეყანაა) წვევანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ გამოვლენ, რომელიც 28 ნოემბერს ანაჰაიმში (აშშ) დაიწყება. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი
წაკითხვა
სამართალდამცველების განცხადებით, ჯერ უცნობია, ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელი პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა თუ თავი მოიკლა
ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელის ლ
წაკითხვა
|