| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/182748.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 გიორგი კვირიკაშვილი სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდამაკა არჩევნიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-08 19:01:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის, როგორც თავმჯდომარე ქვეყნისთვის, პატივია სუამ-ის მინისტერიალის მასპინძლობა, რომელიც ორგანიზაციის დაფუძნების 20 წლისთავს ეძღვნება. შეხვედრისას, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა წევრი ქვეყნების მზაობას, გადაიდგას აქტიური ნაბიჯები რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობის, თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების გაძლიერებისთვის. ყურადღება დაეთმო საქართველოს თავმჯდომარეობის მიერ წარდგენილ პრიორიტეტებს და საბჭოზე განხილულ სამომავლო ხედვას, რომელიც მიზნად ისახავს სუამ-ის წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკური კონსოლიდაციის, ეკონომიკური კეთილდღეობის, დარგობრივი თანამშრომლობის გაფართოებისა და ხალხთაშორისი კონტაქტების მიმართულებით. ასევე, ხაზი გაესვა სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის ფარგლებში მიღებული ერთობლივი კომუნიკეს მნიშვნელობას, რომელშიც დადასტურებულია ოთხივე ქვეყნის ერთსულოვნება, გააგრძელონ მჭიდრო და შედეგზე ორიენტირებული საქმიანობა სუამ-ის ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ. შეხვედრაში სუამ-ის გენერალური მდივანი ალტაი ეფენდიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ელმარ მამედიაროვი, მოლდოვას რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრი ანდრეი გალბური, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი, აზერბაიჯანის, მოლდოვასა და უკრაინის ელჩები, ხოლო საქართველოს მხრიდან - ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თედო ჯაფარიძე მონაწილეობდნენ. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი კვირიკაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს.
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სა
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში
წაკითხვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი შეხვდა
საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტი
წაკითხვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმ
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
ჩვენი ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის, დაბალი
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა
საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა, -
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - შოკირებული და დამწუხრებული ვარ, ნიუ-იორკში მომხდარი სასტიკი თავდასხმის გამო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირი
წაკითხვა
|