| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/182820.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 იენს სტოლტენბერგი - NATO რუსეთთან ორმაგი მიდგომით ხელმძღვანელობსლევან ახალაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-09 12:40:00
NATO რუსეთთან ორმაგი მიდგომით ხელმძღვანელობს, ერთის მხრივ აძლიერებს თავდაცვას და მეორე მხრივ ავითარებს დიალოგს. ეს განცხადება ბუქარესტში NATO-ს საპარლამენტო ასამბელის პლენარულ სესიაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა. "ჩვენ შეშფოთებულები ვართ NATO-ს საზღვრებთან რუსეთის სამხედრო აქტივობის ზრდითა და სამხედრო წვრთნების დროს გამჭვირვალობის სიმცირით, ისე როგორც ეს 2017 წელს ხდებოდა“ - განაცხადა სტოლტენბერგმა მისივე თქმით, ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგის თავდაცვის გაძლიერება რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორცილებული ქმედებების და მუქარის საპასუხოდ ხდება. “ეს რეაქცია NATO-ს შიდა და საერთაშორისო ვალდებულებებთან სრულ თანხვედრაშია", - განაცხადა გენერალურმა მდივნმა. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსკოვს შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები. ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ NATO-ს მიზანი რუსეთის იზოლაცია არ არის და ალიანსს ახალი „ცივი ომი“ არ სურს. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
|