| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/182823.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ოპოზიციური პარტიები განცხადებას ავრცელებენანა ბროლაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-09 12:49:00
წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ოპოზიციური პარტიები შეშფოთებას გამოთქვამენ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ შექმნილი არასამართლიანი და დისკრიმინაციული წინასაარჩევნო გარემოს გამო. "საქართველოს ოპოზიციური პარტიები შეშფოთებას გამოვთქვამთ 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ შექმნილი არასამართლიანი და დისკრიმინაციული წინასაარჩევნო გარემოს გამო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს არჩევნების სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარებას. ნიშანდობლივია, რომ პრობლემები თავს იჩენს პრაქტიკულად ყველა მიმართულებით: 1. არათანაბარი მედია-გარემო: 1.1. საზოგადოებრივი მაუწყებლის „მეორე არხი“, რომელიც წლების განმავლობაში ტრადიციულად ეთმობოდა ოპოზიციას, ადგილობრივი არჩევნების წინ დაიხურა და გაუქმდა მის ეთერში მოქმედი ყველა პოლიტიკური გადაცემა; 1.2. თბილისის მერობის კანდიდატებს შორის ერთადერთი დებატები დაგეგმილია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე კანჭისყრამდე 2 დღით ადრე; ასევე, გრძელდება ხელისუფლების შეტევა დამოუკიდებელ ტელეკომპანიებზე: 1.3. პრაქტიკულად უფუნქციოდ დარჩა ტელეკომპანია „მაესტრო“, რომლის ეთერშიც საერთოდ აღარ არსებობს მოქმედი პოლიტიკური გადაცემა და წარსულში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი დამოუკიდებელი ტელეკომპანია, დღეს შერწყმულია სახელისუფლებო მედია-ჰოლდინგს; 1.4. რაც შეეხება ტელეკომპანია „იმედს“, რომლის დასაცავად ქართულმა საზოგადოებამ ავტორიტარულ რეჟიმთან არნახული ბრძოლა გამოიარა, დღეს ქცეული არის მმართველი პარტიის პრესცენტრის დანამატად. არხის სარედაქციო პოლიტიკა, თემებისა და რესპონდენტების შერჩევა - სრულად დამოკიდებულია სახელისუფლებო პარტიის პროპაგანდისტულ ინტერესებზე. კომუნიკაციების ეროვნული სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, ტელეკომპანია „იმედის“ საუკეთესო დროის (Prime Time) 49.61% „ქართულ ოცნებას“ ეთმობა, 19.67% - „ევროპულ საქართველოს“, ხოლო 30.72% - ყველა დანარჩენ სუბიექტს ერთად. 2. არათანაბარი ფინანსური რესურსი: აუდიტის სამსახურის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, აგვისტრო-სექტემბერის განმავლობაში პოლიტიკურმა პარტიებმა შემოწირულობები მიიღეს შემდეგი ოდენობით: 2.1. „ქართული ოცნება“ – 8 589 478 ლარი (91.78%); 2.2. „ევროპული საქართველო“ – 623 403 ლარი (6.66%); 2.3. დანარჩენი ოპოზიციური პარტიები - 146 170 (1.56%). ცალკე საკითხია ხელისუფლების აღურიცხავი ფინანსური რესურსი (ე.წ. „შავი ფული“), რომელიც ბევრად აღემატება აუდიტის სამსახურში რეგისტრირებულ მონაცემებს. მივმართავთ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული ინფორმაცია 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შეფასების საბოლოო დოკუმენტებში", - აღნიშნულია განცხადებაში. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი პოლ მანაფორტის საქმეს ეხმაურება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი პოლ მანაფორტის საქმეს ეხმაურება. დონალდ ტრამპმა რამდენიმე წუთის წინ განცხადება მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით გააკეთა.<
წაკითხვა
შსს - არანაირი წინააღმდეგობა პროკურატურის განცხადებასა და შს მინისტრის მოადგილის დღევანდელ კომენტარს შორის არ არსებობს
არანაირი წინააღმდეგობა პროკურატურის განცხადებასა და შს მინისტრის მოადგილის დღევანდელ კომენტარს შორის არ არსებობს,- ამის შესახებ აღნიშნულია შინაგა
წაკითხვა
ესპანეთის საგარეო უწყება - ესპანეთი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს საქართვლოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს
ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომენტარი გააკეთა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. წარმომადგენლობის ბარსელონაში გახსნის თაობაზე მედი
წაკითხვა
სპორტულ ჟურნალისტთა ჯგუფი გურამ კაშიას მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს
სპორტულ ჟურნალისტთა ჯგუფი საქართველოს ერო
წაკითხვა
თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე შსს განცხადებას ავრცელებს
თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მომხდარ ფაქტზე, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა, შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადე
წაკითხვა
თბილისის საქალაქო სასამართლო - სასამართლო ხელისუფლება მოუწოდებს იურისტებს, კოლეგას მხარდაჭერა მხოლოდ სამართლებრივად მყარი არგუმენტებით გამოუცხადონ
თბილისის საქალაქო სასამართლო ეხმიანება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლების მედიასაშუალებებში გავრცელებულ განცხადებებს, რო
წაკითხვა
ოპოზიციური პარტიების „ლიდერთა საბჭო“ დიპლომატიურ კორპუსს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს წინასაარჩევნო პერიოდის შეფასების ანგარიშს აცნობს
ოპოზიციური პარტიების „ლიდერთა საბჭო“ დიპლ
წაკითხვა
„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატის საგანგებო განცხადება
„ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახი კალაძე საგანგებო განცხადებას აკეთებს. პირდაპირი ჩართვა ბრიფინგიდან.
წაკითხვა
|