საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/182849.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

932

ვიტალი დარასელიას დღეს 60 წელი შეუსრულდებოდა

ელენე ბილიხოძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-09 14:40:00

ლეგენდარულ ვიტალი დარასელიას დღეს 60 წელი შეუსრულდებოდა. 

ვიტალი დარასელია ოჩამჩირეში 1957 წლის 9 ოქტომბერს დაიბადა. 10 წლისა მძლეოსნობის სექტორის წევრი გახდა და სპრინტერობაზე ოცნება დაიწყო. 

ოჩამჩირის ბავშვთა სპორტული სკოლის მწვრთნელის ბონდო კაკუბავას გაცნობის შემდეგ კი ოცნება ოცნებად დარჩა და ფეხბურთი მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა.

მისი პირველი გამარჯვება ოჩამჩირის სკოლების პირველობაზე მიღწეული წარმატება იყო. ცენტრალური თავდამსხმელი ტურნირის ბომბარდირი გახდა, შემდეგ კი ნიჭიერმა ყმაწვილმა ოჩამჩირის "ამირანის" შემადგენლობაში ტყავის ბურთის პრიზი ჯერ აფხაზეთის, შემდეგ კი რესპუბლიკურ პირველობაზე მოიპოვა. 

ნოდარ ახალკაცის უბის წიგნაკში ვიტალი დარასელიას გვარი პირველად 1973 წელს გაჩნდა, როდესაც ოჩამჩირიდან დაბრუნებულმა დავით კვინიკაძემ მეგობარს ნიჭიერი ყმაწვილისა და იმ საოცრებების შესახებ უამბო, რასაც ვიტალი მინდორზე აკეთებდა. 

1974 წლის საფეხბურთო სეზონის ბოლოს მიხეილ იაკუშუნმა და ნოდარ ახალკაცმა გუნდის შევსების მიზნით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ნაკრებ გუნდთა ამხანაგური მატჩი ჩაატარეს, რომლის დასრულების შემდეგაც "დინამოში" თამაშის უფლება ვახტანგ ქორიძემ და გიგლა იმნაძემ მოიპოვეს.

ვიტალიმ "დინამოს" მაისურით პირველი მატჩი 1975 წლის 11 მაისს ჩაატარა და მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე ტრავმირებული ვლადიმერ გუცაევი შეცვალა. პირველი გოლი კი თბილისის "ლოკომოტივის" სტადიონზე 1976 წლის 14 მაისს ლვოვის "კარპატის" კარში გაიტანა. საბჭოთა კავშირის ნაკრების მაისურით ვიტალიმ 22 ოფიციალური შეხვედრა ითამაშა. ევროპულ სარბიელზე ვიტალი დარასელიამ ოთხი გოლი გაიტანა, მათგან ერთმა კი არა მარტო ფეხბურთელის არამედ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრის ცხოვრებაში ბევრი რამ რადიკალურად შეცვალა.

1981 წლის 13 მაისი - "დინამო" თასების მფლობელთა თასის მფლობელი გახდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი მაესტრო ნოდარ ახალკაცს უთქვამს:- "ჩემთვის დასრულდა ეპოქა, რომლის საძირკველი ვიტალი დარასელიას ფენომენი იყოო". 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ტარიელ ხეჩიკაშვილი - ვიტალი დარასელიას 60 წლის საიუბილეო თარიღი თბილისში უახლოეს მომავალში აღინიშნება
ტარიელ ხეჩიკაშვილი - ვიტალი დარასელიას 60 წლის საიუბილეო თარიღი თბილისში უახლოეს მომავალში აღინიშნება
ლეგენდარული ფეხბურთელის ვიტალი დარასელიას საიუბილეო თარიღი თბილისში საზეიმოდ აღინიშნება, - ამის შესახებ განცხადება სპორტისა და ახალგაზრდობის მინი
წაკითხვა
ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ოჩამჩირეში ვიტალი დარასელიას 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად ემზადებიან
ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ოჩამჩირეში ვიტალი დარასელიას 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად ემზადებიან
ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ ოჩამშირეში ქა
წაკითხვა
ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა
ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა
დღეს, დინამოს საფეხბურთო აკადემიაში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტ
წაკითხვა
20-დან 25 აპრილის ჩათვლით, ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება
20-დან 25 აპრილის ჩათვლით, ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდება
20-დან 25 აპრილის ჩათვლით, თბილისში, 
წაკითხვა
34 წელი „დინამო თბილისის“ დიდი გამარჯვებიდან - ექსპოზიცია ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში
34 წელი „დინამო თბილისის“ დიდი გამარჯვებიდან - ექსპოზიცია ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცეში
ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი გამარჯვებდ
წაკითხვა