| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/182956.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ვლადიმერ ვაისი - მივმართავ ევროპულ კლუბებს, დაფიქრდით კანკავაზემერაბ მამულაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-10 02:56:00
სერბეთის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფში მეხუთე ადგილი დაიკავა. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა. „ვულოცავ ჩემს კოლეგას, მუსლინს, სერბ ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლას. დღეს კარგი თამაში იყო, სერბეთში ბევრი გამოცდილი მოთამაშეა, რომელთაგანაც მაინც ტადიჩს გამოვარჩევ, რომელიც თავის პოზიციაზე ევროპის ერთ-ერთი საუკეთესოა. მომწონს მატიჩი, კოლაროვი, ივანოვიჩი, მიტროვიჩი... მიუხედავად იმისა, რომ პირველ ნახევარში სერბები ნერვიულობდნენ და შევძელით რუკავინასა და კოლაროვის ჩაკეტვა, საბოლოოდ, მასპინძლებმა მაინც მოახერხეს „ოქროს გოლის“ გატანა და მიზანს მიაღწიეს. ჩვენ კარგი თამაში ჩავატარეთ, შანსები გვქონდა, მაგრამ ხარისხიანი შეტევა გვჭირდება - გოლი ვერ გავიტანეთ, ასე კი თამაშს ვერავინ მოიგებს“, – ამბობს ვაისი. სლოვაკმა სპეციალისტმა საქართველოს ნაკრების უგუნდოდ დარჩენილ კაპიტანზე, ჯაბა კანკავაზეც ისაუბრა. „წაგების მიუხედავად, არიან მოთამაშეები, რომლებიც ქებას იმსახურებენ. ვინც სერბეთისა და საქართველოს ორივე მატჩი ნახა, შენიშნავდა ჩვენს შვიდ ნომერს, კაპიტან ჯაბა კანკავას. მან ეს თამაშები ევროპულ დონეზე ჩაატარა, ხელმძღვანელობდა გუნდს და ბურთისთვის ბოლომდე იბრძოდა. თუმცა, ის ბოლო ექვსი თვის განმავლობაში უკლუბოდ არის და თამაშებისთვის ინდივიდუალურად ემზადებოდა. მე ვთხოვ ყველა ევროპულ კლუბს და მათ მწვრთნელებს, დაფიქრდნენ კანკავაზე. ის არის ნავარჯიშები, თავისუფალი აგენტი, დიდი ფეხბურთელი, წარმოუდგენლად კარგი პიროვნება და ვერ გამიგია, უგუნდოდ როგორ დარჩა“, - აღნიშნა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა. ვაისი საქართველოს ნაკრებში დარჩენის საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. „ამაზე დღეს ვერაფერს გეტყვით. ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს შევხვდები, დავილაპარაკებთ და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ“, - აღნიშნა მან. შეგახსენებთ, ბელგრადში, სტადიონ „რაიკო მიტიჩზე“ სერბეთმა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 1:0 დაამარცხა და 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური მოიპოვა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„შუქურა“-„ლოკომოტივი“ ანგარიშით 2:2 დასრულდა
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტურში ქობულეთის „შუქურა“ სენსაციასთან ახლოს იყო - გათამაშების
წაკითხვა
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ამხანაგური მატჩებისთვის ბილეთების გაყიდვა დაიწყო
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ნოემბერში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ვლადიმერ ვაისის გუნ
წაკითხვა
ფეხბურთის ფედერაციასთან დაკავებულების სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება
ფეხბურთის ფედერაციასთან დაკავებული შვიდი პირი დიღმის მთავარ სამმართველოში გვიან ღამით გადაიყვანეს.
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა. მან განცხადება
წაკითხვა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს გრიგალავა დაუბრუნდა – ნიღბით თამაში ხელს მიშლის
საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მოემზადება. “ჯვაროსნები” 10 ნოემბერს გორის “თენგი
წაკითხვა
შსს - ფეხბურთის ფედერაციასთან ექვსი პირი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ფეხბურთის ფედერაციასთან მიმდინარე აქციაზე ექვსი პირი დააკავეს - ამის შესახებ პირველ არხს შსს-ში განუცხადეს. უწყებაში განმარტავენ, რომ ექვსი
წაკითხვა
საპროტესტო აქცია ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან - „ქართული მარშის“ წარმომადგენლები ლევან კობიაშვილის გადადგომას მოითხოვენ
ფეხბურთის ფედერაციასთან საპროტესტო აქცია
წაკითხვა
ახალი საკლუბო მუნდიალი - 24 გუნდი 2021 წლის ზაფხულში
თითქმის გადაწყვეტილია, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ფორმატს შეიცვლის. ფიფა ძალიან მალე მიიღებს გადაწყვეტილებას, გააფართოვოს ეს ტურნირი 24 გუნდამდე, - ამის შესახებ სააგენტო AP წერს.
წაკითხვა
|