| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/182989.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 იუსტიციის უმაღლესი საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრება მიმდინარეობსხატია ჯამალაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-10 12:02:00
იუსტიციის უმაღლესი საბჭოში უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრება მიმდინარეობს. გასაუბრების მეორე ეტაპზე, საბჭო 13 კანდიდატს გაესაუბრება. კანდიდატთა ჩამონათვალშია, საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, ვასილ მშვენიერაძე. კანდიდატების ჩამონათვალი ასეთია: კალიჩენკო ლელა, გოგიჩაშვილი გიორგი, ეცადაშვილი თინათინ, ჭედია მაკა, ბურჯანაძე თამარი, სვიანაძე მაია, კახიძე როინ, ნიკაჭაძე მანანა, მშვენიერაძე ვასილ, სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი თეა, თოთოსაშვილი გოგიტა, ფხაკაძე მამია, სულხანიშვილი მაია. შეფასების კრიტერიუმებზე საუბრისას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი მთავარი მოსამართლის დამოუკიდებლობის ხარისხი და მისი წარსული საქმიანობაა. “ჩვენ გვაქვს საშუალება, გავეცნოთ მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, რაზეც ჩვენ უკვე გვაქვს დასკვნა და გვაქვს ამის შესახებ ინფორმაცია. ბუნებრივია მათი წარსული საქმიანობა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ჩემთვის პირადად, როგორც ერთი წევრისთვის, ძალიან არსებითია, თუ რა ღირებულების მატარებელია მოსამართლე. არის ის თუ არა ერთგული, რაც სჭირდება მოსამართლეს. ეს საკითხი მნიშვნელოვანია, ჩემთვის, რადგან სამომავლოდ მივიღო გადაწყვეტილება, მისი უვადოობის შესახებ", განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა. გასაუბრების პირველი ეტაპი 9 ოქტომბერს ჩატარდა და საბჭო 14 კანდიდატს გაესაუბრა. სულ უვადოდ გამწესების მასურველი 38 კანდიდატია. კენჭისყრა, მას შემდეგ გაიმართება, რაც საბჭო ყველა კანდიდატს შეხვდება. შედეგები, სავარაუდოდ, დაახლოებით ორ კვირაში გაცდება ცნობილი. მოსამართლეს, თანამდებობაზე უვადოდ გასამწესევლად, საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ია საჭირო. უვადოდ გასამწესებლად მოსამართლეს განაცხადის შეტანა იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ მას სულ მცირე სამწლიანი გამოცდილება აქვს და მუშაობდა სამწლიანი გამოსაცდელი ვადით. კანდიდატმა, სასურველი შედეგის მისაღებად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება უნდა გაიაროს, რომელიც მოსამართლის მიერ განხილული ხუთი საქმის შეფასებასაც გულისხმობს. უვადოდ გამწესების მსურველ კანდიდატებთან, გასაუბრება იუსტიციის საბჭოში 9 ოქტომბერს დაიწყო და ხვალ დასრულდება. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო გასვლით სხდომას ბორჯომში გამართავს
30 ოქტომბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭო გას
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა
დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევად დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონკურსი გამოაცხადა, - ეს განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმ
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხს განიხილავენ. მათ შორის ერთ-ერთი დამო
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 34 უვადო მოსამართლე აირჩია - რა გახდა ნინო გვენატაძის პროტესტის მიზეზი
ხმაურიანი სხდომის შემდეგ იუსტიციის უმაღლე
წაკითხვა
თამარ ალანია უვადო მოსამართლე გახდა
თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სამოქალაქო საქმეთა პალატაში, გვანცა ყუფარაძის განმხილველი მ
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შერჩევას იწყებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. მსურველებს განაცხადების შეტანა 23 ოქტ
წაკითხვა
უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრება დღეს დასრულდება
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს, 11:00 საათიდან უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუ
წაკითხვა
|