| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/183127.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ეკა ბესელია - დარწმუნებული ვარ, რომ ლადო ჭანტურია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს ღირსეული წარმომადგენელი იქნებაქეთევან ქარდავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-10 20:30:00
ლადო ჭანტურიას მიმართ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსის არც ერთ ეტაპზე კითხვები არ ყოფილა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ სტრასბურგში პირველ არხს განუცხადა. ბესელია დარწმუნებულია, რომ ლადო ჭანტურია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოს ღირსეული წარმომადგენელი იქნება. „მე ბედნიერი ვარ, რომ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ ლადო ჭანტურია აირჩიეს. დარწმუნებული ვარ, რომ ლადო ჭანტურია საქართველოს ღირსეული წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ლადოს გამარჯვების საწინდარი მისი გამოცდილება იყო. ლადო ჭანტურიას სამეცნიერო სფეროში ადამიანის უფლებების კუთხით საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს. გარდა ამისა, ლადო ჭანტურიას გამარჯვების საწინდარი იყო მისი აპოლიტიკურობა. ის არც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებასთან არ ყოფილა აფილირებული. სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კონკურსის არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა კითხვები ლადოს კანდიდატურის მიმართ“, - განუცხადა პირველ არხს ეკა ბესელიამ. ლადო ჭანტურია სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე იქნება. ამის შესახებ „მოამბის“ ჟურნალისტი სტრასბურგიდან იუწყება. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე (PACE) საქართველოდან წარდგენილ სტრასბურგის მოსამართლეობის სამ კანდიდატს კენჭი რამდენიმე წუთის წინ უყარეს. ლადო ჭანტურიას მხარი საპარლამენტო ასამბლეის წევრთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა. „მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, ლადო ჭანტურიამ 120 ხმა მიიღო, ლალი ფაფიაშვილმა - 54, ხოლო ოთარ სიჭინავამ - 5. კენჭისყრის შედეგები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ გამოაცხადა. ლადო ჭანტურიამ სტრასბურგის მოსამართლის თანამდებობაზე ნონა წოწორია შეცვალა. ის სტრასბურგის სასამართლოში მუშაობას 2018 წლის იანვრიდან, ფიცის დადების შემდეგ შეუდგება. ამასთან, 4 ოქტომბერს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომა გაიმართა, სადაც წარდგენილი კანდიდატებიდან კომიტეტმა ლადო ჭანტურიას გაუწია რეკომენდაცია. ლადო ჭანტურიასთან ერთად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობისთვის საქართველოდან წარდგენილნი იყვნენ ლალი ფაფიაშვილი და ოთარ სიჭინავა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების სარჩელი არ დააკმაყოფილა
პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება უკვე ცნობილია ოპოზიციური პარტიების სარჩელზე.
წაკითხვა
საქალაქო სასამართლო ლელა ქიტესაშვილის სარჩელს განიხილავს
ამ წუთებში საქალაქო სასამართლო ლელა ქიტესაშვილის სარჩელს განიხილავს. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი თიანეთში ხმების ხელახლა გადათვლას ი
წაკითხვა
„ქართული მარშის“ საპროტესო აქციაზე ოთხი პირი დააკავეს
ოთხი პირი დააკავეს სამართალდამცავებმა ქართული მარშის საპროტესო აქციაზე.
წაკითხვა
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ცესკო-ს წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა
"ნაციონალურმა მოძრაობამ"
წაკითხვა
საქალაქო სასამართლომ ოპოზიციის საერთო სარჩელი არ დააკმაყოფილა - პარტიები სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ
საქალაქო სასამართლომ ოპოზიცი
წაკითხვა
საქალაქო სასამართლომ ხმების გადათვლის შესახებ ათი ოპოზიციური პარტიის სარჩელი არ დააკმაყოფილა
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილ
წაკითხვა
ბერძენი სასულიერო პირის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
ბერძენი სასულიერო პირის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე საბერძნეთის ქალაქ კალამატას სასამართლომ გაამართლა. ამის შესახებ ინფორმა
წაკითხვა
ე.წ. კანიბალიზმის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის
წაკითხვა
|