| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/183148.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 პრემიერი - მივესალმები ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, დამერწმუნეთ, ბევრ ნაბიჯს ვდგამთ, რომელიც ჯერ კიდევ შეიძლება არ იყოს ყველასთვის საჯარო, რათა პრობლემა საბოლოოდ გადაწყდეს
გამოქვეყნებულია 2017-10-10 22:03:00
ჩვენ ძალიან ბევრ ნაბიჯს ვდგამთ, რომელიც ჯერ კიდევ შეიძლება არ იყოს ყველასთვის საჯარო, იმისათვის რომ ეს პრობლემა საბოლოოდ გადაწყდეს - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცხეთაში შეკრებილ დევნილებს, სადაც მცხეთა-მთიანეთის რეგიონში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები წარადგინა. პრემიერის თქმით, მცხეთაში 120 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით კორპუსების მშენებლობა დაიწყო. „მცხეთაში 120 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების კორპუსების მშენებლობა დაიწყო. ეს პროექტი, მომავალი წლის სექტემბრამდე დასრულდება და ამით მცხეთაში, დევნილთა განსახლების პრობლემა მნიშვნელოვნად გადაიჭრება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ჩვენს დევნილებს მისცემს ღირსეულ პირობებში ცხოვრების შესაძლებლობას. აქვე მინდა მივესალმო ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებიან სხვადასხვა დასახლებებიდან. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს არის უდიდესი ტკივილი, მაგრამ დამერწმუნეთ, ჩვენ ძალიან ბევრ ნაბიჯს ვდგამთ, რომელიც ჯერ კიდევ შეიძლება არ იყოს ყველასთვის საჯარო, რათა ეს პრობლემა საბოლოოდ გადაწყდეს. ჩვენ ჩვენი ქვეყანა უნდა გავაერთიანოთ, უნდა გავაერთიანოთ სიყვარულით, ეკონომიკური განვითარებით და ასევე, ეფექტური საგარეო პოლიტიკით ჩვენი მეგობრების დახმარებით; მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები, მათი გულები, ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა და მე ერთი წამით, იოტისოდენა ეჭვიც კი არ მეპარება, რომ ჩვენ ამას აუცილებლად განვახორციელებთ და განვახორციელებთ ყველა თქვენგანთან ერთად, რა თქმა უნდა, ღმერთის შეწევნით“, - განაცხადა პრემიერმა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ლიბანის პრემიერ-მინისტრი გადადგა
ლიბანის პრემიერ-მინისტრი საად ჰარირი გადადგა. საგანგებო ტელემიმართვისას, ჰარირიმ განაცხადა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.&l
წაკითხვა
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხვდება
მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგით გათვალისწინებულია 21 საკითხის განხილვა.
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
ჩვენი ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის, დაბალი
წაკითხვა
„პატრიოტთა ალიანსი“ პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს
პატრიოტთა ალიანსის აქციები გრძელდება. ოპოზიციური პარტია პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვს
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი დღეს აზერბაიჯანში ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას
წაკითხვა
ავსტრალიის ვიცე-პრემიერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ავსტრალიის უმაღლესი სასამართლოს დადგენილებით, ქვეყნის პარლამენტმა ვიცე-პრემიერი და სამი სენატ
წაკითხვა
მზრუნველობამოკლებული, სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვების ნაკრები მოსკოვში მიემგზავრება
SOS ბავშვთა სოფლის აღსაზრდელები ხვალ მოსკოვის საერთაშორისო ფესტივალზე სათამაშოდ მიემგზავრებიან. SOS ბავშვთა სოფლის საფეხბურთო გუნდი სპეციალ
წაკითხვა
მთავრობის წევრებმა თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთეს
პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე -თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი გააკეთეს ხელისუფლების პირველმა პირებმა
წაკითხვა
|