| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/183149.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 გიორგი კვირიკაშვილი - ქედს ვიხრი ყველა ადამიანის წინაშე, რომელიც უძლებს დღევანდელ დღეს და რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენთან ერთად აშენებს კიდევ უფრო გაბრწყინებულ საქართველოს
გამოქვეყნებულია 2017-10-10 22:07:00
როდესაც მე წარმატებებზე და ჩვენს უმნიშვნელოვანეს გეგმებზე ვსაუბრობ, ერთი წუთით არ მტოვებს ძალიან მძაფრი შეგრძნება იმ გაჭირვებისა, რომელიც დღეს კიდევ არსებობს ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ამის მიუხედავად, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თითოეული ნაბიჯი ადამიანების პატივისცემასა და სიყვარულს ეფუძნება. „დარწმუნებული ვარ, აქ მდგომი ადამიანებიდან ძალიან ბევრს არ აქვს დალხინებული ცხოვრება, მაგრამ დამერწმუნეთ, არ არსებობს ალტერნატივა იმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ეს შეიძლება ძალიან ხმამაღალი ნათქვამი იყოს, მაგრამ ეს არის გააზრებული გზა, რომელსაც ჩვენ, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ჩვენი ხალხის მხარდაჭერით ვადგავართ. ეს არის სტაბილურობის გზა, რომელიც ემყარება თითოეული ადამიანის ღირსებას, პატივისცემას და სიყვარულს. როგორ შეიძლება ჩვენ არ დავინახოთ და არ დავაფასოთ ეს ყველაფერი. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვართ ახლოს იმ წარმატებასთან, რომელსაც თქვენთან ერთად ვაშენებთ, მაგრამ ნაბიჯები, რომლებსაც ვდგამთ, უკვე გადავდგით და მომავალში გვაქვს დაგეგმილი, აშენებს იმ საფუძველს, რომელსაც დაემყარება ძლიერი, ერთიანი, სიყვარულზე დაფუძნებული ქვეყანა, რომელსაც ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველო ჰქვია. მე ამის თქვენთან ერთად მჯერა, მჯერა თითოეული წვეთით იმ სისხლისა, რომელიც ჩემს ძარღვებშია. დარწმუნებული ვარ, ყველა თქვენგანს სწორედ ასეთი სიყვარული აქვს ძარღვებში, სწორედ ასე უჩქეფს გული, რომ ჩვენ, ერთად ავაშენოთ ის ღირსეული ქვეყანა, რომლის ღირსებიც ჩვენი წინაპრები არიან, რომლის ღირსებიც ჩვენ ვართ და ჩვენი მომავალი თაობაა. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ყველა ადამიანის წინაშე, რომელიც უძლებს დღევანდელ დღეს და რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ, ჩვენთან ერთად აშენებს კიდევ უფრო გაბრწყინებულ საქართველოს. დარწმუნებული ვარ, საქართველოში სიკეთე ერთხელ და სამუდამოდ გაიმარჯვებს ბოროტებაზე“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ლიბანის პრემიერ-მინისტრი გადადგა
ლიბანის პრემიერ-მინისტრი საად ჰარირი გადადგა. საგანგებო ტელემიმართვისას, ჰარირიმ განაცხადა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.&l
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართველ დიპლომატებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს.
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე - „შთამბეჭდავი ნაბიჯები გადაიდგა“
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი სა
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული
მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში
წაკითხვა
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერი მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხვდება
მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა მიმდინარეობს. დღის წესრიგით გათვალისწინებულია 21 საკითხის განხილვა.
წაკითხვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმ
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო იქცა საინვესტიციო შესაძლებლობების ახალ რეგიონულ ლიდერად
ჩვენი ლიბერალური სავაჭრო რეჟიმის, დაბალი
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა
საქართველო, ისევე როგორც ესტონეთი, პატარა, მაგრამ სიცოცხლით სავსე ქვეყანაა, -
წაკითხვა
|