საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/183307.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

654

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მერაბ ბერიძე აირჩიეს

ეთა მამალაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-11 16:43:00


სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად მერაბ ბერიძე აირჩიეს.

აკადემიური საბჭოს ექვსმა წევრმა მერაბ ბერიძე ხუთი ხმით აირჩია. კანდიდატები იყვნენ მერაბ ბერიძე, თინათინ გელაშვილი და რომან გოგოლაური. 

ერთ-ერთი კანდიდატი თამარ გელაშვილი შედეგების გასაჩივრებას ერთი თვის განმავლობაში აპირებს. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აკადემიური საბჭოს შემადგენლობა არალეგიტიმურად მიაჩნია. 

მერაბ ბერიძე კი აცხადებს, რომ ის მოელოდა აღნიშნულ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება თამარ გელაშვილის საჩივარს, „მისი პრეროგატივაა, გაასაჩივრებს თუ არა“. 

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ექვსი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს რექტორის არჩევნების ჩატარება.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მედიისთვის დახურული იყო. 

შეგახსენებთ, მერაბ ბერიძეს, რომელიც 2012 წლიდან სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იყო, ვადა 2017 წლის ივლისში ამოეწურა, 3 ივლისს არჩევნები ჩატარდა, თუმცა გამარჯვებული კანდიდატი ვერ გამოვლინდა.

კენჭს მხოლოდ ორი კანდიდატი იყრიდა, მოქმედი რექტორი მერაბ ბერიძე და ყოფილი რექტორი თინა გელაშვილი. აკადემიური საბჭოს წევრებიდან საკმარისი ოთხი ხმა ვერც ერთმა მათგანმა ვერ დააგროვა, არჩევნები კი ჩაშლილად გამოცხადდა. 



ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი