| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/183335.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ორმაგი ვარსკვლავის სისტემაში ნეპტუნის ზომის პლანეტა აღმოაჩინესმიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-11 18:51:00
NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის გამოყენებით, ჰიადების ღია ვარსკვლავთგროვაში, ასტრონომებმა ბინარულ ვარსკვლავურ სისტემაში მდებარე ნეპტუნის ზომის პლანეტა აღმოაჩინეს. ახლად აღმოჩენილ ეგზოპლანეტას K2-nnnA b უწოდეს და ამ დროისათვის, ჩვენთვის ცნობილი ნეპტუნის ზომის პირველი პლანეტაა ღია ვარსკვლავთგროვის ბინარულ ვარსკვლავთან. აღმოჩენის შესახებ 29 სექტმებერს arXiv.org-ზე გამოქვეყნდა. პლანეტა K2-nnnA b ტელესკოპმა პირველად 2017 წლის 8 მარტი - 27 მაისის შუალედში ჩატარებული კვლევებისას აღმოაჩინა. ამ კამპანიის დროს, ასტრონომთა ჯგუფი კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრის, დევიდ სიარდის ხელმძღვანელობით, ბინარულ სისტემა EPIC 247589423-ს აკვირდებოდა, რომელიც შედგება K-ტიპის ჯუჯა ვარსკვლავისა და გვიანდელი M-ტიპის ჯუჯა კომპანიონისგან. შედეგად, ბინარის შუქში მათ ტრანზიტის სიგნალი გამოავლინეს (პლანეტის ჩავლა თავის ვარსკვლავსა და დედამიწას შორის). კალიფორნიის პალომარის ობსერვატორიის, NASA-ს ინფრაწითელი ტელესკოპისა (IRTF) და ჰავაის კეკის ტელესკოპის გამოყენებით ჩატარებულმა შემდგომმა დაკვირვებებმა სიგნალის პლანეტური ბუნება დაადასტურა. „შევასრულეთ დაკვირვებათა მთელი სერია, რაც ასევე მოიცავდა მაღალი რეზოლუციის ვიზუალიზაციასა და სპექტროგრაფიას“, — წერია დოკუმენტში. კვლევის მიხედვით, პლანეტა K2-nnnA b დედამიწაზე სამჯერ დიდია და თავის დედავარსკვლავს გარს უვლის ყოველ 17,3 დღეში ერთხელ. ეს ვარსკვლავი K-ტიპის სპექტრული კლასის კაშკაშა ვარსკვლავია, სახელწოდებით K2-nnnA; არის ჩვენს მზეზე 30%-ით პატარა და გაცილებით ნაკლებმასიური. პლანეტური სისტემა მდებარეობს ჩვენგან 180 სინათლის წლის მანძილზე, ჰიადების ღია გროვაში, რომელიც მზესთან უახლოესი ვარსკვლავთგროვაა. გარდა ახალი პლანეტისა, სიარდის ჯგუფმა ასევე იპოვა დედავარსკვლავის კომპანიონი ვარსკვლავი, რომელსაც K2-nnnB უწოდეს. როგორც დაკვირვებებმა აჩვენა, ეს უკანასკნელი გახლავთ M-ტიპის ჯუჯა, რომელიც ძირითად ვარსკვლავს 40 ასტრონომიული ერთეულითაა დაშორებული (1 ასტრონომიული ერთეული = მანძილს მზიდან დედამიწამდე). ახლად აღმოჩენილი პლანეტა ნეპტუნის ზომის ჩვენთვის ცნობილ პირველი ეგზოპლანეტაა ღია ვარსკვლავთგროვის ბინარულო ვარსკვლავთან. მკვლევრები ასევე შენიშნავენ, რომ K2-nnnA b ჰიადების გროვაში აღმოჩენილი მეოთხე ეგზოპლანეტაა. დასკვნით შენიშნვნაში, ასტრონომები ხაზს უსვამენ აღმოჩენის მნიშვნელობას და აღნიშნავენ, რომ ვარსკვლავთგროვებში ნაპოვნმა ახალმა პლანეტებმა უნდა უზრუნველგვყოს მნიშვნელოვანი ცნობებით პლანეტური სისტემების წარმოქმნისა და ევოლუციის შესახებ. „პლანეტების აღმოჩენითა და კვლევით იმ გროვებში, რომლებშიც თავმოყრილია ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ასაკის მქონე ვარსკვლავები, ჩვენ შეიძლება დავიწყოთ იმის გარკვევა, თუ როგორ და დროის რა მასშტაბებში წარმოიქმნებიან და ვითარდებიან პლანეტური სისტემები“, — წერენ ასტრონომები კვლევაში. მომზადებულია Phys.org-ის მიხედვით ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ღამის ცის ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის - რეგულის საიდუმლო ამოხსნილია
პირველად ისტორიაში, ასტრონომები დააკვირდნენ საკუთარი ღერძის გარშემო სწრაფად მოძრავ ვარსკვლავს
წაკითხვა
ასტრონომები იდუმალებით მოცულ ვარსკვლავთგროვათა კომპლექს იკვლევენ
ასტრონომები იდუმალებით მოცულ ვარსკვლავთგრ
წაკითხვა
ჰაბლმა ჰიპერგიგანტი ვარსკვლავის სახლი გადაიღო
ჰაბლის ამ ულამაზეს ფოტოზე ასახულია ახალგა
წაკითხვა
აღმოჩენა, რომელმაც შესაძლოა ვარსკვლავების კვლევა ძირფესვიანად შეცვალოს
ძველ ვარსკვლავთგროვებში ახალგაზრდა ვარსკვ
წაკითხვა
|