საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/183471.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

1379

შსს - სახალხო დამცველს არც ერთხელ არ დაუცავს პოლიციელთა უფლებები და არასოდეს გამოუთქვამს პროტესტი პოლიციის მიმართ გამოხატულ ძალადობასა თუ ცილისწამებაზე

რეზი ხუციშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-12 17:14:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს სახალხო დამცველის განცხადებებთან დაკავშირებით, საპასუხო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

„გვსურს, გამოვეხმაუროთ სახალხო დამცველის მხრიდან ბოლო პერიოდში საქართველოს პოლიციის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას.

შსს-მ უკვე გაავრცელა განცხადება თბილისის საკრებულოს მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შესაბამისი სამართლებრივი განმარტებით, რომელიც პოლიციის ქმედების კანონიერებას ადასტურებდა.

აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს შსს-ს სისტემაში, დაკავებულ პირებთან ურთიერთობის, მათი მონახულების პრობლემა არასდროს შექმნიათ, მათ შორის, არც მოცემულ შემთხვევაში. აქციიდან პოლიციის განყოფილებებში გადაყვანილი, დაკავებული პირების მონახულების საშუალება, სახალხო დამცველის წარმომადგენლებს, ობიექტური გარემოებების გათვალისწინებით, პირველივე ფიზიკური შესაძლებლობის შექმნისთანავე მიეცათ.

ამდენად, გაკვირვებას გამოვთქვამთ სახალხო დამცველის მხრიდან აღნიშნული ფაქტის არასწორი ინტერპრეტაციის გამო.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ პოლიცია მოქმედებს კანონის ფარგლებში, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით.

შს სამინისტრო დიდ პატივს სცემს სახალხო დამცველის ინსტიტუტს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყანაში უკლებლივ ყველა მოქალაქის უფლებების დაცვა, მიუხედავად მისი პროფესიისა თუ სხვა სახის კუთვნილებისა. ამდენად, გამოვხატავთ შეშფოთებას, ვინაიდან სახალხო დამცველის მიერ პერიოდულად გაჟღერებული, დაუსაბუთებელი ბრალდებები ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სამართალდამცავი ორგანოს - შსს-ს მიმართ, რამაც ერთგვარი ტენდენციის სახე მიიღო, მიზნად ისახავს არა მხოლოდ ამ უწყების დისკრედიტირებას, არამედ ჩრდილს აყენებს თავად სახალხო დამცველის ინსტიტუტს.

სახალხო დამცველს მართებს, მიუკერძოებლად შეასრულოს კონსტიტუციური ორგანოს უმნიშვნელოვანესი ფუნქციები. მას, როგორც ომბუდსმენთა საერთაშორისო გლობალური გაერთიანების წევრს, ჯეროვნად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული ომბუდსმენის ინსტიტუტსა და სახელმწიფო ორგანოებს შორის ურთიერთობების საუკეთესო პრაქტიკის მნიშვნელობა და მოქმედებდეს ობიექტურად, კრიტიკული დამკვირვებლის პოზიციიდან, მიმართავდეს ყველა ძალისხმევას, რათა მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებების დაცვა მაღალი სტანდარტებით. ამ მიზნის მიღწევა კი შეუძლებელია დაუსაბუთებელი ბრალდებებით, ერთპიროვნული შეფასებებით, საზოგადოების შეგნებულად შეცდომაში შეყვანითა და სახალხო დამცველის ინსტიტუტის თვითდისკრედიტაციით.

აქვე, შევნიშნავთ იმასაც, რომ სახალხო დამცველის მხრიდან პოლიციის სისტემაში დაკავებულთა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტების ზრდაზე საუბარი არის ყოვლად დაუსაბუთებელი, ზედაპირული და არ ასახავს ობიექტურ ჭეშმარიტებას. როდესაც სახალხო დამცველი პოლიციას ადანაშაულებს სისასტიკესა და ძალის გადამეტებაში, მხოლოდ მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირის მონათხრობის საფუძველზე, მით უფრო, იმ დროს, როცა აღნიშნული პირი მისი მეუღლის ნათესავი და მის ოჯახთან დაახლოებულია, იყენებს სახალხო დამცველის მანდატს ყაჩაღობაში ბრალდებული ნათესავის გასამართლებლად, ვფიქრობთ, დასკვნები თავად საზოგადოებამ უნდა გააკეთოს.

სახალხო დამცველს არც ერთხელ არ დაუცავს თავად პოლიციელთა უფლებები და არასოდეს გამოუთქვამს პროტესტი ამა თუ იმ დანაშაულში ბრალდებულ პირთა მხრიდან პოლიციის მიმართ გამოხატულ ძალადობასა თუ ცილისწამებაზე. ამასთან, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, უდანაშაულობის პრეზუმფცია ქვეყნის ყველა მოქალაქეზე, მათ შორის, პოლიციელებზეც ვრცელდება. არაერთგზის აღვნიშნეთ, რომ ამგვარი, სახალხო დამცველის ინსტიტუტისათვის შეუფერებელი მიდგომები, საფრთხეს უქმნის თავად საზოგადოების უსაფრთხოებას და ქმნის წინაპირობას დანაშაულის წახალისებისთვის.

გვსურს, ხაზგასმით განვაცხადოთ, რომ ნებისმიერი გადაცდომის გამოვლენა და მასზე ადეკვატური რეაგირება უწინარესად სწორედ შსს-ს ინტერესს წარმოადგენს. ამ მიმართულებით ეფექტურად მუშაობს შსს-ს გენერალური ინსპექცია, რომელიც არც ერთ შეტყობინებას რეაგირების გარეშე არ ტოვებს. ამაზე მიუთითებს შესაბამისი სტატისტიკა, რომელიც ღია და საჯაროა ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. აღნიშნული სტატისტიკა, თავის მხრივ, ცხადყოფს უწყების მიდგომებს ნებისმიერი სახის გადაცდომის მიმართ.

შს სამინისტრო არასდროს გაურბის ობიექტურ კრიტიკას და მოწოდებულია ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან, განსაკუთრებით, სახალხო დამცველის ოფისთან კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ, დასავლური სტანდარტების, ადამიანის უფლებების დაცვაზე მაქსიმალურად ორიენტირებული გარემოს უზრუნველყოფის მიზნით“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ბექა ხახუბიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს
ბექა ხახუბიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს
ბექა
წაკითხვა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის
წაკითხვა
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩე
წაკითხვა
დაკავება აღმაშენებლის ხეივანში - შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
დაკავება აღმაშენებლის ხეივანში - შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპ
წაკითხვა
შსს-ს ინფორმაციით, უკონტაქტო პატრულმა ყველაზე მეტი მძღოლი დგომა-გაჩერების წესების დარღვევის გამო დააჯარიმა
შსს-ს ინფორმაციით, უკონტაქტო პატრულმა ყველაზე მეტი მძღოლი დგომა-გაჩერების წესების დარღვევის გამო დააჯარიმა
ამოქმედებიდან დაახლოებით ორ თვენახევრის გ
წაკითხვა
ახალციხეში მამაკაცს, ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების მუქარით, 5 000 აშშ დოლარს სძალავდნენ
ახალციხეში მამაკაცს, ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების მუქარით, 5 000 აშშ დოლარს სძალავდნენ
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამე
წაკითხვა
ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შსს ინფორმაციას ავრცელებს
ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის ამოქმედებასთან დაკავშირებით, შსს ინფორმაციას ავრცელებს
2017 წლის 1-ლი ნოემბრიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ძალაში შევიდა. ასევე, ამოქმედდა ე.წ. ჭკვიანი კამერები, რომელთა საშუალებით
წაკითხვა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში ერთი პირი დააკავეს
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, სარფში ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველ
წაკითხვა