| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/183512.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი შეცვალაქეთევან ბერაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-12 19:50:00
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც იმავდროულად დე ფაქტო ვიცე-პრემიერი იყო, „თანამდებობიდან გადააყენა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ინტერნეტ გამოცემა „აფსნი რუ“ ავრცელებს. რაულ ხაჯიმბამ ე.წ. პოსტიდან ასლან კობახიას გათავისუფლების და აღნიშნულ „თანამდებობაზე“ გარი არშბას დანიშვნის შესახებ ე.წ. ბრძანებას ხელი დღეს მოაწერა და დე ფაქტო უწყების წარმომადგენლებს თავად წარუდგინა. „უკვე აუცილებელია, დავიწყოთ მუშაობა სხვაგვარად. შსს-მ უნდა გაამკაცროს ბრძოლა კრიმინალთან. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი მინისტრი სწორედ ამ მიმართულებით იმუშავებს. მან კარგად იცის ეს სფერო. აუცილებელია, რომ ქვეყანაში წესრიგი დამყარდეს“, - განაცხადა ხაჯიმბამ. გარი არშბა ოკუპირებული ტყვარჩელიდანაა, თუმცა 1999 -2008 წლებში რუსეთის ფედერაციის ძალოვან უწყებაში მუშაობდა. 2008 -2012 წლებში არშბა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შსს-ს სისხლის სამართლის საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელად და სოხუმის ე.წ. შინაგან საქმეთა განყოფილებაში, 2013-2017 წლებში კი რუსეთის შსს-ს მთავარ სამმართველოში, ჩრდილოკავკასიის ფედერალურ ოლქში მუშაობდა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ოკუპირებულ აფხაზეთში თოვლმა და წვიმებმა პრობლემები შექმნა
ოკუპირებულ აფხაზეთში თოვლი მოვიდა. როგორც ადგილობრივი პრესა წერს, პირველმა თოვლმა და გადაუღებელმა წვიმებმა პრობლემები შექმნა რიწის ტბის ეროვნულ პ
წაკითხვა
ადგილობრივი მედია - ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში 600 ათასი ტონა ინერტული მასალა შევა
ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთის ბაზარზე 600 ათასი ტონა ინერტული მასალა შევა. ამის შესახებ ოკუ
წაკითხვა
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში შობადობა მცირდება
ოკუპირებულ აფხაზეთში შობადობის მაჩვენებელი მცირდება. 2017 წლის 9 თვის მონაცემებით, რეგიონში 1
წაკითხვა
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული წვრთნები მიმდინარეობს
რუსული წვრთნები ოკუპირებულ აფხაზეთში. <
წაკითხვა
გია ვოლსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის წვრთნებზე - საჭიროა მოლაპარაკებები, საერთაშორისო მხარის კონცენტრაცია და მოთმინება
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული წვრთნების მიმდინარეობას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ წვრთნების ჩატარებ
წაკითხვა
ოკუპირებულ აფხაზეთში, წებელდას ე.წ. პოლიგონზე სამხედრო წვრთნები ტარდება
ოკუპირებულ აფხაზეთში,
წაკითხვა
ოკუპირებული აფხაზეთის მედია - ევროპარლამენტი რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკითხით დაინტერესდა
იუნესკოსთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. კეთილი ნების ელჩთა მიმართვას ევროპარლამენტიდან რეაგი
წაკითხვა
ოკუპირებულ აფხაზეთში დაუდგენელი პირები პალმებს წვავენ
ოკუპირებულ აფხაზეთში, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში დაუდგენელი პირები პალმებს ანადგურებე
წაკითხვა
|