| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/183595.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული დიზაინის შესარჩევ კონკურსში „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა გაიმარჯვა
გამოქვეყნებულია 2017-10-13 12:31:00
პირველი არხის ახალი შენობის არქიტექტურული პროექტის შესარჩევად ხმის მიცემა დასრულდა. ყველაზე მეტი - 14227 ხმა შპს „თბილქალაქპროექტის“ პროექტმა მიიღო. შპს BWC-ის პროექტმა - 7727 ხმა, ხოლო შპს „არტსტუდიო-პროექტმა“ - 11127. გამარჯვებული პროექტი ოთხი ძირითადი კრიტერიუმის მიხედვით შეირჩა: ფუნქციური მხარე, პრეტენდენტის გამოცდილება, პერსონალის გამოცდილება და მიწოდების ვადა. მეხუთე კრიტერიუმი – შენობის დიზაინია, რომელიც საზოგადოებამ ხმის მიცემის პრინციპით შეარჩია. პროექტების ფუნქციური მხარე სპეციალურად დაქირავებულმა კომპანიამ შეამოწმა. სამშენებლო ტენდერი 6-7 თვეში გამოცხადდება, ხოლო მშენებლობა, სავარაუდოდ, 2020 წლისთვის დასრულდება. პირველმა არხმა, ისტორიაში პირველად, საზოგადოებას საშუალება მისცა, პირველი არხის შენობის დიზაინი აერჩია. 8 აგვისტოს მაუწყებელმა არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე კონკურსი გამოაცხადა, რის შემდეგაც, შესყიდვების სააგენტოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში აიტვირთა საკონკურსო დოკუმენტაცია, შესყიდვის ღირებულებით 1.032.048 ლარი. კონკურსში მონაწილეობის სურვილი სამმა კომპანიამ: შპს BWC, შპს „თბილქალაქპროექტი“ და შპს „არტსტუდიო-პროექტი“ გამოთქვა. საზოგადოებას საშუალება მიეცა, მათ შორის საუკეთესო არქიტექტურული პროექტის დიზაინი ხმის მიცემის პრინციპით შეერჩია. ხმის მიცემა ყოველ 12 საათში ერთხელ, „ფეისბუქის“ საშუალებით, პირველი არხის ვებგვერდ 1tv.ge-ზე 2017 წლის 13 ოქტომბრის 12:00 საათამდე იყო შესაძლებელი. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
პირველი არხი საკალათბურთო სუპერლიგის მატჩებს წარმოგიდგენთ
ქართული კალათბურთის მოყვარულებს პირველ ა
წაკითხვა
პროფესიულ სტანდარტებთან შეუსაბამო მასალის გავრცელებისთვის რადიო „თავისუფლება“ პირველ არხს ბოდიშს უხდის
მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, რადიო „თავის
წაკითხვა
„ხარ თუ არა მეექვსე კლასელზე ჭკვიანი“ - მესტიაში პირველი არხის ახალი პროექტის მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს
მესტიაში პირველი არხის ახალი პროექტის „ხა
წაკითხვა
კონკურსში „ჟურნალისტები კონსტიტუციაზე“ პირველი არხისა და „რადიო 1“-ის ჟურნალისტებმა ეკატერინე კოპალიანმა, ნათია არველაძემ და მანანა დევაძემ გაიმარჯვეს
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს კონკურსის „ჟ
წაკითხვა
შს მინისტრმა და აშშ-ს ელჩმა სასაზღვრო სექტორის ახალი შენობა გახსნეს
შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
წაკითხვა
მორაგბეთა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატს საქართველოს მოსახლეობა პირველი არხით იხილავს
რაგბიში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას საქართველოში პირველი არხი უზრუნველყოფს. <
წაკითხვა
სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება - 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას პირველი არხი უზრუნველყოფს
2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ტრანსლაციას პირველი არხი უზრუნველყოფს. ჩვენების უფლებასთან დაკავშირებული ლიცენზიის შეძენას არხის ბორდმ
წაკითხვა
ვასილ მაღლაფერიძე - ქართველ გულშემატკივრებს ვულოცავთ, 2019 წლის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი პირველი არხით გადაიცემა
ყველა ქართველ გულშემატკივარს ვულოცავთ დღე
წაკითხვა
|