| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/183646.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 კახა ოქრიაშვილი - ბატონო პრეზიდენტო, თქვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი ბრძანდებით, რადგან 73-ვე მაჟორიტარულ ოლქში პირდაპირი წესით აგირჩიესმანანა დევაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-13 15:59:00
ბატონო პრეზიდენტო, თქვენ მთელი ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი ბრძანდებით, რადგან 73-ვე მაჟორიტარულ ოლქში პირდაპირი წესით აგირჩიეს, - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ოქრიაშვილმა რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. ოქრიაშვილი კვლავ მაჟორიტარული ინსტიტუტის შენარჩუნების მომხრეა. „ჩვენ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების მომხრეებად ვრჩებით და ვწუხვარ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მსვლელობის პერიოდში 2014 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება ვერ შევძელით. ოპოზიციური პარტიებისა და საექსპორტო წრეების უმრავლესობა მხარს უჭერს სრულიად პროპორციულ სისტემაზე დაუყოვნებლივ გადასვლას. პროპორციულ სისტემას უმრავლესობის ნაწილიც ემხრობოდა და ემხრობა. არსებულ მოცემულობაში ჩვენ კონსენსუსს მივაღწიეთ და პროპორციული სისტემა 2024 წლიდან ამოქმედდება. თუმცა ჩვენ ისევ მაჟორიტარული ინსტიტუტის მომხრეებად ვრჩებით. ხშირად გვესმის, რომ მაჟორიტარული სისტემა მანკიერია. დღესაც მოვისმინეთ, თითქოს ეს სისტემა ფეოდალურია. იძულებული ვარ შეგახსენოთ, რომ მსოფლიოს უმეტეს ქვეყანაში სრულად მაჟორიტარული ან შერეული სისტემები წარმატებით მუშაობს. მაგალითად აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა და სხვა 100-ზე მეტი ქვეყანა. ბატონებო, ამ ქვეყნებში ფეოდალიზმია? სენატორები და კონგრესმენები ფეოდალები არიან? სასაცილოა. მაჟორიტარული სისტემის უმთავრეს ნაკლოვანებად ოპონენტები ე.წ ხმების დაკარგვას მიიჩნევენ. აღსანიშნავია, რომ ხმების დაკარგვა ორივე სისტემას ახასიათებს. მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მაჟორიტარულ არჩევნებს, როგორც წესი, მმართველი პარტია იგებს, არასწორია. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა „ქართულმა ოცნებამ" 41 მაჟორიტარი გაიყვანა, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ" 32. გარდა ამისა, მიიჩნევა რომ საქართველოს პირობებში მაჟორიტარულ სისტემას კონფორმიზმი ახასიათებს. არამაჟორიტარულ დეპუტატებს კონფორმიზმი არ ახასიათებთ? პოლიტიკური გაერთიანებების გაძლიერებასთან ერთად, რაც ქართულ პოლიტიკას ახასიათებს, წარსულს ჩაბარდება. საპარლამენტო მმართველობის პირობებში, პრეზიდენტი უნდა იყოს არაპირდაპირი წესით არჩეული. ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ პოლიტიკაში ორმაგ მიდგომებს ვეწინააღმდეგებით. თუ კი თქვენ 73-ვე მაჟორიტარულ ოლქში პირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი ბრძანდებით, მაშინ პრაქტიკულად მთელი ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი ბრძანდებით. ამის ფონზე, რატომ გინდათ თქვენივე ამომრჩეველს საკუთარ ოლქში მაჟორიტარის არჩევის უფლება წაართვათ. სად არის ლოგიკა. ვიმედოვნებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები მომავალშიც განხორციელდება და მაჟორიტარულ სისტემასთან დისკუსია გაგრძელდება“, - განაცხადა ოქრიაშვილმა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის წინასა
წაკითხვა
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
საჩივრებს განიხილავს ცენტრალური საარჩევნო
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი ქუთაისში სტუდენტებს შეხვდა
ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი
წაკითხვა
სუს-ის წარმომადგენელმა ესტონეთის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად
წაკითხვა
ენმ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მ
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერები დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვი
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთშია. კერსტი კალიულაიდი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა. ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად,
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი წეროვნის დევნილთა დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლას ესტუმრა
ესტონეთის პრეზიდენტი წეროვნის დევნილთა და
წაკითხვა
|