| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/183661.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ე.წ აზიურ ოსკარზე ორი ქართული ფილმი ოთხ ნომინაციაში წარდგებათათია კუჭუხიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-13 17:23:00
აზია-წყნარი ოკეანის კინოდაჯილდოებაზე ორი ქართველი ახალგაზრდა რეჟისორის კინონამუშევარი ანა ურუშაძის „საშიში დედა“ და მარიამ ხაჭვანის „დედე“ ოთხ ნომინაციაშია წარდგენილი. აზიურ ოსკარადწოდებულ დაჯილდოებაზე „საშიში დედა" სამ მთავარ სექციაშია ნიმინირებული - სარეჟისორო მიღწევა - ანა ურუშაძე, საოპერატორო მიღწევა - მინდია ესაძე და ქალის როლის საუკეთესო შესრულება - ნატა მურვანიძე. ნომინაციაში „კულტურული მრავალფეროვნება" კი მონაწილეობს მარიამ ხაჭვანის „დედე". ეს ჯილდო განსაკუთრებულია და იუნესკოს პატრონაჟით გაიცემა. ASIA PACIFIC SCREEN AWARDS წყნარი ოკეანის ქვეყნების კინოდაჯილდოებაა, რომელიც 2017 წლიდან ავსტრალიის ქალაქ ბრისმანში იმართება. ღონისძიების მნიშვნელობისა და მასშტაბურობის გამო, მას აზიურ ოსკარსაც უწოდებენ. ქართული ფილმი APSA დაჯილდოვებაზე პირველად 2012 წელს მოხვდა საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში და ეს იყო სალომე ჯაშის დოკუმენტური კინონამუშევარი „ბახმარო“. გასულ წელს კი ფილმისთვის „პრეზიდენტი“ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ნომინირებული იყო მიშა გომიაშვილი. წელს კონკურსში 21 ქვეყნიდან 41 ფილმი მონაწილეობს. რიგით მეთერთმეტე ფესტივალის გამარჯვებულების ვინაობა 23 ნოემბერს გახდება ცნობილი. ანა ურუშაძის „საშიში დედა“ საქართველოდან ოსკარზე უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაში წარდგენილი ფილმია. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
|