საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/183699.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

570

ნინო ბურჯანაძე - თავს შეურაცხყოფილად ვგრძნობ, ვინაიდან ხელისუფლება 26 მაისის თემას წინასაარჩევნოდ კიდევ ერთხელ იყენებს

მარიამ მენაბდე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-13 20:01:00

„შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, ვინაიდან 26 მაისის სისხლზე მოსული ხელისუფლება, ამ ტრაგედიას კიდევ ერთხელ წინასაარჩევნოდ იყენებს“ -  ასე ეხმაურება „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

პროკურატურის ინფორმაციაში ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის ყოფილი უფროსისა და ყოფილი ინსპექტორის დაკავების შესახებ არის საუბარი. ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება არჩევნების წინ 26 მაისის თემით მანიპულირებს და 2011 წელს ხელისუფლებაში მყოფი „ნაციონალურ მოძრაობის“ საკითხს წინასაარჩევნოდ სათავისოდ იყენებს.

„ხელისუფლებამ ტრადიცია არც ახლა დაარღვია და გაიმეორა ის, რაც, სამწუხაროდ, ყველა არჩევნების წინ ხდება - 26 მაისთან დაკავშირებით ახალი ფაქტები და ახალი დაჭერები გაასაჯაროვა. 26 მაისიდან 5 წლის შემდეგ, ამ განცხადების გაკეთება არჩევნებამდე 1 კვირით ადრე, არის შეურაცხყოფა იმ ადამიანებისა, რომლის წამებაზეც, ცემაზეც, ფიზიკურ და მორალურ შეურაცხყოფაზე იყო ლაპარაკი განცხადებაში. 

რატომ ხდება, რომ ყოველთვის 26 მაისი ხელისუფლებას ახსენდება არჩევნების წინ?! თუ ეს სურვილია, რომ საზოგადოების დაბრმავებულ ნაწილს კიდევ ერთხელ გავახსენოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩადენილი სისაძაგლეები, ამის გაკეთება სხვა გზითაც შეიძლებოდა“ - აღნიშნავს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი.

ნინო ბურჯანაძე პროკურატურის განცხადებას ცინიზმად აფასებს და აღნიშნავს, რომ 5 წლის განმავლობაში 26 მაისის საქმის გამოძიება სირთულეს არ წარმოადგენდა, რადგან ყველა შესაძლო ბრალდებულის ოფიციალური მონაცემები, საპატიმრო დაწესებულების თანამშრომლის სახით არსებობდა. 26 მაისიდან ხუთი წლის თავზე მათი ვინაობის დასახელება კი ბურჯანაძეს გამოთქმულ ეჭვებს უმყარებს.

ბრალდებულებს 2011 წელს საპატიმრო დაწესებულებაში 14 პირის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ედავებიან.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კატალონიის ავტონომიის ყოფილი მეთაური სამართალდამცველებს ჩაბარდა
კატალონიის ავტონომიის ყოფილი მეთაური სამართალდამცველებს ჩაბარდა
კატალონიის ავტონომიის ყოფილი მეთაური სამართალდამცავებს ჩაბარდა. კარლეს პუიჩდემონი ოთხ ყოფილ მინისტრთან ერთად ბელგიელი ძალოვანების კითხვებს
წაკითხვა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი ფ-ს საქმეში პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დაადასტურა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი ფ-ს საქმეში პოლიციელთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დაადასტურა
პროკურატურამ მოქალაქე დაჩი
წაკითხვა
დაჩი ფელდმანის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა
დაჩი ფელდმანის საქმეზე პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა
პროკურატურამ დაჩი ფელდმანის მიმართ პოლიციელების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებ
წაკითხვა
ბეჟან გუნავა პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
ბეჟან გუნავა პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება
ბეჟან გუნავა პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის განმარტებით, საუბარი სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილე
წაკითხვა
ესპანეთის პროკურატურამ კატალონიის მთავრობის ყოფილი მეთაურის დაპატიმრების ორდერი გასცა
ესპანეთის პროკურატურამ კატალონიის მთავრობის ყოფილი მეთაურის დაპატიმრების ორდერი გასცა
ესპანეთის პროკურატურამ კატალონიის რეგიონა
წაკითხვა
თეა წულუკიანი - პროკურატურა აგრძელებს სამართლებრივ ნაბიჯებს, რომ მეგის ქარდავას ექსტრადირება წარმატებით განხორციელდეს
თეა წულუკიანი - პროკურატურა აგრძელებს სამართლებრივ ნაბიჯებს, რომ მეგის ქარდავას ექსტრადირება წარმატებით განხორციელდეს
მთავარი პროკურატურა აგრძელებს სამართლებრივ ნაბიჯებს, რომ მეგის ქარდავას ექსტრადირება წარმატებით განხორციელდეს, - ამის შესახებ საქართველოს ი
წაკითხვა
გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის აქციონერებმა საპროტესტო აქცია გამართეს
გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის აქციონერებმა საპროტესტო აქცია გამართეს
გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის
წაკითხვა
კონფერენცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე
კონფერენცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხზე იმსჯელეს პროკურატურაში გამართულ კონფერენციაზე. 
წაკითხვა