| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/183813.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 შანხაის „მასტერსის“ ფინალში ნადალი და ფედერერი ითამაშებენგიორგი თვალაბეიშვილი
წამყვანი
გამოქვეყნებულია 2017-10-15 00:41:00
შანხაიში მიმდინარე "მასტერსის" სერიის ტურნირზე მთავარ პრიზს თანამედროვე ჩოგბურთის ორი ლეგენდა - ესპანელი რაფაელ ნადალი და შვეიცარიელი როჯერ ფედერერი გაითამაშებენ. ნადალმა ნახევარფინალში ხორვატი მარინ ჩილიჩი დაამარცხა ორ სეტში - 7:5, 7:6(3). შეხვედრა 2 საათსა და 12 წუთს მიმდინარეობდა, რომლის დროსაც, ესპანელმა 12 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა და სამი გამოიყენა. ხორვატის ანალოგიური მაჩვენებელი - ხუთიდან ორი გამოყენებული ბრეიკ-პოინტი იყო. ფედერერს საათი და 59 წუთი და სამი სეტი დასჭირდა არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტროს დასამარცხებლად - 3:6, 6:3, 6:3. ბრეიკების შეფარდება ამ მატჩში სამი ერთთან იყო როჯერის სასარგებლოდ. ფედერერმა რევანში აუღო არგენტინელს აშშ-ის ღიაზე მარცხის გამო. ფინალი ნადალსა და ფედერერს შორის კვირას, 12:30 საათზე დაიწყება. ეს არის ამ ჩოგბურთელთა რიგით 38-ე შეხვედრა. რაფა სოლიდური ანგარიშით ამარცხებს როჯერს - 23:14, მაგრამ ბოლო ოთხი მატჩი შვეიცარიელს აქვს მოგებული, აქედან სამიდან სამი მიმდინარე სეზონში - ავსტრალიის ღიაზე, ინდიან უელსსა და მაიამიში. ნადალისთვის ეს არის მეათე ფინალი ამ სეზონში, ფედერერი კი წელს მეექვსე ტიტულისთვის იბრძოლებს. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რაფაელ ნადალი პარიზის „მასტერსს“ ტრავმის გამო გამოეთიშა
მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი პარიზის "მასტერსზე" თამაშის გაგრძელებას ვერ
წაკითხვა
რაფაელ ნადალი 2017 წელს პირველი ჩოგანს რანგში დაასრულებს
ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ
წაკითხვა
როჯერ ფედერერმა სეზონში მეშვიდე ტიტული მოიგო
შვეიცარიელი როჯერ ფედერერი მაჟორულ ნოტაზე ასრულებს 2017 წლის სეზონს. ლეგენდამ ცოტა ხნის წინ შანხაის „მასტერსი“ მოიგო, რის შემდეგაც მშობლიურ ბაზელ
წაკითხვა
ამერიკული ჟურნალის ინფორმაციით, სპორტსმენებს შორის ყველაზე ძვირფასი როჯერ ფედერერის ბრენდია
ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა გამოაქვეყნა სპორტული ბრენდების ყოველწლიური რეიტინგი.
წაკითხვა
ნადალი საფრანგეთის სპორტის მინისტრს უჩივის
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ესპანელმა რაფაელ ნადალმა საფრანგეთის სპორტის ყოფილ მინისტრ
წაკითხვა
როჯერ ფედერერმა რაფაელ ნადალი წელს ზედიზედ მეოთხედ დაამარცხა და შანხაის „მასტერსი“ მოიგო
შვეიცარიელი როჯერ ფედერერი შანხაის "მასტერსის" გამარჯვებული გახდა. ლეგენდამ ფინალში მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ესპანელი რაფაელ
წაკითხვა
როჯერ ფედერერი შანხაიში ზაზა ფაჩულიას და „გოლდენ სტეიტის“ სხვა კალათბურთელებს შეხვდა [ვიდეო]
დღეს შანხაიში „მასტერსის“ სერიის მორიგი ტ
წაკითხვა
რაფაელ ნადალმა 2017 წელს მეექვსე ტიტული მოიპოვა
ესპანელი რაფაელ ნადალი უმაღლეს დონეზე ატარებს სეზონის დასკვნით ნაწილს. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა პეკი
წაკითხვა
|