| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/184156.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 იანოშ ჰერმანი - მოხარული ვარ ბოლო კვლევების შედეგებით, ქართველები ევროკავშირს უფრო მეტად უჭერენ მხარსქეთი ჩოხელი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-17 16:03:00
საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი მოხარულია ბოლო კვლევის შედეგებით, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოსახლეობას შორის ევროკავშირისადმი მხარდაჭერა და ნდობა გაიზარდა. ამის შესახებ ჰერმანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „მოხარული ვარ ბოლო კვლევების შედეგებით - ქართველები ევროკავშირს უფრო მეტად უჭერენ მხარს, უფრო მეტად გვენდობიან და ურთიერთობებს დადებითად აფასებენ“, - წერს იანოშ ჰერმანი და საკუთარ მიკრობლოგში და ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს აზიარებს. ევროკავშირის მიერ 2017 წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქვეყნებში ჩატარებული კვლევის შედეგები 10 ოქტომბერს არის გამოქვეყნებული. გამოკითხვის თანახმად, ქართველების 59%-ს ევროკავშირზე დადებითი წარმოდგენა აქვთ შექმნილი. ეს მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 6%-ითაა გაზრდილი და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალია. ამასთან, ევროკავშირის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხვის მონაწილეთა 83% საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს დადებითად აფასებს, ხოლო მათი 66% ენდობა ევროკავშირს. შედარებისთვის, გაერო-ს ენდობა გამოკითხულთა 56%, ხოლო ნატო-ს - 54%. რესპონდენტთა 58% ევროკავშირის ფინანსური დახმარების შესახებ ინფორმირებულია, თითქმის სამი მეოთხედი კი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა ეფექტიანია. გამოკითხვა 2017 წლის მარტი-მაისში ჩატარდა, რა დროსაც გამოიკითხა ათასზე მეტი რესპონდენტი. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მსოფლიოს რვა წამყვანი გამოცემის რედაქტორი ევროკავშირს მოუწოდებს, მალტელი ჟურნალისტის მკვლელობა გამოიძიოს
მსოფლიოს რვა წამყვანი მედიასაშუალების რედ
წაკითხვა
ევროკავშირი საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას მცირე და საშუალო საწარმოებისთვის დამატებით 100 მილიონ ევროს გამოუყოფს
ევროკავშირმა ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) და ევროპის საინვესტიციო ფონდთან ერთად ხელი მო
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი - „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მონაწილე ქვეყნებიდან საქართველო ლიდერია, პატივს სცემს და იზიარებს ჩვენს ღირებულებებს
„აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივის მონაწილე ქვეყნებიდან საქართველო ლიდერია. საქართველო პატივს სცემს და იზიარებს ჩვენს ღირებულებებს, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა, კერსტი
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი - საქართველო წინ მიიწევს და უახლოვდება ევროკავშირს
ძალიან მიხარია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლა მოქმედებს. ამ გადაწვეტილებას დასჭირდა დრო, მაგრამ ჩვენ მივედით მიზნამდე და საქართველოს მოქალაქეებმა ეს შესაძლებლობა უკვე მ
წაკითხვა
ევროკავშირი ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნას მიესალმება
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნა ევროკავშირის, თურქეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენრალური აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო სისტემის
წაკითხვა
რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის გზაზე
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის სამოქ
წაკითხვა
გავა თუ არა დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან - რა შეიცვალა დონალდ ტუსკის ბოლო გამოსვლის შემდეგ
დგება თუ არა დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის განშორება კითხვის ნიშნის ქვეშ - საკითხი აქტუალური ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ბოლო გამოსვლის შ
წაკითხვა
ევროკავშირის ელჩი საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს [ვიდეო]
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერ
წაკითხვა
|