| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/184229.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 დონალდ ტრამპი ჯონ მაკკეინს დაემუქრალევან ახალაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-18 00:51:00
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არიზონელ სენატორ ჯონ მაკკეინს დაემუქრა. როგორც აშშ-ის ლიდერმა ვაშინგტონის რადიოსადგურთან ინტერვიუს დროს განაცხადა, მაკკეინს საჯარო კრიტიკის დროს მეტი სიფრთხილე მართებს. „ეს ხალხი ფრთხილად უნდა იყოს, რადგან რაღაც ეტაპზე მე მათ სათანადო პასუხს გავცემ. მე ძალიან კეთილშობილი ვარ, მაგრამ როცა პასუხს გავცემ, ეს აღარ იქნება ლამაზი" - განაცხადა ტრამპმა. თავის მხრივ, მაკკეინმა განაცხადა, რომ ტრამპზე „გაცილებით რთული მეტოქეებიც ჰყავდა“. აშშ-ის პრეზიდენტისა და მაკკეინის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა მკაცრად გააკრიტიკა დონალდ ტრამპის პოლიტიკა, რომელსაც პრეზიდენტი პირობითად „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ სახელით მოიხსენიებს. საჯარო განცხადება მაკკეინმა ფილადელფიაში „თავისუფლების მედლის" დაჯილდოების ცერემონიალზე გააკეთა. მისი თქმით, აშშ-მა მსოფლიოს ლიდერობა არ უნდა დათმოს. „ჩვენ მიერ ორგანიზებული სამყაროს შიში, რომელსაც უკვე ასწლეულებია აშშ-ი უდგას სათავეში, უარის თქმა იმ იდეალებზე, რომლებსაც სამყაროს გარშემო ვავრცელებთ, უარის თქმა საერთაშორისო ლიდერობის ვალდებულებაზე, რაღაც ნახევარფაბრიკატი და ცრუ ნაციონალიზმის გამო, რომელიც იმ ადამიანების მოგონილია, რომლებიც პრობლემის გადაჭრის ნაცვლად განტევების ვაცს ეძებენ - ეს ისეთივე არაპატრიოტული საქციელია, როგორიც მაგალითად, დამოკიდებულება რომელიმე დრომოჭმულ დოგმაზე, რომელიც ამერიკელებმა უკვე მოისროლეს წარსულის სანაგვეზე" - განაცხადა მაკკეინმა. „თავისუფლების მედალი" არიზონელ სენატორს აშშ-ის ყოფილმა ვიცე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გადასცა. აღსანიშნავია, რომ ბაიდენის უფროსი ვაჟი კიბოს იმავე დიაგნოზით გარდაიცვალა, რომელიც ექიმებმა მაკკეინს დაუსვეს. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ
დონალდ ტრამპის ყოფილ მრჩეველსა და მის ვაჟს ბრალს წარუდგენენ. NBC
წაკითხვა
The Washington Post-ისა და ABC-ის გამოკითხვით, დონალდ ტრამპი ბოლო 65 წლის განმავლობაში ამერიკის ყველაზე არაპოპულარული პრეზიდენტია
The Washington Post-ი
წაკითხვა
დონალდ ტრამპი აზიური ტურნეს დროს, შესაძლოა, ვლადიმირ პუტინს შეხვდეს
დონალდ ტრამპი, აზიური ტურნეს ფარგლებში, ვლადიმირ პუტინს შეხვდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბორტ ნომერ ერთზე ჟურნალისტებს უთხრა.
წაკითხვა
დონალდ ტრამპის აზიური ტურნე დაიწყო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა
წაკითხვა
ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეზე სასამართლო პროცესი 7 მაისს დაიწყება
დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელის, პოლ მანაფორტის საქმეზე სასამართლო პროცესი 7 მაისს დაიწყება. ამის შესახებ სასამართლოს
წაკითხვა
დონალდ ტრამპი - მწვანე ბარათის გათამაშებით ქვეყანაში საუკეთესო ხალხი არ ჩამოდის
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ფიქრობს, რომ მწვანე ბარათის გათამაშების საშუალებით ქვ
წაკითხვა
დონალდ ტრამპი - მიყვარს ჩემი სამსახური
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა
წაკითხვა
დონალდ ტრამპი - ნიუ იორკში ტერაქტის მოწყობაში ბრალდებულს სასიკვდილო განაჩენი უნდა გამოუტანონ
დონალდ ტრამპი ნიუ იორ
წაკითხვა
|