საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/184242.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

577

მოლდოვას პრეზიდენტს შესაძლოა, იმპიჩმენტი დაემუქროს

ლევან ახალაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-18 03:52:00


მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტს მთავრობის მიერ სხვადასხვა თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების ბლოკირების უფლება ჩამოართვა. 

სასამართლომ დაასკვნა, რომ იგორ დოდონმა კონსტიტუცია და პრეზიდენტის ფიციც დაარღვია. 

ამ გადაწყვეტილების მიზეზი თავდაცვის მინისტრად ეუჯენ სტურზის დანიშვნაზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო გახდა. 

საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტის შედეგად, თანამდებობის პირთა დანიშვნას ამიერიდან პრეზიდენტის თანხმობა და ხელმოწერა აღარ დასჭირდება. ამ ფუნქციას პარლამენტის თავმჯდომარე შეასრულებს. 

მოლდოვას კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს მმართველი პარტიის მიერ მინისტრად წარდგენილი კანდიდატის ბლოკირება ერთხელ შეუძლია. დოდონმა კი ახალი თავდაცვის მინისტრის დანიშვნაზე უარი ორჯერ თქვა. ამიტომ, სასამართლომ მიიჩნია რომ პრეზიდენტი მოვალეობების შესრულებას თავს არიდებს. 

"პრეზიდენტის უარი შეასრულოს კონსტიტუციით განსაზღვრული მოვალეობა, ნიშნავს რომ მას მანდატის შესრულება არ შეუძლია. ასეთ ვითარებაში, გამართლებულია სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის დროებით შემსრულებლად პრემიერ მინისტრისა ან პარლამენტის თავმჯდომარის დანიშვნა" - განმარტეს საკონსტიტუციო სასამართლოში. თუმცა იქვე დაამატეს, რომ პრეზიდენტის მხრიდან თითოეულ კონკრეტულ ქმედებას სასამართლო განცალკევებით განიხილავს. 

თავად პრეზიდენტმა დოდონმა მომხდარი მთავრობის მხრიდან ხელისუფლების უზურპაციად შეაფასა, ხოლო ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას ანარქია უწოდა. 

მისივე თქმით, ის ბრძოლას გააგრძელებს, რადგან მთავრობა მის იმპიჩმენტს ვერ გაბედავს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ესტონეთის პრეზიდენტი ქუთაისში სტუდენტებს შეხვდა
ესტონეთის პრეზიდენტი ქუთაისში სტუდენტებს შეხვდა
ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი
წაკითხვა
სუს-ის წარმომადგენელმა ესტონეთის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო
სუს-ის წარმომადგენელმა ესტონეთის პრეზიდენტს საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება გააცნო
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად
წაკითხვა
გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერები დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს
გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერები დაინგრევა არა სამხედრო ძალით, არამედ იმ მომავლის იმედით, რომელიც აქვს ჩვენს ხალხს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვი
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა
ესტონეთის პრეზიდენტი ხურვალეთშია. კერსტი კალიულაიდი საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ეცნობა. ის პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან ერთად,
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი წეროვნის დევნილთა დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლას ესტუმრა
ესტონეთის პრეზიდენტი წეროვნის დევნილთა დასახლებაში მდებარე საჯარო სკოლას ესტუმრა
ესტონეთის პრეზიდენტი წეროვნის დევნილთა და
წაკითხვა
ესტონელი ინვესტორები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს
ესტონელი ინვესტორები საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს
საქართველოში ბიზნესწარმოების უსაფრთხო გარ
წაკითხვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფის კომპლექსი გახსნეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმ
წაკითხვა
ესტონეთის პრეზიდენტი გოლფ-კლუბის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
ესტონეთის პრეზიდენტი გოლფ-კლუბის გახსნის ღონისძიებას დაესწრო
ესტონეთის პრეზიდენტმა გოლფ-კლუბის გახსნის ღონისძიებაშიც მიიღო მონაწილეობა. 
წაკითხვა