საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/184359.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

1031

მიხეილ ჯანელიძე - ჩვენ გვაქვს ყველა ევროპული პოლიტიკური ჯგუფის სრული მხარდაჭერა

ქეთევან ქარდავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-18 17:33:00

ჩვენ გვაქვს ყველა ევროპული პოლიტიკური ჯგუფის სრული მხარდაჭერა - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პირველ არხს ბრიუსელში განუცხადა, სადაც შეხვედრებს მართავს. 

„ჩვენ გვყავს ბევრი მეგობარი და ეს მეგობრობა გამოიხატა ვიზალიბერალიზაციის პროცესის უპირობო მხარდაჭერით. ეს მხარდაჭერა გრძელდება. ვნახეთ ძალიან მნიშვნელოვანი მოხსენება, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მიიღო. მოხსენება ასახავს ყველა იმ ხედვას, რომელიც მნიშვნელოვანია და უკავშირდება საქართველოს ევროპულ მომავალს, სექტორული თანამშრომლობისთვის კონკრეტულ მექანიზმებს და კონკრეტულ ნაბიჯებს, რომლებიც არა მარტო პოლიტიკურად, არამედ პრაქტიკულად საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს შეუწყობს. 

ვიმედოვნებთ, რომ ეს კონკრეტული მოხსენება ნოემბრის პლენარულ სესიაზე მხარდაჭერილი იქნება. ეს იქნება ევროპარლამენტის მიერ მტკიცე ნების და მხარდაჭერის დაფიქსირება. ჩვენ გვაქვს ყველა ევროპული პოლიტიკური ჯგუფის სრული მხარდაჭერა“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

მიხეილ ჯანელიძე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დაგეგმილ სიტყვით გამოსვლაზეც ისაუბრა. 

„მე მექნება შესაძლებლობა, რომ გამოვიდე ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე. ვისაუბრებ რეფორმებზე, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე, მიღწეულ შედეგებზე, საქართველოს ხედვებსა და გამოწვევებზე. ევროპარლამენტში მომზადებულ მოხსენებაში წარმოდგენილია ბევრი იდეა და ინიციატივა. ამ იდეებს სჭირდება დამატებით დამუშავება და შესწავლა. 

მნიშვნელოვანია, რომ მოხსენება არის ცალსახად პოლიტიკური მხარდაჭერის გამომხატველი. საქართველოს არის ქვეყანა, რომელსაც მეტი ამბიცია გააჩნია როგორც სექტორალური, ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური ინტეგრაციის. ჩვენ ვართ წარმატებული ამ გზაზე და ევროპარლამენტის ასეთი მხარდაჭერით კიდევ უფრო დიდი წარმატებების მიღწევას შევძლებთ. რაც შეეხება ჩვენს ევროპულ მომავალს, ეს აღიარებულია ასევე ასოცირების შეთანხმებით, სადაც ცალსახად ხაზგამულია საქართველოს ევროპულ არჩევანზე და მისწრაფებაზე.

საქართველო არის ევროპული ქვეყანა, რომელსაც შესაბამისი ნაბიჯების და რეფორმების შედეგად გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობები და ყველანაირი პერსპექტივა, საბოლოო მიზნის მისაღწევად.

საქართველოს მთავრობა აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ ყველა რეფორმა მოემსახუროს ამ გზაზე საქართველოს წარმატებულ სვლას“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კატალონიის ავტონომიის ყოფილი მეთაური სამართალდამცველებს ჩაბარდა
კატალონიის ავტონომიის ყოფილი მეთაური სამართალდამცველებს ჩაბარდა
კატალონიის ავტონომიის ყოფილი მეთაური სამართალდამცავებს ჩაბარდა. კარლეს პუიჩდემონი ოთხ ყოფილ მინისტრთან ერთად ბელგიელი ძალოვანების კითხვებს
წაკითხვა
 კატალონიის რეგიონული მთავრობის წევრები ბრიუსელიდან ბარსელონაში დაბრუნდნენ
კატალონიის რეგიონული მთავრობის წევრები ბრიუსელიდან ბარსელონაში დაბრუნდნენ
ესპანეთის ხელისუფლების მიერ გადაყენებული კატალონიის რეგიონული მთავრობის წევრები ბრიუსელიდან ბარსელონაში დაბრუნდნენ. მთავრობის ყოფილი მეთაურ
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა
მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა. მან განცხადება
წაკითხვა
თბილისში “16+ სიტყვებიდან საქმისკენ“ საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს
თბილისში “16+ სიტყვებიდან საქმისკენ“ საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს
თბილისი “16+: სიტყვებიდან საქმისკენ“ საერ
წაკითხვა
 მიხეილ ჯანელიძე - ქართული პოლიცია ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვის პრიორიტეტით მოქმედებს
მიხეილ ჯანელიძე - ქართული პოლიცია ადამიანის უფლებების მაქსიმალური დაცვის პრიორიტეტით მოქმედებს
ქართული პოლიცია ადამიანის უფლებების მაქსი
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძე - მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს სამართლებრივი განზომილება აქვს და ყველა ნაბიჯი შესაბამისად გადაიდგმება
მიხეილ ჯანელიძე - მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხს სამართლებრივი განზომილება აქვს და ყველა ნაბიჯი შესაბამისად გადაიდგმება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ საა
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძე - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ახალი ხიდია
მიხეილ ჯანელიძე - ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ახალი ხიდია
ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ახალი ხიდია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძე
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ბრიტანეთში იმყოფება
მიხეილ ჯანელიძე ოფიციალური ვიზიტით ბრიტანეთში იმყოფება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძე ბრიტანეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 
წაკითხვა