საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/184395.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

498

ვასილ მაღლაფერიძე - შსს-ს აკადემიასთან თანამშრომლობა არქივის შესწავლისა და გამომზეურების თვალსაზრისით სისტემურ სახეს მიიღებს

გამოქვეყნებულია 2017-10-18 15:50:00

პირველ არხსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 

ურთიერთშეთანმხება მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლას, გამოცდილების გაზიარებასა და თანამშრომლობას ითვალისწინებს. 

ხელმოწერილ დოკუმენტში გაწერილია ორივე მხარის უფლება-მოვალეობები, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრო მაუწყებელს გადასცემს არქივში დაცული უახლესი ისტორიის მასალებზე წვდომის უფლებას, ხოლო მაუწყებელი მასალების გამოყენებით მომზადებული ტელე, რადიო ან ონლაინ პროდუქციის დამზადებისას ვალდებულია მიუთითოს მასალების მოპოვების წყაროდ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ აღნიშნა, პირველ არხსა და შსს-ს აკადემიას შორის მემორანდუმი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია, რადგან თანამშროლობა არქივის შესწავლისა და გამომზეურების თვალსაზრისით სისტემურ სახეს მიიღებს. 

"ეს არის ჩვენი თითქმის ერთსაუკუნოვანი ისტორია, ტკივილიანი ისტორია, მაგრამ ეს არის ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს საზოგადოებამ. ჩვენ ერთობლივი მუშაობით, გამოცდილებით, თანამედროვე ფორმებით დავიწყებთ საზოგადოების ინფორმირებას", - განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ. 

შსს-ს აკადემიის რექტორის განცხადებით, ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელი იქნება, რომ მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიული მოვლენები გაცოცხლდეს. 

"ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებლობა გვაქვს გავაცოცხლოთ მეოცე საუკუნის ის რეალობები, ის ისტორია, რაც საშუალებას გვაძლევს ის ჭეშმარიტი მხარეები და ისტორიული მოვლენები საზოგადოებას უფრო მაქსიმალური ხედვით მივაწოდოთ და უტყუარ ინფორმაციაზე აგებული მასალები შევთავაზოთ", - შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ბექა ხახუბიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს
ბექა ხახუბიას საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს
ბექა
წაკითხვა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შსს-მ მეუღლეზე ძალადობაში ბრალდებული დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის
წაკითხვა
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ჩაილურის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
ქვემო ჩაილურის ტყეში გაჩე
წაკითხვა
პირველი არხი საკალათბურთო სუპერლიგის მატჩებს წარმოგიდგენთ
პირველი არხი საკალათბურთო სუპერლიგის მატჩებს წარმოგიდგენთ
 ქართული კალათბურთის მოყვარულებს პირველ ა
წაკითხვა
დაკავება აღმაშენებლის ხეივანში - შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
დაკავება აღმაშენებლის ხეივანში - შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპ
წაკითხვა
შსს-ს ინფორმაციით, უკონტაქტო პატრულმა ყველაზე მეტი მძღოლი დგომა-გაჩერების წესების დარღვევის გამო დააჯარიმა
შსს-ს ინფორმაციით, უკონტაქტო პატრულმა ყველაზე მეტი მძღოლი დგომა-გაჩერების წესების დარღვევის გამო დააჯარიმა
ამოქმედებიდან დაახლოებით ორ თვენახევრის გ
წაკითხვა
ახალციხეში მამაკაცს, ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების მუქარით, 5 000 აშშ დოლარს სძალავდნენ
ახალციხეში მამაკაცს, ცოლის პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოების გავრცელების მუქარით, 5 000 აშშ დოლარს სძალავდნენ
შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამე
წაკითხვა
პროფესიულ სტანდარტებთან შეუსაბამო მასალის გავრცელებისთვის რადიო „თავისუფლება“ პირველ არხს ბოდიშს უხდის
პროფესიულ სტანდარტებთან შეუსაბამო მასალის გავრცელებისთვის რადიო „თავისუფლება“ პირველ არხს ბოდიშს უხდის
მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს, რადიო „თავის
წაკითხვა