საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/184419.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

469

ჩემპიონთა ლიგა, D ჯგუფი - ლიონელ მესიმ ევროთასებზე მე-100 გოლი გაიტანა

გიორგი თვალაბეიშვილი
წამყვანი
გამოქვეყნებულია 2017-10-19 02:22:00

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის D ქვეჯგუფს უდანაკარგოდ ლიდერობს „ბარსელონა“. კატალონურმა გრანდმა ზედიზედ მესამე შეხვედრა შინ მოიგო „ოლიმპიაკოსთან" - 3:1.

მე-18 წუთზე ბერძნული გუნდის მცველმა დიმიტრიოს ნიკოლაუმ ჩაჭრა ბურთი საკუთარ კარში დეულოფეუს პასის შემდეგ. 42-ე წუთიდან "ბარსელონა" ათი კაცით დარჩა მოედანზე - ხერარდ პიკემ ხელით გაიტანა გოლი, რისთვისაც მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს. 

"ოლიმპიაკოსმა" ვერ ისარგებლა რიცხობრივი უპირატესობით და კიდევ ორი გოლი გაუშვა. ლიონელ მესიმ ჯარიმიდან ორამდე გაზარდა სხვაობა. ეს არგენტინელის მე-100 გოლი იყო ევროტურნირებზე (97 - ჩემპიონთა ლიგაზე, 3 - ევროპის სუპერთასზე"). 

ცოტა ხანში, მესიმ ლუკა დინს გაატანინა და ანგარიში 3:0 გახდა. ერთადერთი, რაც "ოლიმპიაკოსმა" მოახერხა, ერთი საპასუხო გოლი იყო - ამჯერად, ნიკოლუამ თავით მეტოქის კარის აღებაც შეძლო.

პარალელურ მატჩში "იუვენტუსმა" დიდი გაჭირვებით შეძლო შინ ლისაბონის "სპორტინგის" დამარცხება. იტალიის ჩემპიონი მდევრის როლში დარჩა, როცა მე-12 წუთზე ალექს სანდრომ საკუთარ კარში გაიტანა. 

"იუვენტუსმა" პირველივე ტაიმში აღადგინა თანაფარდობა მირალემ პიანიჩის იდეალური საჯარიმოთი. მატჩის მიწურულს კი მარიო მანჯუკიჩმა შეცვლაზე შესული დიეგო კოშტას პასი გამოიყენა - 2:1.


ბარსელონა-ოლიმპიაკოსი 3:1

გოლები: 1:0 ნიკოლაუ (18-საკ. კარში), 2:0 მესი (61), 3:0 დინი (64), 3:1 ნიკოლუა (90)

იუვენტუსი-სპორტინგი 2:1

გოლები: 0:1 ალექს სანდრო (12-საკ. კარში), 1:1 პიანიჩი (29), 2:1 მანჯუკიჩი (84)


სატურნირო მდგომარეობა

1. ბარსელონა - 9 ქულა

2. იუვენტუსი - 6

3. სპორტინგი - 3

4. ოლიმპიაკოსი - 0

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ლისაბონმა და სტამბოლმა გამოთქვეს სურვილი, 2020 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმასპინძლონ
ლისაბონმა და სტამბოლმა გამოთქვეს სურვილი, 2020 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს უმასპინძლონ
ლისაბონმა ("ეშტადიუ დუ ბენფიკა") და სტამბოლმა ("ათათურქი") გამოთქვეს სურვ
წაკითხვა
ლიონელ მესიმ „ოლიმპიაკოსთან“ მატჩის დროს წინდაში დამალული აბი შეჭამა
ლიონელ მესიმ „ოლიმპიაკოსთან“ მატჩის დროს წინდაში დამალული აბი შეჭამა
ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „ბარსელონასა
წაკითხვა
ჩემპიონთა ლიგა, C ჯგუფი - „ჩელსის“ და „რომას“ მატჩში 6 გოლი გავიდა
ჩემპიონთა ლიგა, C ჯგუფი - „ჩელსის“ და „რომას“ მატჩში 6 გოლი გავიდა
დღის ცენტრალურ მატჩს „ჩელსისა“ და „რომას“ შორის ფანტასტიკური სცენარი ჰქონდა. ჯერ „ჩელსი“ 2:0-
წაკითხვა
ჩემპიონთა ლიგა, B ჯგუფი - პსჟ-ს დიდ ტრიოს ცხრა გოლი დაუგროვდა
ჩემპიონთა ლიგა, B ჯგუფი - პსჟ-ს დიდ ტრიოს ცხრა გოლი დაუგროვდა
B ჯგუფის ორივე მატჩი ისევ დიდი ანგარიშით დასრულდა. ამ ჯგუფში ექვსი თამაშია ჩატარებული და ასეთ
წაკითხვა
ჩემპიონთა ლიგა, A ჯგუფი - „მანჩესტერმა“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
ჩემპიონთა ლიგა, A ჯგუფი - „მანჩესტერმა“ ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მესამე ტური დასრულდა - გაიმართა მატჩები A, B, C და D ჯგუფებში.&
წაკითხვა
„საბურთალოს“ 19 წლამდელთა გუნდი ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის გათამაშების შემდგომ ეტაპზე გავიდა
„საბურთალოს“ 19 წლამდელთა გუნდი ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის გათამაშების შემდგომ ეტაპზე გავიდა
„საბურთალოს" 19-წლამდელთა გუნდი ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის გათამაშების განმეორებით შეხ
წაკითხვა
ჩემპიონთა ლიგის მესამე სათამაშო დღე
ჩემპიონთა ლიგის მესამე სათამაშო დღე
ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე გუშინ მესამე ტურის რვა შეხვედრა გაიმართა. დიდ ინტერესს იწვევდა მადრიდში სანტიაგო ბერნაბეუზე გასა
წაკითხვა
ლიონელ მესის მეუღლემ დაადასტურა, რომ მესამე შვილს ელოდება
ლიონელ მესის მეუღლემ დაადასტურა, რომ მესამე შვილს ელოდება
„ბარსელონას“ ლიდერის, ლიონელ მესის მეუღლემ, 
წაკითხვა