საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/184447.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

433

გიორგი კვირიკაშვილი - აშშ-ში გამართული შეხვედრების ლაიტმოტივი საქართველოს წარმატება იყო

მაკა არჩევნიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-19 11:24:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე 11-15 ოქტმობერს აშშ-ში საქართველოს დელეგაციის ვიზიტზე ისაუბრა.

კვირიკაშვილის თქმით, ვიზიტი წარმატებულად წარიმართა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრების ლაიტმოტივი საქართველოს წარმატება იყო.

 „ჩვენმა დელეგაციამ, რომელსაც ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობდა 11-15 ოქტომბერს ჩაატარა წარმატებული ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობის კუთხით, მაგრამ ეს ვიზიტი არ შემოფარგლა მხოლოდ ამ შეხვედრებით. იყო შეხვედრები, როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან , ასევე სარეიტინკო კომპანიის წარმომადგენლებთან. შეხვედრები კონგრესის წარმომადგენლებთანაც გაიმართა. მთლიანი ლაიტმოტივი ამ შეხვედრების იყო საქართველოს წარმატება და ის, რომ საქართველო არის ნამდვილად რეფორმების კუთხით ლიდერი რეგიონში, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება მიმდინარეობს სწორი მიმართულებით, სახელმწიფომ განახორციელა ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები ამ მიმართულებით და ის, რომ 2017 წლის დასაწყისში დაწყებული უმნიშვნელოვანესი ფისკალური და საგადასახადო რეფორმა წარმატებით განხორციელდა, რის შედეგადაც ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი დიმანიკა ქვეყანაში“,- აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ევროპისა და ცენტარულ აზიის რეგიონში სილერ მიულერის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკის განვითარების დადებითი ტემპი იძლევა დიდი ოპტიმიზმის საფუძველს და მსოფლიო ბანკი მუშაობს საქართველოსთან თანამშრომლობის ხუთწლიანი ჩარჩო დოკუმენტის შექმნაზე.

„ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ამ დოკუმენტის მთავარი მიმართულებები იქნება რეგიონულ განვითარებასთან ერთად განათლება და ინოვაცია, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. ასევე მნიშვნელოვანია საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა, მათ შორის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, გამოთქვა მზადყოფნა, მხარდაჭერა აღმოუჩინონ საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარების კუთხით. არის ძალიან კარგი გეგმები სისტემური განვითარების მიმართულებით, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება რადგან 2018 წლის მესამე კვარტლიდან საქართველოში მუშაობას დაიწყებს საპენსიო სისტემის ახალი დამატებითი მოდელი, რომელიც დაგროვებით საპენსიო სისტემის შექმნას გულისხმობს და ამის პარალელურად კაპიტალის ბაზრის ახალი პროექტის ამუშავება იქნება მნიშვნელოვანი. ასევე, კომპანიებმა ,,ჯეიპი მორგანმა და „დოიჩე ბანკმა“ ინტერესი გამოხატეს, რომ საფონდო ინსტიტუტების განვითარების და საზღვარგარეთ ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვების კუთხით საქართველოსთან ითანამშრომლონ“,- განაცხადა კვირიკაშვილმა.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაში გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები. 
წაკითხვა
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის, ვალერი ცერცვაძის გათავისუფლებაზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელ სხდომაზე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის და ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ვალერი ცერცვაძის თანამდ
წაკითხვა
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
თორნიკე შენგელია დრამერის ამპლუაში
საკალათბურთო კლუბ „ბა
წაკითხვა
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასში ეკლესიაზე თავდამსხმელის ვინაობა ცნობილია
ტეხასის შტატში, საზერ
წაკითხვა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა გამომძიებელმა მოსამართლემ კარლეს პუიჩდემონი და კატალონიის ოთხი ყოფილი მინისტრი გაათავისუფლა
ბელგიელმა
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „სამტრედიამ“ საქართველოს ჩემპიონობა ოფიციალურად დათმო
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 33-ე ტური დღეს გამართული სამი შეხვედრით დასრულდა. „საბურთალო“ საშინაო მატჩში საჩხერის „ჩიხურასთან“ 1:2 დამარცხდა. თუმცა
წაკითხვა
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
კატალონიის მთავრობის ყოფილი წევრების ადვოკატი ესპანეთის იუსტიციის მინისტრის გადადგომას ითხოვს
ესპანეთში დაკავებული კატალონიის მთავრობის ყოფილი 
წაკითხვა
სამართალდამცველების განცხადებით, ჯერ უცნობია, ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელი პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა თუ თავი მოიკლა
სამართალდამცველების განცხადებით, ჯერ უცნობია, ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელი პოლიციის ტყვიას ემსხვერპლა თუ თავი მოიკლა
ტეხასში ბაპტისტურ ტაძარზე თავდამსხმელის ლ
წაკითხვა