| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/184529.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსს შეხვდნენ
გამოქვეყნებულია 2017-10-19 18:00:00
„ჩვენი მთავარი მიზანი და ამოცანა თავიდანვე იყო სამართლიანი და მშვიდობიანი არჩევნების უზრუნველყოფა და ეს მიზანი იქნება რეალიზებული. ამისათვის ყველაფერს აკეთებს „ქართული ოცნება“, - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, დიპლომატიურ კორპუსს საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით განსაკუთრებული შეკითხვები არ ჰქონია. „თქვენ ალბათ უკვე ნახეთ ამერიკის ელჩის განცხადება, სადაც მან შეაფასა წინასაარჩევნო გარემო როგორც თავისუფალი და თანაბარი. რა თქმა უნდა, არჩევნების დღეც იქნება ძალიან მშვიდი, თავისუფალი და კონკურენტული ყველა პოლიტიკური პარტიისთვის. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ პირველ ტურში და ამისათვის საჭიროა, რომ თითოეული ჩვენი მხარდამჭერი მოვიდეს არჩევნებზე და დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი“ - აღნიშნა კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა არჩილ თალაკვაძემ. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის თქმით, დიპლომატიურ კორპუსს ინფორმაცია მიაწოდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მაჩვენებლებით გაუმჯობესდა არსებული საარჩევნო გარემო წინა წლებთან შედარებით. „აქცენტი გავაკეთეთ იმ პოზიტიურ მხარეებზე, რითიც გაუმჯობესდა წლევანდელი საარჩევნო გარემო გასული პერიოდის საარჩევნო გარემოსთან შედარებით. კითხვები პრაქტიკულად არ ყოფილა. იყო სულ რამდენიმე შეკითხვა. ერთ-ერთი მაგალითად შეეხებოდა იმას, თუ ამომრჩეველთა რამდენი პროცენტის მოსვლას ველოდებით არჩევნებზე, იყო ასევე ქალთა მონაწილეობასთან დაკავშირებული შეკითხვები“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები დღეს დიპლომატიურ კორპუსისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე საარჩევნო გარემო განიხილეს. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი შეხვდა
საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტი
წაკითხვა
„ქართული ოცნების“ ოზურგეთის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდა
წაკითხვა
კახა კალაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორს ბრუნო ბალვანერას შეხვდა
თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული
წაკითხვა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფრანკლინის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ფრანკლინის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. ირაკლი კობახიძე მათ ქვე
წაკითხვა
„ქართული ოცნების“ თიანეთის მერობის კანდიდატი ოთხ უბანზე არჩევნების განმეორებით ჩატარებას ითხოვს
თიანეთის მერობის კანდიდატი ქართული ოცნ
წაკითხვა
მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში რჩება - თამაზ მეჭიაური თიანეთის მერის არჩევნებს ერთი ხმით იგებს
მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში რჩება. თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც თემის მერის არჩევნებშ
წაკითხვა
ლევან იზორია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს შეხვდა. ლევან იზორია ფლორანს პარლის თბილისის საერთაშორისო აეროპო
წაკითხვა
გასაჩივრდება თუ არა მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება - თამაზ მეჭიაურმა გამარჯვება უკვე აღნიშნა
ჯერ არ არის ცნობილი გასაჩივრდება თუ არა მ
წაკითხვა
|