| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/184592.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 გიორგი მღებრიშვილი - ჩემი თხოვნა იქნება, პოლიტიკური სარჩული მოვუხსნათ მარნეულში მომხდარ დაჭრის ფაქტს [ვიდეო]წინასწარი ვერსიების გავრცელებისგან თავი შევიკავოთ, ნუ განვიხილავთ განვიხილავთ პოლიტიკურ ჭრილში, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი დაჭრის ფაქტზე საუბრისას განაცხადა. განცხადება გიორგი მღებრიშვილმა მარნეულში, პოლიციის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა. შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები და დამატებითი ინფორმაცია დილისთვის იქნება ცნობილი. „მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება. მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები. მე გთხოვდით, რომ წინასწარი ვერსიების გავრცელებისგან თავი შევიკავოთ. ნუ განვიხილავთ განვიხილავთ პოლიტიკურ ჭრილში. ჩემი თხოვნა იქნება, პოლიტიკური სარჩული მოვუხსნათ ამ თემას. მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ, განვიხილავთ ყველა ვერსიას. ვფიქრობ, უახლოეს საათებში უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება. რაც მთავარია დაჭრილთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, როგორც ექიმები გვეუბნებიან. დილისთვის ალბათ უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით. გვაქვს გარკვეული ოპერატიული ინფორმაცია. უნდა დავაცადოთ ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც ყოველწუთიერად ინფორმაციას იღებენ და ამუშავებენ. კვალიფიკაცია საქმეზე ნებისმიერ წუთს შეიძლება შეიცვალოს. მეტს ახლა ვერაფერს გეტყვით“, - აღნიშნა მღებრიშვილმა. შეგახსენებთ, მარნეულის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს და მის თანმხლებ სამ პირს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მაჟორიტარობის კანდიდატს და მისი თანმხლები პირებიდან ერთს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი მღებრიშვილი - გამოვხატავთ სრულ მზაობას, რათა უფრო მეტად გავაფართოვოთ ნატო-ს საზღვაო ოპერაციაში ჩვენი ჩართულობის მასშტაბები
ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდ
წაკითხვა
გიორგი მღებრიშვილი ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის წარმომადგენელს შეხვდა
გიორგი მღებრიშვილი ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის წარმომადგენელს შეხვდა.
წაკითხვა
გია ვოლსკი გიორგი მღებრიშვილის საკანონმდებლო ორგანოში მისვლის აუცილებლობას ვერ ხედავს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის საკანონმდებლო ორგანოში მისვლის აუცილებლობას ვერ ხედავს.
წაკითხვა
თელავში შუახნის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
თელავში, აღმაშენებლის გაზირზე 50 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. <
წაკითხვა
გია ვოლსკი - საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან გიორგი მღებრიშვილის დაბარების მოთხოვნა პოლიტიკური ცირკის მოწყობის მორიგი მცდელობაა
ეს არის რაღაც პოლიტიკური ცირკის მოწყობის მორიგი მცდელობა, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საპარლამენტო უმცირესობის მოთხოვნას, ს
წაკითხვა
საპარლამენტო უმცირესობა გიორგი მღებრიშვილის პარლამენტში დაბარების საკითხის ბიუროს სხდომაზე დაყენებას აპირებს
საპარლამენტო უმცირესობა შინაგან საქმეთა მ
წაკითხვა
“სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი, ბექა ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე, შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს
“სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის
წაკითხვა
შს მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და თანამშრომლები დააჯილდოვა - ცაზე თქვენი ყოველი გამოჩენა იყო იმედი, ძალა და შედეგი
ჩვენ, ერთად, მძიმე ზაფხული გამოვიარეთ, რო
წაკითხვა
|