საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/184659.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

625

„აფრიკული ჭირის“ გამო, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან რუსეთში ღორის ხორცის შეტანა აიკრძალა

ქეთევან ბერაია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-20 13:58:00

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან რუსეთში ღორის ხორცის შეტანა „აფრიკული ჭირის“ გამო აიკრძალა - ამის შესახებ საგანგებო განცხადება სტავროპოლის მხარისა და ყარაჩაი-ჩერქეზეთში ფიტო-ვეტერინარული ფედერალური სამსახურის ვებ-გვერდზე განთავსდა.

აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება 16 ოქტომბერს მიიღეს. განცხადებაში წერია, რომ აკრძალულია როგორც ცოცხალი ღორის, ასევე ღორისა და გარეული ტახის ხორცის, ნებისმიერი სახის ხორც-პროდუქტის, ტყავის სანადირო ტროფეების საკვების, საკვების დანამატისა და ა.შ. რუსეთის ფედერაციაში შეტანა - „აფრიკული ჭირის“ კერის გაჩენის გამო.

შეზღუდვა ეხება ტრანზიტსაც - წერია რუსეთის ფიტო-ვეტერინარული სამსახურის განცხადებაში.

თუმცა თავად ოკუპირებული რეგიონის დე-ფაქტო სოფლის მეურნეობის უწყება ინფორმაციას - „აფრიკული ჭირის“ კერისა და შემთხვევების შესახებ არ ადასტურებს და აცხადებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება.

„აფრიკული ჭირის“ შემთხვევები ბოლოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში გაზაფხულზე დაფიქსირდა.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი