საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/184672.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

514

საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთ-ერთი ადვოკატი ეკა ლომიძე დაკითხა

ხათუნა გაგნიძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-20 15:20:00

საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძის ერთ-ერთი ადვოკატი ეკა ლომიძე ე.წ. ციანიდის საქმის მასალების გასაჯაროების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკითხა. 

ადვოკატის თქმით, სასამართლომ ნაწილობრივ გაითვალისწინა მისი შუამდგომლობა, რომ არ უნდა დაკითხულიყო 374-ე მუხლით დაწყებულ გამოძიებაში, რადგანაც ის ფლობდა ინფორმაციას მისი საქმიანობიდან გამომდინარე. 

„სასამართლომ დააკმაყოფილა ჩემი არგუმენტები, მაგრამ ჩათვალა, რომ დასმულიყო წმინდა ტექნიკური ხასიათის კითხვები. ეს კითხვები შეეხებოდა, მქონდა თუ არა საქმის მასალები მე, გადავეცი თუ არა ეს მასალები ვინმეს", - განაცხადა ეკა ლომიძემ. 

მისი დაკითხვა მიუღებელია მსჯავრდებული მამალაძის დანარჩენი ადვოკატებისთვისაც. ისინი ამბობენ, რომ ლომიძე იმ საქმეზე დაკითხეს, სადაც ჩართული იყო ლომიძე როგორც ადვოკატი, ამით კი სასამართლომ სსსკ-ის 50-ე მუხლი არ გაითვალისწინა. მათი განმარტებით, ეკა ლომიძეს ასევე ჰქონდა უფლება 49-ე მუხლით არ მიეცა ჩვენება.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი