საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/184765.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

580

„თბილისი-მარათონთან“ დაკავშირებით, 22 ოქტომბერს, 08:00-დან 14:00 საათამდე დედაქალაქის ცალკეულ უბნებში მოძრაობა აიკრძალება

გამოქვეყნებულია 2017-10-21 07:32:00

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 22  ოქტომბერს, „თბილისი-მარათონთან“ დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დილის 08:00 საათიდან 14:00 საათამდე,  დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

საქველმოქმედო გარბენი სტარტს დილის 08:30 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღებს. მარათონი დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, ორ წრედ ჩატარდება.

აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით სატრანსპორტო მოძრაობა აიკრძალება:

კრწანისის მოედანზე - ავტომანქანების ნაკადი იმოძრავებს ორთაჭალჰესის
მიმართულებით, მარცხენა სანაპიროზე.

თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორიაზე,
რუსთაველის გამზირის მიმართულებით და ავტომანქანები იმოძრავებენ პეტრე
მელიქიშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით.

გადაიკეტება თამარ მეფის და დავით აღმაშენებლის გამზირების კვეთა,
მეტროსადგური „მარჯანიშვილის“ მიმართულებით, ასევე, მიხეილ
წინამძღვრიშვილის, დავით აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩები.

მოძრაობა, ასევე, აიკრძალება თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩის
დასაწყისში, რუსთაველის გამზირსა და ყველა მიმდებარე ქუჩაზე.

მარათონის მიმდინარეობის დროს მძღოლები ისარგებლებენ შემდეგი მარშრუტებით:

სოლოლაკიდან ავტომანქანები იმოძრავებენ ლადო ასათიანის და ოვანეს თუმანიანის ქუჩების გავლით, საიდანაც ავტომანქანები ჩავლენ ვახტანგ გორგასლის მოედანზე და მოძრაობას გააგრძელებენ ჯებირებით გაყოფილ გორგასლის  ქუჩაზე, კრწანისის მოედნის მიმართულებით.
ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები გზას დანიელ ჭონქაძის
ქუჩით გააგრძელებენ.

ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან ჩამოსული ავტომანქანების ნაკადი ჯებირებით
გაყოფილ რუსთაველის გამზირზე მოძრაობას ფილარმონიის მიმართულებით
გააგრძელებს.

ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე ავტომანქანების ნაკადი მარჯვენა სანაპიროს
გავლით იმოძრავებს ავლაბრის მოედნის მიმართულიებით. მარჯვენა სანაპიროზე
მოძრავი ავტომანქანები კი მარი ბროსეს ქუჩის გავლით იმოძრავებენ რეზო
თაბუკაშვილის ქუჩისკენ.

უშანგი ჩხეიძის ქუჩიდან გამოსული ნაკადი იმოძრავებს ჯებირებით გაყოფილ
გალაქტიონის ხიდზე, საიდანაც სვლას გააგრძელებს მარჯვენა სანაპიროზე,
"ლაგუნა ვერეს" მიმართულებით.

ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირო იუსტიციის სახლთან ჯებირებით
გაიყოფა და ავტომანქანები იმოძრავებენ ნიკოლოზ ბარათაშვლის ქუჩის
მიმართულებით.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
"ნაციონალურმა მოძრაობამ" ცესკო-ს წინააღმდეგ კიდევ ერთი სარჩელი შეიტანა
"ნაციონალურმა მოძრაობამ" 
წაკითხვა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცესკო-ს გა
წაკითხვა
სასამართლომ საარჩევნო ბლოკის „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ სარჩელი არ დააკმაყოფილა
სასამართლომ საარჩევნო ბლოკის „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველო“ სარჩელი არ დააკმაყოფილა
გლდანის საარჩევნო ოლქში ხმების გადათვლაზე სასამართლომ საარჩევნო ბლოკის „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალ
წაკითხვა
დავით უსუფაშვილი - არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება ფულმა და ძალაუფლებამ მოიპოვა
დავით უსუფაშვილი - არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება ფულმა და ძალაუფლებამ მოიპოვა
“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ფულმა და ძალაუფლებამ, დამარცხდა თავისუფლება და თვითმმართველობა,” ა
წაკითხვა
ენმ და
ენმ და "ევროპული საქართველო", ნუცუბიძეზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შს მინისტრის პარლამენტში მისვლას ითხოვენ
"ევროპული საქართველო"
წაკითხვა
საქალაქო სასამართლოში ენმ-ს 14 წევრის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - კოტე იოსელიანს დარბაზი დაატოვებინეს
საქალაქო სასამართლოში ენმ-ს 14 წევრის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - კოტე იოსელიანს დარბაზი დაატოვებინეს
საქალაქო სასამართლოში "ნაციონალურ
წაკითხვა
„დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო” მთაწმინდის მეცამეტე უბნის შედეგების ხელმეორედ გადათვლას მოითხოვს - დაპირისპირება საოლქო კომისიაში
„დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო” მთაწმინდის მეცამეტე უბნის შედეგების ხელმეორედ გადათვლას მოითხოვს - დაპირისპირება საოლქო კომისიაში
თიანეთის მსგავსად სამართლებრივ სივრცეში ი
წაკითხვა
ნინო ბურჯანაძე არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს
ნინო ბურჯანაძე არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს
ნინო ბურჯანაძე, 
წაკითხვა