| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/184937.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 „ბლედისლოუს თასის“ მესამე შეხვედრაში ავსტრალიამ ახალი ზელანდია დაამარცხალუკა ჭოჭუა
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-10-21 15:55:00
"რაგბი ჩემპიონშიფის" გამარჯვებული ახალი ზელანდია გახდა. მათ ტურნირის მანძილზე ავსტრალია ორივეჯერ დაამარცხეს და "ბლედისლოუს თასი" მეექვსედ შეინარჩუნეს. "ბლედისლოუს" მესამე ტესტმატჩს თითქოს ინტრიგა უნდა ჰქონოდა დაკარგული, თუმცა დაუმარცხებელ "შავებთან" შინ, ბრისბენში, "სანქორფ სთედიუმზე" გამარჯვების მოპოვება ავსტრალიელთათვის საკმარისი მოტივაცია გამოდგა. მასპინძლებმა მატჩი აქტიურად დაიწყეს. მე-6 წუთზე შეხვედრის პირველი ლელო რის ჰოჯმა დაამიწა და ბერნარდ ფოლიმ გარდასახა - 7:0. შემდეგ მოქმედი ჩემპიონები გამოცოცხლდნენ, მე-13 წუთზე ბურთი ლელოში ნაჰოლომ დადო, სოპოანგამ გარდასახვას ტაიმის დასრულებამდე ორი ზუსტი საჯარიმო მიაყოლა და ზელანდიელთა მონაგარი 13 ქულამდე გაზარდა. ტაიმის ბოლო წუთზე ავსტრალიელთა ფულბეკმა, ისრაელ ფოლაუმ გაიბრწყინა, მეტოქე დაალელოვა და 2017 წლის სანაკრებო ლელოების რაოდენობა თორმეტამდე გაზარდა. ერთი წლის განმავლობაში სანაკრებო ასპარეზზე მოთამაშის მიერ დადებული ლელოების რეკორდი ჩვიდმეტია. პირველი ტაიმის შემდეგ "კენგურუები" მხოლოდ ერთ ქულას აგებდნენ - 12:13. მეორე ტაიმის პირველი ლელოც ავსტრალიელებმა დადეს. რაგბი ლიგიდან გადმოსულმა ფრთამ მარიკა კორობეტემ გუნდს ხუთი ქულა მოუტანა. ამას რის ჰოჯის შორეული საჯარიმო დარტყმა და ანგარიშში სხვაობის რვა ქულამდე გაზრდა მოჰყვა. ახალ ზელანდიელებს ბოლო წუთებზე ლელო სჭირდებოდათ და სონი ბილ ვილიამსის შესანიშნავი ოფლოუდის შემდეგ წამოწყებული შეტევა რეიკო იოანემ აუტის ხაზთან ახლოს შედეგიანად დაასრულა. მატჩის მიწურულს რის ჰოჯმა კიდევ ერთი შორეული ჯარიმა გაიტანა და "კენგურუებს" ხუთქულიანი უპირატესობა დაუბრუნა. ბოლო წამებზე "შავები" ლელოსთან ახლოს იყვნენ, თუმცა სემ ქეინს ბურთი რაქში წინ გაუვარდა. საბოლოო ანგარიში - ავსტრალია 23:18 ახალი ზელანდია. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„ბარბაროსები“ ახალ ზელანდიასთანაც დამარცხდნენ (ვიდეო)
რაგბის კლუბი „ბარბაროსები“ 28 ოქტომბერს ა
წაკითხვა
„მაორი ოლ ბლექსმა“ კანადა გაანადგურა, ავსტრალიამ კი იაპონიას სძლია
"მაორი ოლ ბლექსმა", კანადა, რომელიც ნოემბრის ტესტებზე "ბორჯღალოსნებსაც" დ
წაკითხვა
ავსტრალიის ვიცე-პრემიერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
ავსტრალიის უმაღლესი სასამართლოს დადგენილებით, ქვეყნის პარლამენტმა ვიცე-პრემიერი და სამი სენატ
წაკითხვა
ავსტრალიამ ფხენიანიდან წერილი მიიღო
ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩრდი
წაკითხვა
15 წლის ავსტრალიელი ბიჭი სპორტდარბაზში ვარჯიშის დროს გარდაიცვალა
ავსტრალიელი თინეიჯერი ბიჭი სპორტდარბაზში, მძიმე წონით ვარჯიშის დროს გარდაიცვალა. ის 100 კგ-ი
წაკითხვა
ავსტრალია საკუთარ კოსმოსურ სააგენტოს ქმნის
ავსტრალიის ფედერალური მთავრობის ცნობით, ქვეყანას ბოლოსდაბოლოს ექნება ეროვნული კოსმოსური სააგე
წაკითხვა
ახალი ზელანდიის პარლამენტის წინ მამაკაცმა თავის დაწვა სცადა
ახალი ზელანდიის პარლამენტის წინ მამაკაცმა
წაკითხვა
მამაცი კოალა, რომელიც მანქანის ქვეშ 16-კილომეტრიან მოგზაურობას გადაურჩა
ავსტრალიელი კოალა, მანქანის ქვეშ 16-კილო
წაკითხვა
|