| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/184965.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა 16:30 საათისთვის, დაარეგისტრირეს 2 საჩივარი და რამდენიმე შენიშვნამანანა დევაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-21 17:31:00
16:30 საათისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე დაარეგისტრირეს 2 საჩივარი და რამდენიმე შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში. ადამიანის უფლებათა ცენტრი არჩევნების პროცესის პირველად შეფასებას კენჭისყრის დასრულების შემდეგ გამოაქვეყნებს. 16:30 საათისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე დაარეგისტრირეს 2 საჩივარი და რამდენიმე შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში. მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც ორგანიზაცია მონიტორინგს ახორციელებს, არჩევნები ძირითადად მშვიდ და სამართლიან გარემოში მიმდინარეობს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ალეკო ცქიტიშვილმა განაცხადა, დაფიქსირებულ ცალკეულ დარღვევებს არ შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს არჩევნების საბოლოო შედეგებზე. „შემაშფოთებელ ტენდენციად იქცა ზოგიერთი საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიების კოორდინატორებისა და აგიტატორების გადამეტებული აქტიურობა და ამომრჩეველთა კონტროლის მცდელობა. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსი არ კრძალავს საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე პარტიათა კოორდინატორების ყოფნას, ადამიანის უფლებათა ცენტრი ანგარიშში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ასახავს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე საარჩევნო სუბიექტების, განსაკუთრებული ოდენობით კი - მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ კოორდინატორების მობილიზებას. ისინი აღწერენ მოსულ ამომრჩევლებს, ესაუბრებიან მათ და ზოგჯერ ამ საუბარს აგიტაციის ფორმა აქვს. მსგავსი ფაქტები, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ხელს უშლის საარჩევნო პროცესში მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოვლენას. ყარაჯალაში ამომრჩევლებს „ქართული ოცნების“ კანდიდატი პირადად აკონტროლებს. თელავის მე-17 საარჩევნო ოლქის 37-ე, 38-ე, 39-ე და 54-ე საარჩევნო უბნები სოფელ ყარაჯალას ცენტრში ერთად არის განლაგებული. აქვე არის პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი, რომლის წინ დილიდანვე მობილიზებული არიან პარტიის მხარდამჭერები. მათთვის მიკროავტობუსით მოიტანეს საკვები, რათა მათ არ დატოვონ ტერიტორია და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ოთხივე უბანზე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. მხარდამჭერებთან ერთად იმყოფება ყარაჯალას მაჟორიტარი კანდიდატი ზურაბ მუსაევი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნების წინ შეკრებილ ამომრჩევლებს რჩევა-დარიგებებს აძლევს და სავარაუდოდ, აქტიურად ეწევა აგიტაციას. დარღვევები სოფელ დუზაგრამაში საგარეჯოს მე-11 საარჩევნო ოლქის 38-ე საარჩევნო უბანზე (სოფელი დუზაგრამა) კენჭისყრის დაწყებისას დაირღვა კონფიდენციალურობის პრინციპი. რამდენიმე ამომრჩეველმა ბიულეტენში კაბინის გარეთ შემოხაზა 41 ნომერი. დამკვირვებლის მითითების შემდეგ, ერთ-ერთმა ამომრჩეველმა განაცხადა, ეს სოფელი მისია და თვითონ წყვეტს, რა როგორ გააკეთოს. ამავე უბანზე ერთ-ერთმა ამომრჩეველმა კომისიის წევრს სთხოვა, ესწავლებინა, როგორ მიეცა ხმა სასურველი საარჩევნო სუბიექტისთვის. კომისიის წევრმა, თითქოსდა სწავლების მიზნით, ამომრჩეველს მიანიშნა, შემოეხაზა 41 ნომერი. ამავე უბანზე, ამომრჩეველი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე გამოცხადდა. იგი გაატარეს სარეგისტრაციო ჟურნალში, რის შემდეგაც ცდილობდა ხმის მიცემას, მაგრამ ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის მითითების შემდეგ, ამომრჩეველს უბანი დაატოვებინეს. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა აღნიშნული დარღვევების თაობაზე საჩივარი დაწერა. კომისიის წევრები უარს აცხადებდნენ საჩივრის რეგისტრაციაზე. დიდი წინააღმდეგობის შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიამ საჩივარი დაარეგისტრირა. მარკირებული „ექიმი“ საგარეჯოს მე-11 საარჩევნო ოლქის 38-ე საარჩევნო უბანზე (სოფელი დუზაგრამა) განმეორებით ხმის მიცემას ცდილობდა ქალი, რომელსაც თითზე მარკირების სითხე აღენიშნებოდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა მიუთითა კომისიის წევრებს, არ დაეშვათ ეს ამომრჩეველი უბანზე. კომისიის წევრებმა თავდაპირველად განაცხადეს, რომ ქალბატონი ექიმი იყო და მარკირების სითხე შესაძლოა, ამის გამო მოხვედრილიყო მის ხელზე. ფაქტს შელაპარაკებაც მოჰყვა. საბოლოოდ, ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლის დაჟინებული მოთხოვნით, მარკირებულ ამომრჩეველს უბანი დაატოვებინეს და განმეორებით ხმის მიცემის შესაძლებლობა არ მისცეს. დარღვევები სოფელ ქეშალოში საგარეჯოს მე-11 საარჩევნო ოლქის, 41-ე საარჩევნო უბანზე (სოფელი ქეშალო), ნაკადის მომწესრიგებელი ბევრ ამომრჩეველს ერთდროულად უშვებდა უბანზე ისე, რომ არ ამოწმებდა მარკირებას. საარჩევნო უბანზე ამომრჩეველ ქალბატონს შეჰყვა მამაკაცი, რომელმაც განაცხადა, რომ იგი ამომრჩევლის ქმარი იყო. საარჩევნო კომისიის წევრებმა მამაკაცს არც პირადობის მოწმობა მოსთხოვეს და არც გაარკვიეს, რეალურად ვინ იყო. კაცი ამომრჩეველ ქალბატონს შეჰყვა საარჩევნო კაბინაში და სავარაუდოდ თვითონვე შემოხაზა ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის ნომერი. ნაკადის მომწესრიგებელმა უბანზე შეუშვა ამომრჩეველი, რომელსაც ხმა უკვე მიცემული ჰქონდა. კომისიის წევრები დარღვევებზე არ რეაგირებდნენ. ჩამოთვლილ დარღვევებთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებელმა დაარეგისტრირა საჩივარი, მაგრამ ასახულ დარღვევებზე კომისიის არც ერთი წევრი არ დაემოწმა. პარტიის ერთდროულად ორი წარმომადგენელი საარჩევნო უბანზე ახმეტის მე-18 საარჩევნო ოლქის 23-ე საარჩევნო უბანზე (სოფელი ჯოყოლო), პარტია „ქართული ოცნების“ ერთდროულად ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა, რაც საარჩევნო კანონის დარღვევაა. დამკვირვებლის მითითების შემდეგ ერთ-ერთ წარმომადგენელს უბანი დაატოვებინეს. საარჩევნო კომისიის წევრის პროტესტი ახმეტის მე-18 საარჩევნო ოლქის მე-5 საარჩევნო უბანზე (სოფელი დუისი) საუბნო საარჩევნო კომისიის 12 წევრი იმყოფება. მე-13 წევრის - ნათელა მარგოშვილის არყოფნა საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას ხელს არ უშლის, მაგრამ საინტერესოა მისი გამოუცხადებლობის მიზეზი. კომისიის სხვა წევრები ნათელა მარგოშვილს ტელეფონით დაუკავშირდნენ და ჰკითხეს გამოუცხადებლობის მიზეზი. მან განაცხადა, რომ იგი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი იყო, რის გამოც რცხვენია და პროტესტის ნიშნად არ გამოცხადდა კენჭისყრის დღეს“, - განაცხადა ალეკო ცქიტიშვილმა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის წინასა
წაკითხვა
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
საჩივრებს განიხილავს ცენტრალური საარჩევნო
წაკითხვა
ენმ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მ
წაკითხვა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში 12 ნოემბერს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მ
წაკითხვა
ისლანდიაში არჩევნების შედეგად მმართველი პარტია ლიდერობს
ისლანდიაში არჩევნების შედეგად მმართველი პარტია ლიდერობს. კონსერვატორები, სავარაუდოდ, ახალი მოწვევის პარლამენტში ყველაზე მეტ დეპუტატს შეიყვა
წაკითხვა
საერთაშორისო ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ
საერთაშორისო ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ.
წაკითხვა
მადრიდი კატალონიას ახალ ხელმძღვანელს უნიშნავს, რეგიონი კი ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობას უცხადებს
მადრიდი
წაკითხვა
სამართლებრივი დავა დასრულდა - თამაზ მეჭიაური თიანეთის არჩეული მერია
სამართლებრივი დავა დასრულდა, თამაზ მეჭიაური თიანეთის არჩეული მერია. &l
წაკითხვა
|