საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/185139.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

1035

საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია: არჩევნებზე ფუნდამენტური უფლებები ძირითადად დაცული იყო და კანდიდატებს საარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდათ

თეონა ხუბულავა
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-22 16:04:00

21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლებები ძირითადად დაცული იყო და კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდათ, - ამის შესახებ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გამართულ ბრიფინგზე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) გრძელვადიანი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, კორინ იონკერმა გაახმოვანა. 

„არჩევნების ეფექტიანმა ადმინისტრირებამ და ამომრჩეველთა რეგისტრაციის სიზუსტემ პროცესის ხარისხიანად წარმართვას შეუწყო ხელი. მთლიანობაში არჩევნების კონტექსტი მმართველი პარტიის დომინირების ფონზე იყო ფორმირებული. ადგილი ჰქონდა როგორც ამომრჩევლებზე, ასევე კანდიდატებზე ზეწოლის ფაქტებს და რამდენიმე ძალადობრივ ინციდენტს. მიუხედავად იმისა, რომ მედიასაშუალებები სხვადასხვა პარტიასთან აფილირდებოდნენ, მედიის მზარდმა თავისუფლებამ და აქტიურობამ პოლიტიკური დებატების ზრდას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. მთლიანობაში კენჭისყრის დღემ მოწესრიგებულად ჩაიარა, თუმცა ხმების დათვლის დროს მცირე პროცედურული ხასიათის დარღვევები დაფიქსირდა“, - აღნიშნულია მოხსენებაში. 

დამკვირვებელთა მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ საკანონმდებლო ჩარჩო ყოვლისმომცველია და ადეკვატურ საფუძველს ქმნის არჩევნების დემოკრატიული პრინციპების შესაბამისად ჩასატარებლად.

„თუმცა კვლავ სახეზეა ამომრჩეველთა და კანდიდატთა უფლებების შეზღუდვები, ისევე როგორც შეუსაბამობები და ნაკლოვანებები. 2017 წლის ივლისში განხორციელებული ცვლილებები ძირითადად ტექნიკური ხასიათის იყო და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის და ევროპის საბჭოს მთავარ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებდა“, - აღნიშნულია მოხსენებაში. 

საერთაშორისო დამკვირვებელთა მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობით, საარჩევნო ადმინისტრაცია დროულად, ეფექტურად და პროფესიონალურად მუშაობდა.

„მართალია, ცესკო ზოგადად დაინტერესებული მხარეების ნდობით სარგებლობდა, თუმცა ზოგიერთმა ოპოზიციურმა კანდიდატმა საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობა ეჭვის ქვეშ დააყენა, განსაკუთრებით საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის კუთხით. ცესკოს სწავლების ცენტრმა საარჩევნო ადმინისტრაციის ყველა დონეზე საინფორმაციო ტრენინგები ჩაატარა. ცესკომ ამომრჩეველთა ინფორმირების ყოვლისმომცველი კამპანია აწარმოა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩეველთა არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად გარკვეული ნაბიჯები გადადგა“, - აღნიშნულია მოხსენებაში. 

საერთაშორისო დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებამ ამომრჩეველთა სიების გასაუმჯობესებლად თანაზომიერი ძალისხმევა გასწია.

„დაინტერესებული მხარეები ზოგადად ნდობას გამოხატავდნენ სიების სიზუსტესთან და ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცესთან დაკავშირებით. ამომრჩევლებს საკუთარი რეგისტრაციის გადამოწმებისა და შესწორების საკმარისი შესაძლებლობა ჰქონდათ. საარჩევნო კოდექსში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებების შედეგად 5,014 ამომრჩეველს რეგისტრაციის თავიდან გავლის შესაძლებლობა მიეცა. გარდა ამისა, არჩევნებში მონაწილობისთვის იძულებით გადაადგილებულ პირთა მოწმობების გამოყენება აღარ არ არის სავალდებულო. თუმცა დაახლოებით 1,800 ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოერთვა, რაც სახელმწიფო რეესტრში მათი ფოტოების ცუდი ხარისხით ან ფოტოების არარსებობით იყო გამოწვეული“, - წერია მოხსენებაში. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი