საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/185158.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

1031

NDI - ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, მოქალაქეებმა თავისუფლად შეძლეს ხმის მიცემა

თამარ ნადარეიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-22 17:40:00

არაკონკურენტული წინასაარჩევნო პერიოდის შემდგომ, ცალკეული ინციდენტების მიუხედავად, მოქალაქეებმა თავისუფლად შეძლეს ხმის მიცემა, - ასე აფასებს „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI) თვითმმართველობისა და მერის არჩევნებს. 

ორგანიზაციის შეფასებით, მოქალქეებმა, საარჩევნო კომისიის წევრებმა, პარტიის აქტივისტებმა და კანდიდატებმა მშვიდი განწყობით შეძლეს დემოკრატიული პრინციპების ახალი ერთგულების დამტკიცება. 

NDI საარჩევნო კამპანიას თბილისის მიღმა კონკურენციის ნაკლებობით გამოარჩევს და შემოწირულობების კუთხით მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის არსებულ უთანასწორობაზე საუბრობს. რაც შეეხება არჩევნების პირველად შედეგებს, მათი თქმით, ეს ადასტურებს სახელმწიფოს მართვის ყველა დონეზე ერთპარტიული მმართველობის გამყარებას, რაც როგორც ისინი აცხადებენ, პლურალისტური დემოკრატიის განვითარების შანსებს რისკის ქვეშ აყენებს და დემოკრატიის განვითარების გზაზე მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. 

„არჩევნების დღემ ძირითადად ინციდენტების გარეშე ჩაიარა. უბნებზე ხმის მიცემის პროცესი დროულად ან მცირე შეფერხებებით დაიწყო. დღის განმავლობაში, კონკრეტულ უბნებზე ხმის მიცემის პროცედურები უმეტესწილად დაცული იყო და ხმების დათვლის პროცესმაც, ძირითადად, მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში ჩაიარა. თუმცა NDI-ის დამკვირვებლებმა პროცედურების სერიოზული დარღვევის შემთხვევებიც დააფიქსირეს, რაც კომისიის წევრების მხრიდან პროცედურების არასათანადო ცოდნასა და ხმების დათვლის პროცესში  პარტიებთან აფილირებული დამკვირვებლების ჩარევას უკავშირდებოდა“, - ნათქვამია ანგარიშში. 

დასკვნაში ასევე მოხვდა ამომრჩევლების პირადი ნომრების ამოწერის გავრცელებული შემთხვევები, მათ შორის, გამოყვეს მარნეულში დაფიქსირებული დარღვევები. სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ოპოზიციური პარტიების მიერ არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გამოცხადების ფაქტს გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ პარტიების ასეთი შეფასება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყანაში არსებულ პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოს. 

ისინი პარტიებს მტკიცებულებების წარდგენისკენ მოუწოდებენ, ხოლო ცესკო-ს საარჩევნო პროცესების ნდობის ამაღლების მიზნით, საჩივრების დროული და ეფექტიანი გამოძიებისკენ. „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ დასკვნაში ცესკო-ს დადებითად არის შეფასებული.

ერთ-ერთ პრობლემად პოლიტიკურ პროცესებში ქალების დაბალი წარმომადგენლობა და საარჩევნო კამპანიის დროს პარტიების შემოწირულობების მოცულობებს შორის სხვაობა სახელდება.

„მმართველმა პარტიამ პოლიტიკური შემოწირულობების დაახლოებით 90% მიიღო და ვრცელ სარეკლამო კამპანიას აწარმოებდა, ამის საპირისპიროდ ოპოზიციურ პარტიებს მწირი რესურსებისა და საგრძნობლად დაბალი ხილვადობის პირობებში უწევდათ მოქმედება. ასეთმა უთანასწორობამ და დებატების ნაკლებობამ ჯანსაღ შეჯიბრებას შეუშალა ხელი“, - განაცხადეს მისიის წარმომადგენლებმა. 

არჩევნების დღეს NDI-ის დამკვირვებლები 100-ზე მეტი საარჩევნო უბნის გახსნის, ხმის მიცემის, დახურვისა და ხმების დათვლის პროცესს აკვირდებოდნენ. NDI საარჩევნო პროცესის მონიტორინგს არჩევნების მეორე ტურის პროცესშიც გააგრძელებს და შესაბამისად შემდგომ ანგარიშებს წარადგენს.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
საარჩევნო ბლოკები და ფინანსები - რატომ ვერ თანხმდებიან ხელისუფლება და ოპოზიცია
ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის წინასა
წაკითხვა
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს
საჩივრებს განიხილავს ცენტრალური საარჩევნო
წაკითხვა
ენმ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს
ენმ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მ
წაკითხვა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში 12 ნოემბერს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში 12 ნოემბერს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მ
წაკითხვა
ისლანდიაში არჩევნების შედეგად მმართველი პარტია ლიდერობს
ისლანდიაში არჩევნების შედეგად მმართველი პარტია ლიდერობს
ისლანდიაში არჩევნების შედეგად მმართველი პარტია ლიდერობს. კონსერვატორები, სავარაუდოდ, ახალი მოწვევის პარლამენტში ყველაზე მეტ დეპუტატს შეიყვა
წაკითხვა
საერთაშორისო ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ
საერთაშორისო ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ
საერთაშორისო ექსპერტები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აფასებენ. 
წაკითხვა
მადრიდი კატალონიას ახალ ხელმძღვანელს უნიშნავს, რეგიონი კი ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობას უცხადებს
მადრიდი კატალონიას ახალ ხელმძღვანელს უნიშნავს, რეგიონი კი ესპანეთის ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობას უცხადებს
მადრიდი
წაკითხვა
სამართლებრივი დავა დასრულდა - თამაზ მეჭიაური თიანეთის არჩეული მერია
სამართლებრივი დავა დასრულდა - თამაზ მეჭიაური თიანეთის არჩეული მერია
სამართლებრივი დავა დასრულდა, თამაზ მეჭიაური თიანეთის არჩეული მერია. &l
წაკითხვა