საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/185177.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

678

ეროვნული საფეხბურთო ლიგა - ბათუმის „დინამომ“ „ჩიხურასთან“ წააგო და მდგომარეობა გაირთულა

მერაბ მამულაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-22 21:21:00

ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩები 22-23 ოქტომბერს გაიმართება. დღეს, პირველ შეხვედრაში ბათუმის „დინამომ“ საკუთარ მოედანზე საჩხერის „ჩიხურა“ მიიღო და მე-4 წუთზე თემურ შონიას გოლით დაწინაურდა. საჩხერელებმა მე-16 წუთზე ანგარიში გიორგი გაბედავას ზუსტი გასროლით გაათანაბრეს 1:1. 70-ე წუთზე მიხეილ სარდალიშვილმა სტუმრები დააწინაურა და საბოლოოდ, “ჩიხურამ” 3 ქულა მოიპოვა 1:2.

ბათუმელებმა საქმე ძალიან გაირთულეს და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად დარჩენილ შეხვედრებში მხოლოდ მოგებები სჭირდებათ.

31-ე ტურის შემდეგ „დინამოს“ 32 ქულა აქვს, მე-8 ადგილზეა და უშუალო კონკურენტს, გორის „დილას“ ორი ქულით ჩამორჩება. საჩხერელებმა კი 46 ქულა დააგროვეს და “საბურთალოს” და “ლოკომოტივს” მიუახლოვდნენ.

31-ე ტურის დანარჩენი ოთხი შეხვედრა 23 ოქტომბერს გაიმართება: ფოთის “პარკი არენაზე“ “კოლხეთი“ უშუალო კონკურენტს, ქობულეთის “შუქურას“ სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობის შეხვედრაში უმასპინძლებს. ფოთელები 20 ქულით მე-9 ადგილზე არიან, ქობულეთელები კი,13 ქულით ბოლო, მე-10-ზე. გამარჯვების შემთხვევაში „კოლხეთი“ გადათამაშებაში მონაწილეობს, მარცხის შემთხვევაში კი, ცხრილის ქვედა ნაწილში მდგომარეობა დაიძაბება და „შუქურას“ ეროვნულ ლიგაში დარჩენის შანსები გაიზრდება.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის „საბურთალო“ გორის „დილას“ შეხვდება. საბურთალოელები ევრო ტურნირებზე მოსახვედრად იბრძვიან, გორელები კი ეროვნულ ლიგაში დასარჩენად.

ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე “ტორპედო“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებს. ქუთაისელებს ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებენ. “ლოკომოტივმა” კი გასულ ორ ტურში მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა და მხოლოდ მოგებები სჭირდება. გუნდებს შორის მესამე წრის მატჩის მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის გამო 31-ე ტურის შეხვედრა ქუთაისში უმაყურებლოდ ჩატარდება.

ტურის ცენტრალურ მატჩს „დინამო არენა“ უმასპინძლებს: გათამაშების ლიდერის, თბილისის „დინამოსა“ და მესამეადგილოსან „სამტრედიას“ შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს მეორე არხი 20:00 საათზე შემოგთავაზებთ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში, შესაძლოა, ნარკოტიკები დაუშვან
ჰოკეის ეროვნულ ლიგაში, შესაძლოა, ნარკოტიკები დაუშვან
ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) მოთამაშეთა პროფკავშირი თერაპიული მიზნებისთვის მარიხუანას ლეგალიზა
წაკითხვა
„შუქურა“ „კოლხეთს“ მიუახლოვდა - ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 32-ე ტური დასრულდა
„შუქურა“ „კოლხეთს“ მიუახლოვდა - ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 32-ე ტური დასრულდა
ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 32-ე ტურის მატჩ
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „ლოკომოტივმა
ეროვნული საფეხბურთო ლიგა - „ლოკომოტივმა" აუტსაიდერი დაამარცხა
ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში 32-ე ტურის კიდე
წაკითხვა
სენსაციების დღე ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში - ლიდერები დამარცხდნენ
სენსაციების დღე ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში - ლიდერები დამარცხდნენ
28 ოქტომბერს ეროვნული
წაკითხვა
ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩები 22-23 ოქტომბერს გაიმართება
ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩები 22-23 ოქტომბერს გაიმართება
ეროვნული ლიგის 31-ე ტურის მატჩები 22-23 ოქტომბერს გაიმართება. ტურის ცენტრალურ მატჩს „დინამო არენა“ უმასპინძლებს. გათამაშების ლიდერი თბილისი
წაკითხვა
ერთწლიანი პაუზის შემდეგ, „კოლხეთი“ ფოთში ბრუნდება
ერთწლიანი პაუზის შემდეგ, „კოლხეთი“ ფოთში ბრუნდება
ეროვნული ლიგის 30-ე ტურში ფოთის „კოლხეთი“ ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება. გუნდი, ერთწლიანი შესვენების შემდეგ, საკუთარ ქალაქში ითამაშებს. ამის შესახ
წაკითხვა
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 29-ე ტური დღეს დასრულდება
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 29-ე ტური დღეს დასრულდება
ეროვნული საფეხბურთო ლიგის 29-ე ტური დღეს
წაკითხვა
ეროვნული ლიგა - გორის „დილა“ გადათამაშების ზონას შორდება
ეროვნული ლიგა - გორის „დილა“ გადათამაშების ზონას შორდება
ეროვნული ლიგის 28-ე ტური გორში გამართული შეხვედრით დასრულდა. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე „დილამ“ საჩხერის „ჩიხურას“ უმასპინძლა და მინიმ
წაკითხვა