| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/185342.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 ლევან გოგიჩაიშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება მეორე ტურთან დაკავშირებით, არასერიოზული და პოპულისტურიათათია ტაბეშაძე
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-23 21:40:00
„ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება მეორე ტურთან დაკავშირებით, არასერიოზული და პოპულისტურია” - ასე ეხმაურება მმართველი გუნდის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, პარტია თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. არგუმენტი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობისთვის” ამ გადაწყვეტილების საფუძველი გახდა, გოგიჩაიშვილისთვის მიუღებელია. დეპუტატს ოპონენტების ბრალდების საპასუხოდ, რომ არჩევნები გაყალბდა, საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება მოჰყავს. „თქვენ ნახეთ პირველადი შეფასებები, სადაც ეუთო-მ დადებითად შეაფასა არჩევნები, ამ ანგარიშს ბევრი ქვეყანა წაიკითხავს. თქვენ ნახეთ, რომ სხვადასხვა ქვეყნის ელჩები ესწრებოდნენ თვითმმართველობის პროცესს. სამი ელჩი - დიდი ბრიტანეთის, ჰოლანდიისა და აშშ-ის იმყოფებოდა კრწანისის მე-18 უბანზე, შესაბამისად თავად ნახეს პროცესი ამ ადამიანებმა. ყველა შეფასებაში არჩევნებს აქვს სრული მხარდაჭერა. ფასდება, როგორც უპრეცედენტოდ მშვიდი, დემოკრატიული და პლურალისტული. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ საბჭოს ეს გადაწყვეტილება არჩევნების ხარისხზე ბუნებრივია გავლენას ვერ მოახდენს,”- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება გაუგებარი და ლოგიკას მოკლებულია. „ვერ ვხვდები ამ გადაწყვეტილების აზრს, თუ აპირებ შესვლას საკრებულოში, მაშინ რატომ არ იღებ მეორე ტურში მონაწილეობას. მაშინ საერთოდ ნუ შევლენ საკრებულოში, ანუ ლოგიკა არ არის. ეს მათი გადაწყვეტილებაა მიიღებენ თუ არა მეორე ტურში მონაწილეობას. თუ არ მიიღებენ, ნაკლები რესურსი დაიხარჯება სახელმწიფოს მხრიდან, თანხები დაიზოგება. მეორე ტურში მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ არ გასულა. ბორჯომში მაგალითად „პატრიოტთა ალიანსი“ არის გასული, ოზურგეთში დამოუკიდებელი კანდიდატი. ბევრგან არ არის „ნაციონალური მოძრაობა“, შესაბამისად, ამაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ,”- განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა. „ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ განუცხადა. „ნაციონალური მოძრაობა“ მერობის არჩევნების მეორე ტურში მარტვილსა და ქუთაისში გავიდა. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ენმ თბილისის მერისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრებას გეგმავს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თბილისის მ
წაკითხვა
თამარ ჟვანიამ თბილისის მერიისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს ხელი მოაწერა
თამარ ჟვანიამ თბილისის მერიისა და საკრებულოს არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს ხელი მოაწერა.
წაკითხვა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ექვს საარჩევნო ოლქში 12 ნოემბერს გაიმართება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მ
წაკითხვა
თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის თარიღი დღეს გაირკვევა
ამ წუთებში ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში
წაკითხვა
ენმ საარჩევნო უბნებზე გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს
„ნაციონალური მოძრა
წაკითხვა
თამაზ მეჭიაურის სარჩელზე გადაწყვეტილებას სასამართლო ხვალ გამოაცხადებს
წაკითხვა
მარტვილის 65-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ „ქართული ოცნებისა“ და ენმ-ის საჩივრები არ დააკმაყოფილა
მარტვილის 65-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ
წაკითხვა
„პატრიოტთა ალიანსი“ მეორე ტურში მონაწილეობას გეგმავს - პოლიტიკური სპექტრის გამოხმაურება #მოამბეში
პატრიოტთა ალიანსი&
წაკითხვა
|