საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/185361.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

1010

მანქანის დაწვის ფაქტთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები დუშეთის პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს

თამარ პატატიშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-24 02:21:00

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" წევრები მახარე სისაური და რამაზ ღვალაძეს მანქანის დაწვის ფაქტთან დაკავშირებით დუშეთის პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ თიანეთის მერობის კანდიდატმა თამაზ მეჭიაურმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ-ერთი წევრი, რომელსაც დღეს თავს დაესხნენ, სწორედ იმ უბანზე ესწრებოდა ხმის დათვლის პროცესს, სადაც, მეჭიაურის თქმით, ბიულეტენები გაყალბდა.

ამასთან, როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, ხვალ ჩანიშნულია სასამართლო პროცესი, სადაც მეჭიაური საოლქო კომისიის იმ გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის მიხედვით, თიანეთის მერობის კანდიდატის განცხადებით, ბათილად ცნობილი ხუთი ბიულეტენი „ქართული ოცნების“ კანდიდატის სასარგებლოდ ჩათვალეს. 

მეჭიაურის ცნობით, სისაური და ღვალაძე სასამართლო პროცესზე მოწმის სახით არიან დაბარებულები

როგორც მეჭიაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, მომხდარ ინციდენტს კონკრეტულად არავის აბრალებს.

„მომხდარ ფაქტს „ქართულ ოცნებას“ არ ვაბრალებ, ხელს არ ვადებ არავის, შესაძლოა ეს პროვოკაცია იყოს“,- განაცხადა მეჭიაურმა.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.

პარტია „ერთიანი საქართველოსთვის“ თიანეთის მერობის კანდიდატის თამაზ მეჭიაურის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის" წარმომადგენლებს თავს დაესხნენ და მანქანა დაუწვეს.

როგორც მეჭიაურმა პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, მისი პარტიის შტაბიდან გასულ მახარე სისაურსა და რამაზ ღვალაძეს უცნობმა პირებმა ჟინვალის ტერიტორიაზე მანქანის გაჩერება მოსთხოვეს.

მისივე ინფორმაციით, მახარე სისაური და რამაზ ღვალაძე მისი პარტიის წევრები არ არიან. მეჭიაურის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებმა არჩევნებზე დახმარების სურვილი თავად გამოთქვეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით გულისხმობს.

უწყების ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ბელგიის ფედერალურ პროკურატურაში კარლეს პუიჩდემონის დაკითხვა მიმდინარეობს
ბელგიის ფედერალურ პროკურატურაში კარლეს პუიჩდემონის დაკითხვა მიმდინარეობს
უკვე ათი საათია, კატალონიის ყოფილი ლიდერი გამოძიებას ჩვენებას აძლევს. კარლეს პუიჩდემონის დაკითხვა ბელ
წაკითხვა
  ცესკო-ში საჩივრების განხილვა დასრულდა - ცესკო-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებს ოპოზიციური სპექტრი
ცესკო-ში საჩივრების განხილვა დასრულდა - ცესკო-ს გადაწყვეტილებას აპროტესტებს ოპოზიციური სპექტრი
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საჩივრების განხილვა დაასრულა. საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ძალაში რჩება თიანეთის საოლქო-საარჩევ
წაკითხვა
დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი 2016 წლის აშშ-ის არჩევნებზე რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხზე დაკითხეს
დონალდ ტრამპის ყოფილი მრჩეველი 2016 წლის აშშ-ის არჩევნებზე რუსეთის შესაძლო ჩარევის საკითხზე დაკითხეს
ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დონალდ ტრამ
წაკითხვა
გია ვოლსკი -კომკავშირის კრების გამართვა არ არის საჭირო იმის თაობაზე, ქუცნაშვილი რატომ ამბობს ასე და არა ისე, როგორც ვოლსკის ან  თალაკვაძეს  გონიათ
გია ვოლსკი -კომკავშირის კრების გამართვა არ არის საჭირო იმის თაობაზე, ქუცნაშვილი რატომ ამბობს ასე და არა ისე, როგორც ვოლსკის ან თალაკვაძეს გონიათ
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საჭიროდ არ  მიიჩნევს, რომ  თიანეთის საარჩევნო ოლქში შექმნილ  ვითარებაზე მმართველი გუნდის წევრები  ზაქარ
წაკითხვა
სამართლებრივი დავა დასრულდა - თამაზ მეჭიაური თიანეთის არჩეული მერია
სამართლებრივი დავა დასრულდა - თამაზ მეჭიაური თიანეთის არჩეული მერია
სამართლებრივი დავა დასრულდა, თამაზ მეჭიაური თიანეთის არჩეული მერია. &l
წაკითხვა
მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში რჩება - თამაზ მეჭიაური თიანეთის მერის არჩევნებს ერთი ხმით იგებს
მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში რჩება - თამაზ მეჭიაური თიანეთის მერის არჩევნებს ერთი ხმით იგებს
მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში რჩება. თიანეთის საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლითაც თემის მერის არჩევნებშ
წაკითხვა
თამაზ მეჭიაური - ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესი იწყება
თამაზ მეჭიაური - ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესი იწყება
ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესი იწყება. თუ ცალკეული შემთხვევები იყო, ახლა რაღაც პაკეტშია. როგორც სასამართლო ხელისუფლება მთელ ვერტიკალზე,
წაკითხვა
ლელა ქიტესაშვილი - ვისურვებდი, რომ თამაზ მეჭიაური თიანეთისთვის იმაზე კარგი მერი იყოს, ვიდრე მე ვიყავი
ლელა ქიტესაშვილი - ვისურვებდი, რომ თამაზ მეჭიაური თიანეთისთვის იმაზე კარგი მერი იყოს, ვიდრე მე ვიყავი
ერთადერთი ვისურვებდი, თიანეთის განვითარებ
წაკითხვა