| function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); } |
A PHP Error was encounteredSeverity: Warning Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/185466.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found Filename: news/view.php Line Number: 32 “ახალი საქართველოს“ წარმომადგენლებმა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გამართესთამარ წიკლაური
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-24 17:15:00
ისნის საოლქო საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქცია გამართეს “ერთობა -ახალი საქართველოს" წარმომადგენლებმა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათ ისევე როგორც ამ ოლქში სხვა საარჩევნო უბნებზეც ხმები დააკლეს. კონკრეტულად ისნის ოლქში, რათა ხმების ბალანსი დაეცვათ, რამდენიმე ხმა მოაკლეს სწორედ "ერთობა-ახალ საქართველოს". ვაშაძის თქმით, ისინი 6 საარჩევნო უბნის მონაცემების ხელახალ გადათვლას ითხოვენ. "ახალმა საქართველომ თბილისში გადალახა ბარიერი და ჩვენ გვეკუთვნის საკრებულოში ადგილი და ხდება მასიური მანიპულაცია,ხმების დაკლება ხდება პირდაპირ. ის რასაც ისნის საოლქო აკეთებს არის კანონდარღვევა. მას არ აქვს არანაირი უფლება შეცვალოს შემაჯამებელი ოქმი, მაგრამ იმისათვის რომ ბალანსი დასვას “ახალ საქართველოს“ მოაკლეს ხმები. ჩვენ ვაპირებთ სასამართლოში ბრძოლას და ის ადგილი, რომელიც გვეკუთვნის ნება ინებოს "ქართულმა ოცნებამ", გაიწიოს გვერდზე და დაგვითმოს ჩვენი ადგილი", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. საპროტესტო აქციის პარალელურად გიორგი ვაშაძე საოლქო კომისიის თავმჯდომარესთან ავიდა და ბრალდებები წაუყენა სწორედ ხმების დაკლებასთან დაკავშირებით. სიტყვიერი დაპირისპირებით წარიმართა შეხვედრა, გიორგი ვაშაძემ კომისიის თავმჯდომარეს მოთხოვა წაუყენა,რომ მოხდეს ხელახალი გადათვლა ხმების.მისი განცხადებით, ის ახსნა-განმარტება, რომლის მიხედვითაც მათ ხმები მოაკლეს არადამაჯერებელია, გარდა ამისა ამ ახსნა-განმარტებას კომისიის 13 წევრის ნაცვლად ხუთმა წევრმა მოაწერა. თავად კომისიის თავმჯდომარის განმარტებით,ბრალდებები ხმების დაკლებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. ალექსანდრე ცხოვრებაძის განმარტებით, საარჩევნო კომისიის არ ყოფილა არანაირი ხმების მოკლება. "საოლქო საარჩევნო კომისიამ მიიღო რა საუბნო საარჩევნო კომისიიდან შემაჯამებელი ოქმი,აღმოაჩინა მასში ხარვეზი, საოლქო კომისიამ შეამოწმა ამ ოქმის მართებულობა,ამასთან დაკავშირებით დავიბარეთ შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისია და მოვთხოვეთ ახსნა-განმარტება. მათ მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტების საფუძველზე დავაზუსტეთ და მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება. ხმები არავის არ დაკლებია, ადგილი ჰქონდა მხოლოდ ოქმში შეტანილი მონაცემების კორექტირებას" - განაცხადა ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ. კომისიის თავმჯდომარის მიერ გაკეთებული განცხადებები მიუღებელია გიორგი ვაშაძისთვის,მისი თქმით,ბოლომდე იბრძოლებენ ყველა ხმის დასაცავად. "არის სასამართლო, არის ცენტრალური საარჩევნო კომისია, თუმცა ადამიანები, ვინც აწერენ ხელს ამ უკანონობას, ყველა უნდა მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. არჩევნების გაყალბება არის დანაშაული და ეს კაცი, რომელიც ჩემი ჯგუფელი აღმოჩნდა, საოლქოს თავმჯდომარე მასაც მოუწევს პასუხისგებაში მიცემა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გერმანიაში ქურთების მიერ გამართულ აქციაზე 15 პოლიციელი დაშავდა
გერმანიაში, ქალაქ დიუსელდორფში ქურთების მიერ გამართული აქციის დროს 15 პოლიციელი დაშავდა.
წაკითხვა
რომში იტალიის ულტრამემარჯვენე პარტიის მხარდამჭერებმა იმიგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გამართეს
რომში იტალიის ულტრამემარჯვენე პარტიის Forza Nuova-ს („ახალი ძალა“) მხარდამჭერებმა იმიგრაციის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობა გამართეს. ამის
წაკითხვა
გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის აქციონერებმა საპროტესტო აქცია გამართეს
გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის
წაკითხვა
ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაზე დაკავებულების სასამართლო სხდომა 30 ნოემბრამდე გადაიდო
ფეხბურთის ფედერაციასთან აქციაზე დაკავებულ
წაკითხვა
მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქართველ ფეხბურთელებსა და ფეხბურთის ფედერაციას სოლიდარობა გამოუცხადა. მან განცხადება
წაკითხვა
საპროტესტო აქცია ფეხბურთის ფედერაციის შენობასთან - „ქართული მარშის“ წარმომადგენლები ლევან კობიაშვილის გადადგომას მოითხოვენ
ფეხბურთის ფედერაციასთან საპროტესტო აქცია
წაკითხვა
ფეხბურთის ფედერაციასთან, აქციის ათამდე მონაწილე დააკავეს
ფეხბურთის ფედერაციასთან მიმდინარე აქციაზე
წაკითხვა
„პატრიოტთა ალიანსი“ პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვს
პატრიოტთა ალიანსის აქციები გრძელდება. ოპოზიციური პარტია პრემიერ-მინისტრის გადადგომას მოითხოვს
წაკითხვა
|