საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/185621.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

791

თბილისში ბიორკის კონცერტებს ისლანდიელი დირიჟორი უხელმძღვანელებს

ილია თავბერიძე
პროდიუსერი
გამოქვეყნებულია 2017-10-25 17:05:00

თბილისში, ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის, ბიორკის კონცერტებს ცნობილი ისლანდიელი ახალგაზრდა დირიჟორი, ბარნი ფრიმან ბარნასონი უხელმძღვანელებს. 

ბარნასონი ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, ორივე კონცერტზე - 31 ოქტომბერს და 3 ნოემბერს უდირიჟორებს. 

ბარნი ფრიმან ბარნასონი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული და ნიჭიერი არტისტი, 2016 წელს ისლანდიაში ნაციონალური მუსიკის ორდენით დააჯილდოეს.

როგორც დირიჟორი, პიანისტი, მევიოლინე და კომპოზიტორი, რამოდენიმე მნიშვნელოვან პროექტში იყო ჩართული. სწორედ მან მოამზადა კამერული ორკესტრი ანა თორვალდშდოტირის ოპერის - UR-ის მსოფლიო პრემიერისთვის. ბარნასონი ასევე ხელმძღვანელობს Shark-ის სიმებიან ანსამბლს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ინოვაციურ ლოკაციებზე, ახალი მუსიკის შესრულებითაა ცნობილი. როგორც აქტიური მუსიკოსი, ის ფორტეპიანოსა და ვიოლინოზე ევროპის მასშტაბით სოლო ღონისძიებებს მართავს.

გასული წლის დასაწყისში, სწორედ ის ხელმძღვანელობდა ბიორკის ალბომის, Vulnicura-ის სიმებიან კონცერტს ისლანდიაში. 

ცნობილია, რომ ბიორკის პროგრამა საქართველოში ჩასატარებელი ორივე ღონისძიების განმავლობაში იდენტური იქნება, რომელიც ძირითადად, მის 2015 წლის ალბომს, Vunicura-ს ეხება. Vulnicura Strings ალბომის აკუსტიკური ვერსიაა, რომელიც სიმებიან საკრავებზეა დაფუძნებული. ბიორკი ცნობილ კომპოზიციებს სწორედ ორკესტრის სიმებიანი საკრავების თანხლებით შეასრულებს. 

ბიორკის თქმით, მისთვის ალბომებში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო აკუსტიკური და ელექტრონული მუსიკის სინთეზი.

„თუმცა ბოლო პერიოდის განმავლობაში მივხვდი, რომ ადამიანებისთვის ზოგჯერ საჭიროა ტექნოლოგიისგან დისტანცირება და მთლიანად აკუსტიკურ ინსტრუმენტებზე დაყრდნობილი მუსიკალური თავგადასავალი. ჩემთვის სიმები ადამიანის ნერვულ სისტემას ჰგავს. ხმა და ჩასაბერი ინსტრუმენტები ფილტვებია. ბიტები ცეკვასა და გულის ცემას მოგვაგონებს, მაგრამ როდესაც სიმებიან ინსტრუმენტებზე მიდგება საქმე, ამ დრო ჩვენი ნერვები ვიბრირებენ. სწორედ ამის გამოა, რომ ყველას დადებითი დამოკიდებულება გვაქვს სიმების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ როდესაც რთულ პერიოდს გავდივართ ცხოვრებაში“, - ამბობს ბიორკი. 

შეგახსენებთ, რომ ოპერის თეატრში გასამართ ღონისძიებაზე ბილეთები სრულად და 25 ქვეყნის მასშტაბით გაყიდულია, ხოლო ფილარმონიის კონცერტზე დარჩენილია ბილეთების ნაწილი (ფასი 200 ლარიდან).

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა“ - ბიორკის მიმართვა მსმენელს
„საქართველო ჩემი ფავორიტი ქვეყანაა“ - ბიორკის მიმართვა მსმენელს
ოპერისა და ბალეტის თეატრში ლეგენდარული ის
წაკითხვა
დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის - ბიორკმა მადლობის ტექსტი ინსტაგრამზე ქართულად დაწერა
დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის - ბიორკმა მადლობის ტექსტი ინსტაგრამზე ქართულად დაწერა
დიდი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის - ლეგ
წაკითხვა
ბიორკის კონცერტი დაიწყო - პირველი ვიდეოკადრები საკონცერტო დარბაზიდან
ბიორკის კონცერტი დაიწყო - პირველი ვიდეოკადრები საკონცერტო დარბაზიდან
თბილისის საკონცერტო დარბაზში
წაკითხვა
ბიორკის კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში
ბიორკის კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში
თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ისლანდიე
წაკითხვა
Björk უკვე თბილისშია
Björk უკვე თბილისშია
ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი უკ
წაკითხვა
გამთენიისას საქართველოს ბიორკი ესტუმრება
გამთენიისას საქართველოს ბიორკი ესტუმრება
პირველი არხის ინფორმაციით, ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსი ბიორკი საქართველოს დღეს, გამთენიის
წაკითხვა
Björk-ის სურვილია, საქართველოში კონცერტების დროს კულისები მთლიანად ყვავილებით გაფორმდეს
Björk-ის სურვილია, საქართველოში კონცერტების დროს კულისები მთლიანად ყვავილებით გაფორმდეს
ლეგენდარული ისლანდიელი მუსიკოსის ბიორკის
წაკითხვა
საქართველოში Björk-ის კონცერტებზე დასასწრები ბილეთები მსოფლიოს 25 ქვეყანაში გაიყიდა
საქართველოში Björk-ის კონცერტებზე დასასწრები ბილეთები მსოფლიოს 25 ქვეყანაში გაიყიდა
ისლანდიელი მუსიკოსის Björk-ის კონცერტებზე
წაკითხვა