საზოგადოებრივი
104.5 FM
function pluginCreated() { // We don't need to see the plugin, so hide it by resizing var plugin = document.getElementById('myPlugin'); plugin.height = 0; plugin.width = 0; plugin.callPluginMethod(); }

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: file_get_contents(https://api.facebook.com/method/links.getStats?urls=https://old.1tv.ge/ge/news/view/185643.html&format=json): failed to open stream: HTTP request failed! HTTP/1.1 404 Not Found

Filename: news/view.php

Line Number: 32

855

საით მიდის ლარი

ნინო ფაცურია
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2017-10-25 18:47:00

გასულ წელს არჩევნების წინ დაწყებული ლარის მკვეთრი გაუფასურება მხოლოდ 2017 წლის გაზაფხულზე დასტაბილურდა, მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკი ინტერვენციებით რამდენჯერმე ჩაერია და ბაზრიდან ჭარბი ლარი ამოიღო, თუმცა გასული წლის სექტემბრისთვის არსებულ ნიშნულს 2.30-ს აღარ დაბრუნებია.

საით წავა წელს წინასაარჩევნოდ დაწყებული ლარის გაუფასურების დინამიკა, ჯერჯერობით უცნობია, რადგან ეროვნული ბანკი არსებულ გაუფასურებას მცოცავი სავალუტო კურსისთვის ნორმალურ მოვლენად მიიჩნევს და საჯარო პროგნოზებს არ აკეთებს.  

ფაქტია, რომ ზაფხულიდან მოყოლებული მაკროეკონომიკური ფაქტორები ისევ დადებითია - სტაბილურია შემოსავლები ტურიზმიდან, უცხოური ინვესტიციებიც და ფულადი გზავნილების მოცულობაც. აგვისტოს ბოლოდან ლარი მაინც გაუფასურების დინამიკაზე გადავიდა და მართალია, ცოცვით და მშვიდად, მაგრამ 24 ოქტომბრის ჩათვლით, დოლარის მიმართ ერთი ლარი 2.40-დან 2.48 -მდე, საერთო ჯამში 3 პროცენტით გაუფასურდა. გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად საარჩევნოდ დახარჯული ლარის ჭარბი მასაც სახელდება.

თუმცა 24 ოქტომბერს ეროვნული ვალუტა სრულიად მოულოდნელად, ნახტომისებურად 4 თეთრით 2.52-მდე დაეცა და მხოლოდ ერთ დღეში, ფაქტობრივად, 2 პროცენტით გაუფასურდა. ეროვნული ბანკი ნახტომისებურ რყევაზე განმარტებას არ აკეთებს, იმ მოტივით, რომ ქვეყანაში მცოცავი სავალუტო კურსია, რაც იმას ნიშნავს, რომ გაცვლითი კურსი იმოძრავებს, როგორც გამყარების, ისე გაუფასურების მიმართულებით და არცერთი ცენტრალური ბანკი მოკლევადიან რყევაზე განმარტებას არ აკეთებს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას, რომ ცენტრალური ბანკი პასუხისმგებელია არა ვალუტის კურსზე, არამედ ფასების სტაბილურობაზე. თუმცა, ფაქტია, რომ სწორედ მოკლევადიანი და ოფიციალურ განმარტებას მოკლებული რყევები იწვევს ინვესტირებაში არასტაბილურობის შეგრძნებას, აჩენს ბაზარზე სპეკულაციური გარიგების არსებობის ეჭვებს და იწვევს ფასების ზრდას, რაც მომხმარებლის ბიუჯეტსა და ინფლაციაზეც უარყოფითად აისახება.   

მიუხედავად იმისა, რომ წლიური ინფლაცია მიზნობრივ 5 პროცენტზე გაცილებით მაღალია და 6.2 პროცენტზე დგას და არსებული პროგნოზით, ინფლაცია წლის ბოლომდე მიზნობრივზე მაღლა შენარჩუნდება, ეროვნულმა ბანკმა არც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ჩათვალა საჭიროდ. ბანკი ფასებზე დამატებითი ზეწოლის საფრთხეს ვერ ხედავს, ამიტომ 25 ოქტომბერს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი, რომლითაც ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს სესხებს აძლევს და საბოლოო ჯამში  საბანკო სესხებზე პროცენტებს განსაზღვრავს, უკვე მეორედ უცვლელად 7 პროცენტზე დატოვა.

თუ დამატებითი შოკები არ წარმოიშვა, ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთის ეტაპობრივ შემცირებას აპირებს. ეს იმის ფონზე, როცა შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემა უკვე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გზას დაადგა, რასაც დოლარის გამყარება უკვე მოჰყვა და საერთაშორისო ანალიტიკოსების აზრით, ტენდენცია ისევ გამყარებისკენ იქნება. იმავეს გეგმავენ ბრიტანეთის და ევროკავშირის ცენტრალური ბანკებიც, რაც სტერლინგის და ევროს გამყარების საფუძველს ქმნის.

ქვეყანაში არსებული დოლარიზაციის მაღალ კოეფიციენტს თუ გავითვალისწინებთ, ასევე იმპორტის მაღალ მოცულობას, რომელიც ძირითადად სწორედ ევროსა და დოლარში ხორციელდება, შერბილებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში, საითკენაც ეროვნული ბანკი იღებს კურსს, ლარის პოზიცია საკმაოდ მყიფედ გამოიყურება და შემდგომი გაუფასურების რისკებს ქმნის.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
 ბიუჯეტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში - ფინანსთა მინისტრი ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს
ბიუჯეტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში - ფინანსთა მინისტრი ლარის გაუფასურების მიზეზებზე საუბრობს
ბიუჯეტის განხილვა საკანონ
წაკითხვა
გიორგი კაკაურიძე - მოლოდინი ჩამოყალიბდა, რომ მეოთხე კვარტალში ლარი უნდა გაუფასურდეს და როცა მოსახლეობას შემოსავლი უჩნდება, ცდილობს, ვალუტა შეიძინოს
გიორგი კაკაურიძე - მოლოდინი ჩამოყალიბდა, რომ მეოთხე კვარტალში ლარი უნდა გაუფასურდეს და როცა მოსახლეობას შემოსავლი უჩნდება, ცდილობს, ვალუტა შეიძინოს
საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ყველანაირი ფაქტორი, რაც ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე მოქმედებს,
წაკითხვა
ეროვნული ბანკი - ლარის გაუფასურება დროებითია
ეროვნული ბანკი - ლარის გაუფასურება დროებითია
ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე ბოლოდროინ
წაკითხვა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6297 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6297 ლარი გახდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 ნოემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღ
წაკითხვა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6106 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6106 ლარი გახდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2 ნოემბერს ერთი ამერიკული დოლარის ღ
წაკითხვა
გიორგი გახარია - ლარის მერყეობას წარმატებით გადავლახავთ
გიორგი გახარია - ლარის მერყეობას წარმატებით გადავლახავთ
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი გა
წაკითხვა
ლარი კვლავ გაუფასურდა
ლარი კვლავ გაუფასურდა
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც
წაკითხვა
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
ლარი გაუფასურებას განაგრძობს
ერთი დოლარი 2 ლარი და 63 თეთრი ღირს. სავალუტო ჯიხურებში და ბლუმბერგის პლატფორმაზე, ეროვნული ვ
წაკითხვა